"ქარის თასის" გათამაშების მეორე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ერთიღა დარჩა. "ვესტერნ პროვანსმა" ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველობაზე საფუძვლიან პრეტენზიას აცხადებს...

"ქარის თასის" გათამაშების მეორე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ერთიღა დარჩა. "ვესტერნ პროვანსმა" ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველობაზე საფუძვლიან პრეტენზიას აცხადებს.

დასავლეთელებმა მეორე ტურში შინ "ლაიონზი" მშრალი ანგარიშით - 32:0 დაამარცხეს. მასპინძელთაგან ფეხჩუბინობით თავი გამოიჩინა მგეზავმა ვილემ დე ფაალმა, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა (17 ქულა) გაიტანა. თითო ლელო იოჰანეს ლოვის, კონრად იანტისისა და პიტერ აბრაჰამ მიბურხის ანგარიშზეა.

საკმაოდ უხვლელოიანი გამოდგა "ნატალ შარქსისა" და "ბლუ ბულზის" შეხვედრა დურბანში. "ზვიგენებმა", რომლებმაც მეტოქის სამი ლელოს საპირწონედ ხუთი გაიტანეს, 34:28 მოიგეს. არადა, პირველ ნახევარში, რომელიც უმძიმეს ბრძოლაში წარიმართა, მასპინძლებმა "ბლუ ბულზს" მხოლოდ ორი ქულით აჯობეს - 10:8.

ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში განვითრდა, თუმცა "ნატალ შარქსი", შეიძლება ითქვას, სიტუაციას აკონტროლებდა და მეტოქეს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. დურბანელთაგან ხუთი ლელოდან ორ-ორი გარემარბ ნკედო მვოვოსა და მესამეხაზელ კიგან დენიელზის ანგარიშზეა. ერთიც შერკინების კვაჭმა კრეიგ ბარდენმა მიითვალა.

განსაკუთრებულ ინტერეს იწვევდა ზე 14-ში მოასპარეზე "ჩიტაზისა" და პირველი ტურის სენსაციის ავტორის "გრიკასის" დაპირისპირება ბლუმფონტეინში. თამაში აქაც უხვლელოიანი გამოდგა და გამარჯვება ჩიტაზელებს დარჩათ - 33:26.

მასპინძელთა გუნდიდან ჰეთ თრიკი შერკინების ბურჯმა კონრად ოსტერჰუიზენმა შეასრულა. თითო ლელო კი გარემარბმა იონგიკაია ნოკვემ და შუამარბმა რობერტ ებერსონმა გაიტანეს. "გრიკასიდან" გამორჩეული ისევ მგეზავი იგნატიუს პეტრუს ულიფიე იყო. მან ორი გარდასხვა და ოთხი საჯარიმო (16 ქულა) მიითვალა.

მართლაც სასეირო გამოდგა აუტსაიდერების, "პუმასისა" და "ლეოპარდსის" მატჩი. მასპინძლებმა მეტოქე 37:32 დაამარცხეს. სულ კი თამაშში ათი ლელო გავიდა. "პუმასის" მგეზავმა გრემ ვოტსმა სამი ლელოს გატანა მოახერხა. მანვე სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო დაარტყა ზუსტად (27 ქულა).

ქარის თასი

II ტური

ჩიტაზი-გრიკასი 33:26, ვესტერნ პროვანსი-ლაიონზი 32:0, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 34:28, პუმასი-ლეოპარდსი 37:32

სატურნირო მდგომარეობა

1. ვესტერნ პროვანსი - 8 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 7, 3. ბლუ ბულზი - 6, 4. გრიკასი - 6, 5. ლაიონზი - 5, 6. ჩიტაზი - 5, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა