ფეხბურთი

0000000000000

000000000000000000000000000000000000

000000000000000000

აჭარული დერბი და

სამი გოლი ქუთაისში

ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა. უმაღლეს ლიგაში გუნდებმა ისარგებლეს ამით და ფორმას ამხანაგური მატჩებით ინარჩუნებენ...

8 ოქტომბერს "ჩელე არენაზე" აჭარული დერბი გაიმართა. ქობულეთის "შუქურამ" ბათუმის "დინამო" მიიღო და 1:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში ანგარიში მასპინძელთა ფლანგის შემტევმა სანდრო გურულმა გახსნა.

მეორე ნახევარში ლევან ხომერიკის გაწვრთნილები გამოფხიზლდნენ, მწვავედ შეუტიეს და სამი გოლი გაიტანეს. ჯერ გუნდის ვიცე-კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ აღადგინა წონასწორობა პენალტით, მერე პაპუნა ფონიავამ დააწინაურა გუნდი, ბოლო წუთებზე კი საბოლოო ანგარიში "დინამოს" ახალწვეულმა მიხაილ გორელიშვილმა დააფიქსირა.

ნნნ

"თეთრ ჯგუფის" ბინადარმა ქუთაისის "ტორპედომ" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "წითლების" აუტსაიდერი "ზუგდიდი" მიიღო და 2:1 სძლია. ამავე არენაზე გუნდებმა ამხანაგურად 4 სექტემბერსაც ითამაშეს და მაშინ "ტორპედომ" 3:0 მოიგო, ოღონდ, მაშინ ქუთაისელებს კობა ჟორჟიკაშვილი ავარჯიშებდა, ხოლო ზუგდიდელებს - უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი. ახლა ორივე გუნდს სხვა მწვრთნელი ჰყავს - "ტორპედოს" კახა ჩხეტიანი მოძღვრავს, ხოლო "ზუგდიდს" ეს-ესაა ლევან მიქაძე დაუნიშნეს.

ამხანაგურ მატჩში ორივე მწვრთნელმა ბევრი მოთამაშე გამოსცადა. მე-10 წუთზე ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს: ოთარ კვერნაძის გადაცემით თავი ცოტნე მესხმა გამოიჩინა - 1:0. 33-ე წუთზე ზუგდიდელებმა მწვავედ შეუტიეს და ლევან წურწუმიამ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მაგრამ შესვენებამდე თენგიზ ბრეგვაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესხმა ზუსტად შეასრულა და ქუთაისელები დააწინაურა - 2:1. ეს ანგარიში საბოლოო აღმოჩნდა.

ტორპედო: ქვილითაია, ნერგაძე, ბურჯანაძე (46. გურული), ბენაშვილი (46. ტაბატაძე), ბრეგვაძე (46. ქიმაძე), მესხი (46. მამასახლისი), ფალავანდიშვილი (46. ბაბუნაშვილი), წილოსანი (28. გოგუაძე/84. ბურჯანაძე), ფურცხვანიძე (46. ენდელაძე), კვარაცხელია (69. დოლიძე), კვერნაძე (46. კაპანაძე).

ზუგდიდი: ზარქუა (46. ჯომიდავა/67. ლიტოვჩენკო), აქუბარდია (46. ქანთარია), აფაქიძე, ზოზულია (46. ბეჭვაია), სუხომლინოვი, ტყემალაძე, კოხია, ჩუკვურა (19. სიხარულია), წურწუმია (46. შეველი/69. ნარმანია), ც. სამუშია (45. ერმაჩენკო), თუთბერიძე (53. ჭანტურია).

მერაბ მამულაშვილი

000000000000000000000000000

დავით პეტრიაშვილს 47 წელი შეუსრულდებოდა...

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ბოლო წლებში კი უეფაში მოღვაწე დავით პეტრიაშვილს დღეს 47 წლის შეუსრულდებოდა. კაცი, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი მოამაგე და მოჭირნახულე იყო. ჩვენს ფეხბურთში დავითმა მნიშვნელოვნად ღრმა კვალი გაავლო. დატოვა კვალი ნათელი და წარუშლელი.

დღეს, როცა ჩვენი ფეხბურთი განახლებისა და გაჯანსაღების გზაზეა, მას განსაკუთრებით სჭირდება დავით პეტრიაშვილის დარი პროფესიონალები, გულანთებული პატრიოტები.

მართალია, "პეტრო" ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში. ქართული ფეხბურთისა, რომელიც დავით პეტრიაშვილისთვის ცხოვრების კრედოდ იყო ქცეული...

საფეხბურთო კლუბი

"საბურთალო"

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო