აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკმა" რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკმა" რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

რუსეთის უმაღლეს საკალათბურთო დივიზიონად ვი-თი-ბი ლიგა ითვლება, რის შემდეგაც მოდის სუპერლიგა 1, 2 და 3. სწორედ სუპერლიგა 1-ში ასპარეზობს დვალიშვილის გუნდი, რომელმაც პირველ ტურში სურგუტის "უნივერსიტეტ იუგრას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 75:71 სძლია.

ქართველი ცენტრფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. დვალიშვილი თამაშში სათადარიგოებიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. აკაკიმ ასპროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას ქართველმა ლეგიონერმა 3 მოხსნა მიამატა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. დვალიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა.

ნოვოსიბირსკელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დიმიტრი მაკეევი, ხოლო ალექსანდრ მალავნიკოვმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. გუნდის სასტარტო ცენტრმა ალექსეი კურცევიჩმა, რომელიც გუნდის ერთადერთ ლეგიონერ დვალიშვილზე 1 წლით უფროსია, მოედანზე 30 წუთზე მეტი გაატარა და ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი ისევ შინ, 8 ოქტომბერს, მოსკოვის МБА-სთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია