დუდუ დადიანის მემორიალი სპორტის ახალ სასახლეში 2 მატჩით გაიხსნა
დუდუ დადიანის მემორიალი სპორტის ახალ სასახლეში 2 მატჩით გაიხსნა.

სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ "ოლიმპი" და "მგზავრები" წარდგნენ. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მეტოქე იოლად - 78:57 დაამარცხეს და თუკი ხვალ "დინამოს" მოუგებენ, ფინალში გავლენ. "სოხუმმა" და "რუსთავმა" კი უხვქულიან, საინტერესო მატჩში გამოავლინეს გამარჯვებული. ორივე გუნდი ასცდა 100-იან ნიშნულს - 104:102 რუსთაველთა სასარგებლოდ.

დუდუ დადიანის მემორიალი ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი გუნდებისთვის შესანიშნავი საშუალებაა როგორც საკუთარი, ისე მეტოქეების შესაფასებლად. გუნდები ახალი დაკომპლექტებულნი არიან, მწვრთნელებს ახალწვეულთა საქმეში ნახვა სურთ, ასევე, ვარჯიშებზე დამუშავებული სათამაშო კომბინაციების დახვეწაზე მუშაობენ. ამიტომ ფავორიტად რომელიმეს მიჩნევა საძნელო საქმეა.

შემადგენლობით "ოლიმპიც" და "მგზავრებიც" ტოლძალოვნად ჩანდნენ, თუმცა ლეგიონერები, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდნენ. "მგზავრებში" სამი უცხოელი ვიხილეთ - დეივ ფოსტერი, ქარიმ კალები და ალექს უილიამსონი. "ოლიმპში" ტრეი ბურნეთმა და ვოლტერ პიჩფორდმა იასპარეზეს.

გამარჯვებულებს ბურნეთმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ბათუმიდან "ოლიმპში" გადასულმა ირაკლი მიქელაძემ საკმაოდ მახვილგონივრულად ითამაშა და 14 ქულასთან ერთად 5 პასი მიითვალა. ოლიმპელთა გამთამაშებელმა, ამჯერად მსროლელის პოზიციაზე გადასულმა რევაზ როგავამ გამარჯვებულებს 13 ქულა მიაშველა.

"მგზავრებში" 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ფოსტერმა დაძლია, რომელმაც 22 ქულას უწია.

5 ოქტომბერი, თბილისი. ახალი სპორტის სასახლე

ოლიმპი-მგზავრები 78:57

20:13, 15:11, 23:18, 20:15

ოლიმპი: ღუდუშაური (2ქ), ბურნეთი (20ქ, 13მ), ბოლქვაძე (5ქ), როგავა (13ქ, 4პ, 3ჩ), გ. ბაქრაძე (9ქ, 6მ, 3პ), მიქელაძე (14ქ, 5პ), კახა ტომარაძე (5ქ, 5მ), ნ. ბაქრაძე, მასხულია (2ქ), გუგეშაშვილი, ჩოჩია (2ქ), ჰიჩფორდი (6ქ).

მგზავრები: ფოსტერი (22ქ, 5მ, 3პ), ფხაკაძე (8ქ, 3ჩ), გაგუა, კალები (5ქ, 7მ), ცირეკიძე (6ქ, 5მ), წივწივაძე (6პ), ლომინაშვილი (8ქ), ტურძელძე, ქავთარაძე (5ქ), უილიამსონი (1ქ), რეინოლდსი (2ქ).

დღის მეორე მატჩში ერთმანეთს "სოხუმი" და "რუსთავი" შეხვდნენ. ორთაბრძოლა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. სოხუმელებმა პირველივე წუთზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მატჩის ბოლოსწინა წუთამდე იგებდნენ. სწორედ შეხვედრის მიწურულს გაათანაბრა "რუსთავმა" (რომელიც მატჩის მსვლელობისას სოხუმელებს 15-17 ქულითაც ჩამორჩებოდა) ანგარიში - 100:100.

დიდ შესვენებაზე "სოხუმი" 16 ქულით ლიდერობდა, თუმცა მესამე პერიოდის შემდეგ მხოლოდ 8-ქულიანი ჰანდიკაპი შერჩა. ბოლო მეოთხედში თითქოს არაფერი ჩანდა საგანგაშო, სოხუმელების ლიდერობამ ისევ 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, მაგრამ რუსთაველები არ დანებდნენ.

ლეგიონერთა შედეგიანი თამაშით, რასაც ახალგაზრდა გიგი გოგობერიშვილის სიზუსტეც ერთვოდა, რუსთაველებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ბოლო წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს. ქვემოქართლელებს ბოლო გდება მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდათ. ჯერ ტომი სპანოლომ ჩატენა თანაგუნდელის აცილებული, ხოლო მატჩის ბოლო ბურთი, შეხვედრის დასრულებამდე 2.9 წამით ადრე ამირ უილიამსმა ჩატენა - 104:102, რუსთაველთა სასარგებლოდ.

"სოხუმს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ნუგზარ ჭეიშვილი, რომელიც მისთვის ჩვეულ - სწრაფ სტილში ათამაშებდა ახალგაზრდა სოხუმელებს. სისწრაფეში რუსთაველებიც არ ჩამორჩნენ და საბოლოოდ ნ უგზარ ჭეიშვილის გუნდებისთვის დამახასიათებელი შედეგიანი მატჩი გამოვიდა.

რუსთაველთა ბომბარდირი 26 ქულით, 12 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით ტომი სპანოლო გახდა. 19 ქულა მიითვალა გიგი გოგობერიშვილმა, ხოლო 17 ქულა კასპერბაუერის ანგარიშზეა. სოხუმელთაგან 24 ქულით ბულიავა გამოირჩა, 21 დააგროვა ბოქოლიშვილმა, ხოლო ლათანმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

5 ოქტომბერი, თბილისი. ახალი სპორტის სასახლე

სოხუმი-რუსთავი 102:104

33:25, 29:21, 20:28, 20:30

სოხუმი: კვეტენაძე, ბერუაშვილი (9ქ, 6მ), კოკა ტომარაძე (2ქ), ბოქოლიშვილი (21ქ, 4პ), ბარბაქაძე (11ქ, 3ჩ), ლათანი (20ქ, 8მ, 5პ), რიხლიუკი (15ქ, 10მ), ბულიავა (24ქ), ხანიაშვილი, ზუზაძე.

რუსთავი: ხმელიძე (4ქ), ქიტოშვილი (1ქ), ლი (15ქ, 9პ, 5მ), ჩაჩანიძე (9ქ), კასპერბაუერი (17ქ, 4პ), გოგობერიშვილი (19ქ), გუგავა, სპანოლო (26ქ, 12მ, 5პ), უილიამსი (13ქ, 13მ).

დღეს, 6 ოქტომბერს, "რუსთავი" დაისვენებს, ხოლო "სოხუმი" შარშანდელი მემორიალის ფინალისტსა და სუპერლიგის ჩემპიონ "ქუთაისს" 18:00 საათზე დაუპირისპირდება. 16:00 საათზე შედგება "დინამოსა" და "ოლიმპის" დაპირისპირება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
სუპერლიგა 2016/17. IX ტური: "რუსთავის" ზედიზედ მეორე ოვერტაიმი, "დინამოს" მეცხრე მოგება
სუპერლიგა 2016-17. XII ტური: "დინამოს" 12-იდან 12
სუპერლიგა 2016-17. I ტური: პირველივე მატჩი ოვერტაიმით
სუპერლიგა. XVIII: "ბათუმი" და "დინამო" ორპიროვნული ლიდერები არიან
სუპერლიგა 2016/17. VI ტური: როდესაც ერთი ტყორცნა გაკლდება...
ვიტალი ჩერნი: ამითაა საქართველოს ნაკრები ევროპაში გამორჩეული
სუპერლიგა. IV ტური: "ბათუმმა" მოიგო და დროებით გალიდერდა
რევაზ როგავას 7 სამქულიანი და მისი "ტარგუ ჯიუს" გასვლითი გამარჯვება ბუქარესტის "დინამოსთან"
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" ფინალშია, "ქუთაისი" თუ "სოხუმი"?
რევაზ როგავა რუმინეთში შედეგიან თამაშს აგრძელებს
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
სუპერლიგა. V ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
სუპერლიგა 2016/17. XV ტური: დაბრუნდა
"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
"ოლიმპის" ლიდერი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
სუპერლიგა 2016/17. VIII ტური: გულშემატკივრობა გარედან, რევანში შიგნიდან
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
რევაზ როგავა: დიდი ხანი ველოდებოდი შანსს
სუპერლიგა. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: "დინამო", უძლეველი ჯავშანმანქანა
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "ოლიმპის" პრეტენზია
სუპერლიგა 2016/17. XX ტური: ოლიმპიური სიმშვიდით
TimeLine: სტაფილო ვჭამოთ თუ ვიხტუნოთ?