ამხანაგური მატჩი "მიხეილ მესხზე" ჩატარდება და 16:00 საათზე დაიწყება
7 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სერბეთის 19-წლამდე ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ ივარჯიშა.

ჯვაროსნებმა ოპტიმალური შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დააკლდება, ტრავმის გამო უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრებს გიორგი კუცია ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ბალკანელებთან პირველი ამხანაგური მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი, 10 ოქტომბერს. ორივე შეხვედრა "მიხეილ მესხზე" ჩატარდება და 16:00 საათზე დაიწყება.

ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მზადების შესახებ, მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა მცირე კომენტარი გააკეთა:

"დავიწყებ იმით, რომ მზადებამ კარგად ჩაიარა. სამწუხაროდ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გიორგი კუცია გამოგვაკლდა და მან უკვე დატოვა შეკრება. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ჩვეულად ვემზადებით მატჩებისთვის.

მეტოქეზე შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი გუნდია. ამის შესახებ მოთამაშეებთანაც ვისაუბრეთ და ამის მიხედვით ვიმუშავეთ იმაზე, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ მათ."

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო, თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი,თბილისი), ომარ ბულუხაძე (საბურთალო, თბილისი), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო, თბილისი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა კვანტალიანი (დინამო, ბათუმი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო, თბილისი)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
გიორგი კუცია კარიერას "რაბოტნიჩკიში" გააგრძელებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ოფიციალურად: გიორგი კუცია "რაბოტნიჩკის" ფეხბურთელია
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
"ქართველებო, რასაც დღეს აკეთებთ, გმირობაა!" - კუციამ უკრაინული კლუბის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
კუცია და ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო