როგორ შემოატრიალა "რეალმა" მატჩი "ოკლაჰომასთან"
დასავლეთი კონფერენციის შარშანდელი ფინალისტი "ოკლაჰომა-სიტი" მადრიდს ეწვია და იქ "რეალთან" ჩაატარა საჩვენებელი მატჩი.

პირველ ტაიმში დომინირების ("ოკლაჰომამ" 15 ქულა მოიგო) შემდეგ, სტუმრებისთვის ცუდს არაფერი მოასწავებდა. მაგრამ მეორე ნახევარში გაგრძელდა მხიარული კალათბურთი, ოღონდ, ამჯერად, მადრიდელთა უპირატესობით. "ოკლაჰომა" მაინც ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ სერხიო ლიულმა ძირითადი დროის სირენასთან ერთად ჩააგდო სამქულიანი და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა - 126:126.

დამატებითი დრო "რეალმა" ოტელო ჰანტერის მონდომებით 5:0 გაქცევით დაიწყო და მადრიდელებმა სწორედ ხუთი ქულით მოიგო მატჩი.

მატჩის წინ, ერთმანეთს შეხვდნენ "ოკლაჰომასა" და "რეალის" ვარსკვლავები - რასელ უესტბრუკი და კრიშტიანო რონალდო და მაისურება გაცვალეს.

რეალი-ოკლაჰომა 142:137 (ო)

22:35, 28:30, 37:30, 39:31, 16:11

რ: კეროლი (24), ლიული (22), ჰანტერი (19).

ო: ოლადიპო (34), კანტერი (29+10 მოხსნა), უესტბრუკი (18), აბრინესი (12), ილიასოვა (11).

გუშინდელი ამბები

- გუშინდელი მატჩებიდან გამოსაყოფია "ჩიკაგოში" დუეინ უეიდის დებიუტი. ექს-მაიამელმა ორიდან ორი სამქულიანი ჩააგდო და ექვსი ქულა დააგროვა. უეიდს მხოლოდ 12 წუთი სათამაშო დრო ჰქონდა.

- "იუტას" მცველმა დანტე ეკზამმა, რომელმაც გასული სეზონი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა, პირველი თამაში ჩაატარა "ჯაზმენთა" რიგებში. "პორტლენდთან" წინასასეზონო მატჩში მისი მონაგარი იყო - 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი.

- სტივენ კარიმ უმცროსმა ძმამ - სეტ კარიმ შედეგიანი თამაში აჩვენა "დალასის" შემადგენლობაში. "შარლოტის" წინააღმდეგ, 26 წლის მცველმა 13-დან შვიდი ტყორცნა (ექვსიდან ხუთი სამქულიანი) ჩააგდო და 20 ქულა დააგროვა.

- "ატლანტას" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ახალ სეზონში სამქულიანების სროლას აპირებს. "მგონია, რომ ჩემს სამქულიანებს არავინ მიიჩნევდა სერიოზულად, მაშინაც კი, როცა ბურთს კალათში ვაგდებდი. ვაპირებ ზრდას და განვითარებას. მწვრთნელი ბუდენჰოლცერი ენდობა ჩემს სამქულიანებს", - განაცხადა ჰოვარდმა.

- "ოკლაჰომას" ცენტრმა სტივენ ადამსმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა "რეალთან" წინასასეზონო მატჩში. ზელანდიელმა ფეხი გადაიბრუნა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა და თამაში აღარ გაუგრძელებია.

"კლივლენდის" ახალი გამთამაშებელი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპონმა "კლივლენდმა" კონტრაქტი გააფორმა გამთამაშებელ ტონი დაგლასთან. და ეს არ მოეწონა მცველ ჯეი არ სმიტს.

როგორც ცნობილია, ამ ზაფხულს "კავალიერზმა" "მილუოკიში" გაუშვა გამთამაშებელი მეტიუ დელავედოვა. "კლივლენდმა" ახალი მცველის ძებნა დაიწყო, რადგან გუნდის კიდევ ერთმა პირველმა ნომერმა მო უილიამსმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ გამოცხადდა, რომ გუნდის შემადგენლობას შეავსებს გამთამაშებელი ტონი დაგლასი. მასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, "კლივლენდს" მოუწია ცენტრ ერიკ მორლენდთან გამოთხოვება. შარშან, დაგლასი "ნიუ ორლეანში" თამაშობდა და საშუალოდ მატჩში 8.7 ქულასა და 2.6 შედეგიან პასს აგროვებდა.

ამ გარიგებას გამოეხმაურა შემტევი მცველი ჯეი არ სმიტი, რომელსაც ზაფხულში დაუმთავრდა კონტრაქტი "კავალიერზთან". კლუბმა რამდენჯერმე შესთავაზა ვეტერანს ახალი ხელშეკრულება, მაგრამ სმიტს პირობები არ მოეწონა.

დაგლასის გაფორმების შემდეგ, სმიტმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა შეტყობინება, რომელიც მხოლოდ სამი წერტილისგან შედგებოდა. ბევრმა ჟურნალისტმა ეს შეაფასა, როგორც "კავალიერზის" მენეჯმენტის მიმართ უკმაყოფილება.

სიმონსი სეზონს გამოტოვებს?

"ფილადელფია სიქსერზის" დებიუტანტმა ბენ სიმონსმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა, შესაძლოა, მთლიანად გამოტოვოს 2016-17 წლების სეზონი. ამის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა ჟურნალისტმა ბობ კუნიმ.

"ველაპარაკე ადამიანს NBA-დან, რომელსაც ძალიან ვენდობი და მან თქვა, რომ ბენ სიმონსს საკუთარი აგენტი არ მისცემს ახალ სეზონში მოედანზე გასვლის საშუალებას. ასეთ ტრავმასთან ხუმრობა არ შეიძლება", - მოჰყავს კუნის სიტყვები NBC Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ სიმონსი 2016 წლის დრაფტის პირველი ნომერია.

ჩიკაგო-მილუოკი 91:93

21:25, 21:30, 25:19, 24:19

ჩ: ბატლერი (13), მაკდერმოტი (13);

მ: მონრო (15), პარკერი (13), ანტენტოკუნმპო (12), დელავედოვა (11).

მემფისი-ორლანდო 102:97

20:23, 31:27, 26:21, 25:26

მ: ბოლდვინი (15), ჰარისონი (11);

ო: ფურნიე (18), ვუჩევიჩი (11).

დალასი-შარლოტი 95:88

23:26, 25:12, 26:23, 21:27

დ: სეტ კარი (20), ბარეა (11);

შ: კამინსკი (13), ჰიბერტი (10).

ტორონტო-დენვერი 106:108

27:31, 27:26, 29:25, 23:26

ტ: როსი (23), ვალანჩუნასი (20), დეროზანი (15);

დ: ნურკიჩი (15), გალიანი (14), იოკიჩი (12).

პორტლენდი-იუტა 98:89

30:28, 23:23, 27:17, 18:21

პ: ლილარდი (16), კრები (15);

ი: ჰეივორდი (17), ფეივორსი (14), გობერი (10).

ფინიქსი-სან ანტონიო 91:85

20:30, 20:21, 33:18, 18:16

ფ: ბუკერი (19), ჩენდლერი (10);

ს-ა: ლეონარდი (17), სიმონსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]