"ახალგაზრდა თაობა მაინცდამაინც დიდ გულმოდგინებას არ იჩენს, ახალი სახელები არ ჩანს..."
ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ვაჟთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 24-ე ადგილი დაიკავა. რომ არა ბოლო ტურში მარცხი, შესაძლოა, ჩვენი ბიჭები საუკეთესო ხუთეულშიც მოხვედრილიყვნენ.

ქართველთა გუნდის პირველ დაფაზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა ბაადურ ჯობავამ, რომელმაც 10 შესაძლებლობიდან 8 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალიც მოიპოვა. მან არა მარტო მონაგრით, არამედ ვირტუოზული თამაშითაც გააოცა და მოხიბლა მეტოქეები, სპეციალისტები და ქომაგები. სანახაობრივი და ლამაზი პარტიები აჩვენა. ფიგურების შეწირვასაც არ ერიდებოდა ისეთ ძლიერ დიდოსტატებთან, როგორიც გახლავთ ფიდეს ვერსიით უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი რუსლან პონომარიოვი.

"საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი ჯობავას მსგავსი მოჭადრაკეც რომ ყოფილიყო, ოლიმპიადაზე ქართველები ბევრად უკეთეს ადგილს დაიკავებდნენ", - წერს აზერბაიჯანული "ექსტრატაიმის" კორესპონდენტი, რომელმაც შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ჯობავას ინტერვიუ ჩამოართვა. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრებისთვისაც ინტერესმოკლებული არ იქნება ამ საუბრის გაცნობა.

- ბაქოში ნაჩვენები შედეგით, ცხადია, კმაყოფილი ვარ, თუმცა ქულები არ დამითვლია. - ამბობს ბაადური. - თითოეული ტურისთვის პასუხისმგებლობით ვემზადებოდი. პირად ტურნირებში, ჩვეულებრივ, შემიძლია, დასაძინებლად წავიდე, სხვა საქმე ვაკეთო, აქ კი ყოველდღე მეტოქეებისთვის დებიუტებს სპეციალურად ვამუშავებდი, ასეთი მომზადება თითოეულ პარტიაში რწმენას მმატებდა, რამაც საბოლოოდ შედეგზეც დადებითად იმოქმედა.

- თქვენ ჭადრაკის იმ რომანტიკულ პერიოდთან გაიგივებენ, როცა ფიგურებს ეფექტურად სწირავდნენ. ამის ნათელი მაგალითია პარტია რუსლან პონომარიოვთან. მოგწონთ თქვენი სტილი თუ, როგორც დიდოსტატი შაჰრიარ მამედიაროვი ამბობს, ურისკოდ თამაში არ შეგიძლიათ.

- აქ ყველაფერი მიდგომებსა და სტრატეგიაზეა დამოკიდებული. გუნდურ შეჯიბრებებში ისინი განსხვავებულია. ეროვნულ გუნდში თამაშისას ცდილობ, არ გარისკო, უფრო ისეთ სქემებს ირჩევ, რომლებიც, შესაძლებლობის შემთხვევაში, თამაშის შემობრუნების, ბრძოლის გაგრძელების საშუალებას გაძლევს.

რაც შეეხება სტილს, ცხადია, კლასიკაზე გავიზარდე - ყველა კლასიკოსი მოჭადრაკის შემოქმედება გადავიკითხე. ჩემზე დიდი ზეგავლენა ალექსანდრ ალიოხინმა, მიხაილ ბოტვინიკმა და ხოსე რაულ კაპაბლანკამ მოახდინეს. ცალკე ადგილი უჭირავს კარლ შლეხტერს - იგი ჩემი ერთ-ერთი კერპია... ვცდილობ, ოქროს შუალედი ვიპოვო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ - ზოგჯერ ავანტიურისტულად ვთამაშობ...

- პონომარიოვთან შეხვედრისას წარმატება გარკვეულწილად ავანტიურამ მოგიტანათ...

- იქ ნაწილობრივ იყო ავანტიურა. მე კარგად ვიცნობდი იმ სქემას, რომელსაც ვთამაშობდი, მეტოქე კი - არა. ამ პარტიაში ფიგურის შეწირვა ლოგიკური იყო, თავად ითხოვდა. წასაგებად, მგონი, არსად გამირისკავს...

- თქვენ თქვით, რომ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტად ვესელინ ტოპალოვთან მოგება მოგეწონათ. რატომ?

- რადგან ის უფრო მიზანსწრაფული აღმოჩნდა: მეტოქეს ნიუანსებში ვაჯობე, ნელ-ნელა ვზრდიდი უპირატესობას. ამასთანავე, შესაძლებლობა მომეცა, განმეხორციელებინა იდეა, რომელსაც დიდხანს ვამზადებდი. როგორც ჩანს, ამან ის გააოგნა და დამარცხდა კიდეც.

- ბაქოში საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ცუდად არ უთამაშია - დიდი ხნის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო...

- დიახ, ჩვენთვის ეს ოლიმპიადა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სტამბოლის საჭადრაკო ოლიმპიადას თუ არ ჩავთვლით. მაშინ ბოლო ტურში ბულგარელებს 3.5:0.5 ვაჯობეთ და მოულოდნელად მე-6 ადგილზე აღმოვჩნდით.

- როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის ვაჟთა პირველ ნაკრებს წარმატებისთვის რა არ ეყო?

- ვერ წარმომიდგენია, რა მოუვიდათ... ზოგიერთი მოჭადრაკე საუკეთესო ფორმაში არ იყო. შესაძლოა, იმ ფაქტმაც, რომ ისინი შინ თამაშობდნენ, დამთრგუნველად იმოქმედა - ზედმეტ წნეხად დააწვათ, არადა, გულშემატკივართა მხარდაჭერა მათთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო.

- წნეხზე თუ ვილაპარაკებთ, ორი წლის შემდეგ ბათუმში თქვენი ნაკრებიც მსგავს დღეში აღმოჩნდება.

- საქართველოს ნაკრების სხვა წევრებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს, პირიქით, სტიმული იქნება. მეეჭვება, ისეთივე შედეგი გავიმეორო, როგორც ბაქოში, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშოს. პრობლემები გვაქვს ბოლო დაფებზე და ორ წელიწადში მისი მოგვარება ძალიან გაგვიჭირდება. ახალგაზრდა თაობა მაინცდამაინც დიდ გულმოდგინებას არ იჩენს, ახალი სახელები არ ჩანს...

- ბაქოს ოლიმპიადის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- შესანიშნავია. გვპირდებოდნენ, საუკეთესო საჭადრაკო ოლიმპიადა იქნებოდა და ასეც მოხდა. ქართველ ორგანიზატორებს დიდი ჯაფა მოუწევთ, რომ არ ჩამორჩნენ. რაც მთავარია, არის მასტიმულირებელი ფაქტორი. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველოშიც ძალიან კარგი საჭადრაკო ოლიმპიადა იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში