შალვა აფხაზავას და ანდრეი პავიცკის შემდეგ, კიევის "არსენალის" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ოლეგ გრიჩაკი გარდაიცვალა
შაბათს, 19 თებერვალს "ედნისტსა" და კიევის "არსენალის" დუბლებს შორის საკონტროლო მატჩისას, მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელს, ოლეგ გრიჩაკს გული გაუჩერდა. ის კიევურ გუნდში გასინჯვაზე იმყოფებოდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ოლეგის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა საიტმა ეს ინფორმაცია არა ოფიციალური წყაროდან, მაგალითად კლუბის პრესცენტრის ან ინტერნეტსაიტის მეშვეობით, შეიტყო, არამედ ოლეგის ერთ-ერთი მეგობრისგან, რომელსაც ნიკიტა ჰქვია.

საგულისხმოა, რომ ეს უკრაინულ ფეხბურთში პირველი ტრაგედია არაა: 2004 წლის 7 იანვარს, "არსენალის" საწვრთნელ ბაზაზე, ძილში გარდაიცვალა ქართველი ლეგიონერი შალვა აფხაზავა, რომელიც მაშინ 23 წლის იყო. ქართველმა მედიკოსებმა საჭიროდ მიიჩნიეს "არსენალის" ექიმებთან ერთად განმეორებითი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, რის შემდეგაც ფეხბურთელის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს.

სიკვდილის მიზეზებს შორის გრიპი სახელდებოდა, რომელიც ფეხბურთელმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნის წინ გადაიტანა. ვარაუდობენ, რომ ვირუსმა გულის და ფილტვების მუშაობაზეც იმოქმედა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ორი ორგანოს მუშაობის მოშლა საბედისწერო აღმოჩნდა. მაღალი დატვირთვები გამოირიცხა, რადგან ფეხბურთელები არდადეგებიდან ის იყო დაბრუნდნენ და იმ დროისთვის მხოლოდ მსუბუქი მზადება მიმდინარეობდა. "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მაშინ ვიაჩესლავ გროზნი იყო.

ამ ამიბდან ცოტა ხნის შემდეგ, 2004 წლის 29 თებერვალს, "არსენალის" რიგებიდან კიდევ ერთი ტრაგიკული ცნობა გამოვიდა - გარდაიცვალა ანდრეი პავიცკი. შემთხვევა უშუალოდ საფეხბურთო მოედანზე მოხდა. "არსენალის" ახალგაზრდული გუნდი, რომლის რიგებსაც პავიცკი იცავდა, საწვრთნელ შეკრებაზე სუდაკში იმყოფებოდა. 12 საათზე, მატჩის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, მოულოდნელად ანდრეი მოედანზე დაეცა, რაიმე სათამაშო შეჯახების გარეშე. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაჩერა, ექიმმა და გუნდის მასაჟისტმა კი პავიცკისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სცადეს, მაგრამ ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ ტრაგედია გამოიძია და დაასკვნა, რომ პავიცკი გულის თანდაყოლილი მანკით გარდაიცვალა. გაირკვა, რომ მოთამაშეს გუნდთან ერთად ვარჯიში აკრძალული ჰქონდა, მაგრამ "არსენალის" ექიმმა ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და გუნდის თავკაცს ფეხბურთელის წინასასეზონო შეკრებაზე წაყვანის უფლება მისცა. ანდრეი პავიცკი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისევე როგორც ოლეგ გრიჩაკის შემთხვევაში, "არსენალის" დუბლიორების ვარჯიშებს იმ დროს ვიქტორ იშჩენკო ხელმძღვანელობდა.

P.S. საიტ uafootball.com აცხადებს, რომ ამ სტატიით საქმისთვის წერტილის დასმას არ აპირებს და პირობას დებს, რომ მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს, ექიმებს, სპეციალისტებს გაესაუბრება, რომელთაც შესაძლოა ტრაგედიის გარემოებები ახსნან, მთავარი კი კითხვაზე პასუხის მიღებაა - რატომ გაუჩერდა ნაადრევად გული 19 წლის ახალგაზრდას?

მომზადებულია ua-football.com-ის მიხედვით

tolika
არ ვიცი რა ხდება, მე უფრო სტიმულატორების ბრალი მგონია. გულით ავადმყოფი საერთოდ ვერ ირბენს და ფეხბურთის თამაშზე საუბარიც კი ზედმეტია. ესენი კი მოქმედი ფეხბურთელებია. ახლანდელი თაობა არაფერს არ იკლებს. აქეთ წამალი, იქეთ ქალები, მერე ვარჯიშები, სეზონის თამაშები და სასტავში რომ მოხვდნენ, ათასნაირ სტიმულატორებს ხმარობენ და გული ვერ უძლებს. ბოლო ათი წელია, ასეთი ფაქტები რომ ხდება, თორემ ადრე ფეხბუთელის მოედანზე სიკვდილს სად გაიგებდი? არ ხდებოდა ასეთი.
puma
დატვირთვას ვერ უძლებენ. ძირითადში მოსახვედრად დამატებით "საშუალებებს" იყენებენ.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა