ფეხბურთი

00000000000

00000000000000000000000000

კუჭუხიძის მოლოდინი

ზაფხულში "ჩიხურა" რამდენიმე მოთამაშეს შეელია. კახა კაკაშვილის ამბავი ცნობილია - ირანის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "მეშინ საზიში" (თავრიზი) გადავიდა. მაგრამ მის გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშე წავიდა და ვფიქრობთ, ეს ტრანსფერები დაგაინტერესებთ.

თებერვალში გუნდმა ჩერნოგორიელი ნახევარმცველი მარკო ვუკაშოვიჩი დაიმატა. უნგრული "ვაშაშის" კაპიტანმა "ჩიხურას" ფორმა 6-ჯერ მოირგო, მაგრამ კლუბს ვერ შეეწყო და ზაფხულში სერბეთს მიაშურა. 26 წლის ვუკაშოვიჩი ამჟამად ამ ქვეყნის ჩემპიონატის მეორეადგილოსან ნოვი სადის "ვოივოდინაში" ირიცხება, თუმცა, ჯერ ერთხელაც არ უთამაშია.

გუნდს ვერც 29 წლის ნახევარმცველი სლოვენიელი ანეჟ ლოვრეჩიჩი (2007-08 წლებში იტალიური სერია B-ს "ლეჩეში" გამოდიოდა) შეეწყო - "ჩიხურაში" სულ 4 მატჩი ჩაატარა, სამშობლოში დაბრუნდა და იქაურ "ცელიეში" ჩაირიცხა. ამჟამად, ეს გუნდი სლოვენიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ლოვრეჩიჩმა "ცელიეს" ფორმა 6-ჯერ მოირგო.

ბოლო ტრანსფერი ლაშა კუჭუხიძის წასვლა იყო. ტანმაღალი ფორვარდი "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლისა და მწვრთნელ ნუგზარ სანებლიძის აღზრდილია. 16 წლისამ "ტორპედო 2008-ის" მეორე გუნდში ითამაშა, 2009 წლიდან 5 სეზონი მარტვილის "მერანში" გაატარა, ბოლო ორ სეზონში კი "ჩიხურას" ღირსებას იცავდა.

კუჭუხიძე გულშემატკივარმა 2014 წელს "ჩიხურას" საევროპო კამპანიის დროს გაიცნო და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. თუმცა ტრავმებმა გააწვალა, ზაფხულში გუნდი დატოვა და "დილაში" ჩაირიცხა. მაგრამ მერე, მოულოდნელად, გორიდანაც წავიდა, თან ისე, რომ გუნდის ფორმა ერთხელაც არ მოურგია - "დილასთან" ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და ახლახან "ტორპედოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

მაგრამ, ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, კუჭუხიძე "ტორპედოს" მხოლოდ სამ-ოთხ კვირაში დაეხმარება. 24 წლის ფორვარდი განაცხადში მოხვედრის უფლებას მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს 3-დღიან სატრანსფერო პერიოდში მიიღებს, მანამდე კი გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მერაბ მამულაშვილი

0000000000000000000

00000000000000000000000

000000000000

000000000000000000

0000000000

საკლუბო სეზონიც იხსნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის, მემორიალური ტურნირი წლეულს მეთხუთმეტედ გაიმართება. ტურნირი 5 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს ჩატარდება.

დუდუ დადიანის მემორიალის მატჩები თბილისის სპორტის ახალ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება და მასში მონაწილეობას სუპერლიგის 6 გუნდი მიიღებს. მემორიალში არ გამოვლენ სუპერლიგის გუნდები "ბათუმი" და "კაკტუსი", ხოლო დანარჩენები ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

"ა" ჯგუფი: ქუთაისი, სოხუმი, რუსთავი.

"ბ" ჯგუფი": დინამო, მგზავრები, ოლიმპი.

ჯგუფებში მატჩები ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. აქამდე გამართული დუდუ დადიანის 13 მემორიალიდან ყველაზე მეტჯერ ტიტული რუსთაველებს მოუგიათ. 2006-2010 წლებში, როცა "ენერჯი-ინვესტის" სახელით გამოდიოდნენ, ქვემოქართლელებმა დადიანის მემორიალი ზედიზედ 5-ჯერ მოიგეს.

კალენდარი

5 ოქტომბერი

16:00 ოლიმპი-მგზავრები

18:00 სოხუმი-რუსთავი

6 ოქტომბერი

16:00 დინამო-ოლიმპი

18:00 ქუთაისი-სოხუმი

7 ოქტომბერი

16:00 რუსთავი-ქუთაისი

18:00 მგზავრები-დინამო

ფინალი

9 ოქტომბერი

18:00

ყველა ჩემპიონი

2002 დინამო-თსუ 95:63

2003 სტუ/ჯეოსელი-დინამო 87:76

2004 სტუ/ჯეოსელი-დინამო 111:102

2005 ავიამშენი-თსუ/ნიკორა 88:77

2006 ენერჯი ინვესტი-ავიამშენი 85:69

2007 ენერჯი ინვესტი-ვითა 88:66

2008 ენერჯი ინვესტი-აგრარული 101:73

2009 ენერჯი ინვესტი-თსუ 91:69

2010 ენერჯი ინვესტი-შსს 72:60

2011 შსს-ქუთაისი 75:93

2012 არმია-შსს აკადემია 68:57

2013 სოხუმი-არმია 84:57

2014 რუსთავი-დინამო 72:60

2015 ბარსი (ყაზახეთი)-ქუთაისი 78:74

გვერდი მოამზადა

ვაჟა სიმონიშვილმა

0-000000000000000000000000

000000000

0000000000

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს