მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარცველმა ჩვენებურის საქებრად სიტყვები არ დაიშურა
დღეს მოსკოვის "სპარტაკი" შვეიცარიულ "ბაზელთან" ევროპის ლიგის განმეორებით 1/16 ფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს. ქართველ ქომაგს კარგად მოეხსენება ამ წყვილის პირველ მატჩში მოსკოველთა წარმატების ამბავი, რაშიც უდიდესი წვლილი "თეთრ-წითლების" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ შეიტანა. ჯანომ, რომელიც გუნდის თავკაცმა ვალერი კარპინმა მოედანზე მეორე ტაიმში გამოუშვა, ის მატჩი მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარა და ბოლო წამებზე გათამაშებული საჯარიმო დიდებულ გოლად აქცია.

დღევანდელი მატჩის წინ "სპორტ-ექსპრესი" მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილ ნახევარმცველს, 1998 და 2000 წლებში რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ იგორ ტიტოვს ესაუბრა, რომელმაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის საქებრად სიტყვები არ დაიშურა. მისი აზრით, ჯანო უახლოეს მომავალში "სპარტაკის" ლიდერი გახდება.

- "ბაზელთან" პირველ ტაიმში "სპარტაკი" თუ საშინელი სანახავი იყო, მეორე 45-მა წუთმა "თეთრ-წითლების" ქომაგები აშკარად ყველა გაგვახარა და რაც მთავარია, მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ.

- ვალერი კარპინმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ამ წარმატებაში უმთავრესი როლი ჯანო ანანიძის მოედანზე გამოსვლამ ითამაშა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- როცა 18 წლის ფეხბურთელი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადამწყვეტ გოლს იტანს, ეს უკვე თავისთავად მრავლისმთქმელია. ეჭვიც არ მეპარება, რომ უახლოეს მომავალში ჯანო "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერი გახდება.

- შეძლებს ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ალექსთან კონკურენციის დაძლევას?

- მეტსაც გეტყვით: ანანიძე ალექსს პრაქტიკულად არაფრით ჩამოუვარდება. ერთადერთი, რაც მას ბრაზილიელთან შედარებით აკლია - გამოცდილებაა. ვფიქრობ, ეს ერთადერთია, რაც მათ განასხვავებს. ისეკი, ის, რომ ორივე ძალიან ნიჭიერია, ეჭვს არავისში უნდა იწვევდეს.

avto
ტიტოვი სპარტაკის ლეგენდაა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე