ესპანური ამბები
ლა ლიგის მომავალ ტურში "ესპანიოლი" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. ეს დაპირისპირება ბასკთა ფორვარდ რაულ ტამუდოსთვის განსაკუთრებულია. 33 წლის ტამუდო "ესპანიოლის" აღზრდილია, ის თითქმის 10 წელიწადი კაპიტნობდა "ესპანიოლს" და ამ გუნდის სიმბოლოდაც ითვლებოდა. მან 400-ზე მეტ მატჩში გამოიყვანა კატალონიური კლუბი კაპიტნის სამკლავურით და მარტო პრიმერას მატჩებში 129 გოლი გაიტანა. გუნდში მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ (არადა ადრე ისინი თანაგუნდელები იყვნენ) ტამუდოს კარიერა "ესპანიოლში" აირია, პოჩეტინომ მას კაპიტნობაც კი ჩამოართვა. აგვისტოდან მოყოლებული რაული "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავს.

ტამუდო აღნიშნავს, რომ მისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, "კორნელია ელ პრატზე" დაბრუნება მისთვის საოცარი მოვლენა იქნება: "მაგრამ, როგორც კი მსაჯი სასტვენს ჩასტვენს, ჩემთვის ყველა ემოცია დასრულდება და მთელი ძალით შევეცდები, რომ ჩემ გუნდს წარმატება მოვუტანო", - განაცხადა ფეხბურთელმა, რომელიც "ესპანიოლის" გულშემატკივრებს ჰპირდება, გოლის გატანის შემთხვევაში, არ იზეიმებს.

ფორლანი კოჭმა დააღალატა...

ოთხშაბათს მადრიდის "ატლეტიკოს" ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა დიეგო ფორლანმა, რის გამოც ურუგვაელმა უმალვე შეწყვიტა ვარჯიში და ექიმებს მიაკითხა. ექიმებმა მას კოჭის პირველი ხარისხის დაზიანება დაუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არ არის სერიოზული, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი შაბათს "სევილიასთან" მატჩს 90%-ით გამოტოვებს. 31 წლის ფორლანმა ამ სეზონში 22 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

... ფორლინი ხელმა

ფორლანის შესახებ დავწერეთ, ახლა გადავიდეთ ფორლინზე - ხუან ფორლინი 23 წლის არგენტინელი მცველია, რომელმაც ოთხშაბათს მარცხენა ხელის ოპერაცია გაიკეთა. ძვლების შეხორცების დასაჩქარებლად ექიმებმა ფორლინის მეტალის ელემენტები "ჩაუშენეს" ძვალში. მედიკოსთა დასკვნით, ოპერაცია წარმატებული გამოდგა. არგენტინელი კვირის ბოლომდე სახლში დაისვენებს, შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს. ფორლინი 3-4 კვირას ვერ ითამაშებს, შემდეგ კი მოედანზე დამცავი შალითით გამოვა. სამხრეთ ამერიკელმა ხელი "ალმერიასთან" მატჩში, 5 თებერვალს მოიტეხა, ამ სეზონში სულ ფორლინმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ვალენსიას ჯოვინკო მოუნდა

"ვალენსიას" სებასტიან ჯოვინკოს შეძენა სურს, ამტკიცებს იტალიური "ტუტოსპორტი". 24 წლის შემტევი ნახევარმცველი "იუვენტუსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარით "პარმაში" თამაშობს. სხვათა შორის, ამ სეზონში ჯოვინკომ "იუვეს" კარში დუბლი შეასრულა. "ლოს ჩეს" ხელმძღვანელობა უკვე მართავს მოლაპარაკებას ჯოვინკოს აგენტთან, თუმცა სეზონის ბოლოს, საიჯარო შეთანხმების თანახმად, "პარმას" შეუძლია ფეხბურთელზე უფლებების ნახევარი გამოისყიდოს "ბებერი ქალბატონისგან". "პარმა" კი მოწადინებულია ჯოვინკოს დატოვებით, მან 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ იტალიის ნაკრებში დაიბრუნა ადგილი. "ტუტოსპორტი" ამტკიცებს, რომ "ვალენსია" ჯოვინკოზე ტურინელთა მფლობელობის ნაწილს გამოისყიდის, ხოლო "პარმას" მის სანაცვლოდ ალეხანდრო (ჩორი) დომინგესს შესთავაზებს.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...