ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მუნდიალი 2018. შესარჩევი. II ტურის წინ: მეტი ადრენალინი და შემართება

მუნდიალი 2018. შესარჩევი. II ტურის წინ: მეტი ადრენალინი და შემართება

ტურინში ტურის მთავარი დაპირისპირებაა
დღეს არა მარტო საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში განახლდება მუნდიალის შესარჩევი ციკლი, ბრძოლები კიდევ ორ ჯგუფშია - G და H-ში. აქედან პირველში II ტურის ცენტრალური შეხვედრაა - ტურინში იტალიის ნაკრები ესპანეთს მასპინძლობს.

G ჯგუფში ყურადღების ცენტრშია "იუვენტუს არენაზე" გასამართავი მატჩი - ბოლო სამი მუნდიალიდან ორის მომგები გუნდები, იტალია (2006) და ესპანეთი (2010) ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. ჯამპიერო ვენტურას პირველი სერიოზული გამოცდა აქვს "სკუადრა აძურას" თავკაცის პოსტზე და ანალოგიურად - პირველი სერიოზული გამოცდა ელის "ფურია როხას" თავკაც ხულიენ ლოპეტეგის.

მოგეხსენებათ, ჯგუფიდან 2018 წლის მუნდიალზე პირდაპირ ერთი ნაკრები გადის, მეორეს კი პლეი ოფის მძიმე გზა აქვს გასავლელი. ამიტომაც ამ შეხვედრას (და "საპასუხოს" ესპანეთში) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამი ქულა პირველი ადგილისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, მით უმეტეს, თუ ამას სტუმარი გუნდი შეძლებს.

არის კიდევ ერთი ფაქტორიც, სულ ახლახან ეს გუნდები ევრო 2016-ის მერვედფინალში დაეჯახნენ ერთმანეთს.

"სტად დე ფრანსზე" 76 ათასმა მაყურებელმა იხილა, თუ როგორ დამარცხდა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი "აძურასთან" - ჯორჯო კიელინიმ და გრაციანო პელემ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს დავიდ დე ხეას კარში და, რა თქმა უნდა, ესპანელებს რევანში სწყურიათ. ეს ამას წინათ "მარკას" განუცხადა კიდევაც "ბარსას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა.

თუკი ბრაზილიის მუნდიალზე ფიასკო შეიძლებოდა შემთხვევითობით ახსნილიყო, ევრო 2016-ზე იტალიასთან მარცხი ესპანური ფეხბურთის ოქროს ხანის დასასრულად ჩაითვალა. ამ წაგების მერე გადადგა ვისენტე დელ ბოსკე და მოვიდა ლოპეტეგი, რომელიც ბოლო ორი სეზონი "პორტუს" წვრთნიდა, მანამდე კი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო.

სხვათა შორის, ლოპეტეგი სწორედ იტალიელთა ყოფილი თავკაცის, ანტონიო კონტეს მადლიერი უნდა იყოს, რადგან ერთი ფორვარდი მაინც ჰყავს მის ნაკრებს კარგ ფორმაში - კონტეს "ჩელსიში" მისვლის შემდეგ დიეგო კოშტა ძველებურად ათამაშდა. ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდმა სუსტ ლიხტენშტაინთან დუბლიც კი შეასრულა 8:0 მოგებულ თამაშში.

კონტეს მერე "აძურაში" ვენტურა მივიდა, რომელიც "ტორინოში" ნაყოფიერად მუშაობდა, თუმცა მისი ნაკრებში გამოჩენა ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც ლოპეტეგის დაწინაურება "როხაში".

I ტურში იტალიას გაცილებით რთული ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი და გადაწყვიტა კიდევაც - ისრაელს 3:1 მოუგო. მაგრამ იმ მატჩში კიელინი გააძევეს. ასე რომ, "იუვენტუსის" კვარტეტი: ბუფონი - კიელინი, ბარძალი, ბონუჩი - დაიშლება. კარს ისევ 38 წლის ბუფონი დაიცავს, რომლის შემცვლელიც უნიჭიერესი დონარუმა იქნება, ვინც მხოლოდ 17 წლისაა.

ვენტურამ ამ ჯერზე უარი თქვა მარიო ბალოტელის ნაკრებში დაბრუნებაზე, მაგრამ "ნიცას" ფორვარდს საჯაროდ მიანიშნა, რომ მას ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებს ის ამ შანსს.

იტალიური პრესა იმასაც წერს, რომ ბალოტელი გაფართოებულ სიაში კი იყო, მაგრამ ბოლო ტურში სუპერმარიო გააძევეს და ვენტურამაც თავი შეიკავა. მართალია, ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ მერე გაუუქმა ბალოტელის წითელი ბარათი (რადგან მართლა არ იმსახურებდა გაძევებას და ეს მსაჯმაც აღიარა), მაგრამ "აძურაში" დასაბრუნებელი მატარებელი ჩავლილი იყო.

ვენტურა უკვე ხედავს სხვაობას დელ ბოსკეს ესპანეთსა და ლოპეტეგის ესპანეთს შორის:

"მე უკვე დავინახე ბევრი განსხვავება ლოპეტეგის ხელმძღვანელობით მოთამაშე "როხასა" და ევრო 2016-ზე მოთამაშე გუნდს შორის. ამ გუნდს მეტი ადრენალინი ეტყობა, მეტი მიზანდასახულობა... აღარაფერს ვამბობ ესპანეთის ნაკრების ობიექტურ სიძლიერეზე, რომელიც ჩვენს მეტოქეს ისედაც არ აკლდა", - განაცხადა ვენტურამ პრესკონფერენციაზე.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, რომანიოლი, დე შილიო - კანდრევა, პაროლო, ვერატი, ბონავენტურა, დე როსი - პელე, ედერი

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ს. რობერტო, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ინიესტა, ბუსკეტსი, კოკე - ნოლიტო, მორატა, სილვა

ამავე ჯგუფში მაკედონია სკოპიეში ისრაელის გუნდს მასპინძლობს. ხოლო ევრო 2016-ის მონაწილე ალბანეთი ლიხტენშტაინს სტუმრობს.

I ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ უნიკალური სიტუაცია შექმნილი, რომ ყველაფერი თავიდან იწყება - I ტურში ყველა თამაში 1:1 დასრულდა.

საინტერესო უნდა იყოს მატჩი ალბანურ შკოდერში, სადაც კოსოვო თავის პირველ ოფიციალურ "საშინაო" მატჩს მართავს ისტორიაში. მეტოქე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც ტრავმის გამო ლიდერი ლუკა მოდრიჩი დააკლდება. ხორვატებს შეკრებაზე "იუვენტუსის" ახალწვეული მარკო პიაცაც დაუშავდათ და ვერც ის ითამაშებს.

კონიაში თურქეთის ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ფათიჰ თერიმის გუნდს ხორვატიასთან ფრე აშკარად პოზიტივში ჩაეთვალა, ანდრეი შევჩენკოს გუნდი კი პირველ ტურში შინ ევრო 2016-ის სენსაცია ისლანდიას დაუზავდა.

ხუთშაბათი. 6 ოქტომბერი

G ჯგუფი

მაკედონია-ისრაელი 22:45

იტალია-ესპანეთი 22:45

ლიხტენშტაინი-ალბანეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 1 1 0 0 8-0 3

2. იტალია 1 1 0 0 3-1 3

3. ალბანეთი 1 1 0 0 2-1 3

4. მაკედონია 1 0 0 1 1-2 0

5. ისრაელი 1 0 0 1 1-3 0

6. ლიხტენშტაინი 1 0 0 1 0-8 0

I ჯგუფი

ისლანდია-ფინეთი 22:45

თურქეთი-უკრაინა 22:45

კოსოვო-ხორვატია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. თურქეთი 1 0 1 0 1-1 1

2. ხორვატია 1 0 1 0 1-1 1

3. ისლანდია 1 0 1 0 1-1 1

4. უკრაინა 1 0 1 0 1-1 1

5. ისლანდია 1 0 1 0 1-1 1

6. კოსოვო 1 0 1 0 1-1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია

[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო

[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო

ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია

ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო

[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა