ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა ქუთათურები 75:63 დაამარცხეს და მეორედ მოიგეს მემორიალი
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ერთმანეთს სუპერლიგის გათამაშების შარშანდელი ფინალისტები, "დინამო" და "ქუთაისი" დაუპირისპირდნენ.

თუ სუპერლიგა "ქუთაისმა" მოიგო, ამჯერად გამარჯვება დინამოელებს დარჩათ, რომლებიც მიმდინარე სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდნენ. მათ დაემატათ ამერიკელი გამთამაშებელი დეონტა ვონი, რომლის წინამძღოლობითაც ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა ქუთათურები 75:63 დაამარცხეს და მეორედ მოიგეს მემორიალი.

"დინამო" გახლავთ დუდუ დადიანის სახელობის პირველი მემორიალური ტურნირის გამარჯვებული, რომელიც 14 წლის წინ, 2002 წელს გათამაშდა. მას შემდეგ დინამოელები სამჯერ იყვნენ ფინალში, მაგრამ ორჯერ "სტუ-ჯეოსელთან" წააგეს, ერთხელაც - "რუსთავთან". 2016 წლის გათამაშება მათთვის იღბლიანი გამოდგა...

საწყისი მეოთხედის 21:16 მოგების შემდეგ, მეორე პერიოდში დინამოელებმა ლიდერობა განიმტკიცეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე პირველი ტაიმის დასრულებამდე 4:37 წუთით ადრე 10 ქულით - 34:24 დაწინაურდა. სროლა წაუვიდა "დინამოს" რუსთაველ ფორვარდ მიხეილ ჭოჭუას, რომელმაც პირველ ტაიმში 11 ქულა მიითვალა და ილია ლონდარიძესთან ერთად თავისი გუნდის დაწინაურებას ხელი შეუწყო.

დიდი შესვენებიდან დაბრუნებული ქუთაისელები მეტი მობილიზებითა და შედეგიანობით გამოირჩნენ. ანატოლი ბოისამ, გიორგი ცინცაძემ, ვახტანგ ქადარიამ და დეიან ბიელიჩმა ზუსტი სროლებით იმდენი შეძლეს, რომ მესამე პერიოდის მე-6 წუთისთვის "ქუთაისმა" ლიდერობა მოიპოვა - 50:49.

აქ თამაში საკუთარ თავზე აიღო დინამოელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა დეონტა ვონმა, რომელმაც მესამე ათწუთეულის დასრულებამდე 2 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანებს ლიდერობა დაუბრუნა - 57:54. გადამწყვეტ პერიოდში ვონმა შედეგიანი თამაში განაგრძო. მას ლონდარიძე და ბერიშვილიც აჰყვნენ, რაც შედეგში უმალ აისახა და დინამოელთა ლიდერობამ კვლავ 10 ქულას უწია...

საუკეთესო

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დინამოელი დეონტა ვონი დასახელდა, რომელმაც გამარჯვებულებს 19 ქულა და 8 პასი შესძინა. ქუთაისელთაგან 13 ქულით ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა.

მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დეონტა ვონი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა - ნიტა და სანდრო დადიანებმა დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს დუდუ დადიანის სახელობის თასი.

ნამატჩევს

ირაკლი ხოშტარია, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:

- დუდუ ყველასთვის საყვარელი, პატივსაცემი პიროვნება იყო და მისი სახელობის ტურნირის მოგება დიდი პატივია. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჯერ ახალი შეკრებილები ვართ, სეზონი ახლა დაიწყო და მთავარი წინ გველოდება.

დეონტა ვონი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე:

- დიდი იმედები გვაქვს ახალ სეზონთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეა, რაც ერთად ვთამაშობთ. სასიამოვნოა სუპერლიგის ჩემპიონ გუნდთან მოგება და სეზონის ასეთი ლამაზი მოგებით დაწყება.

კოტე ტუღუში, "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი:

- ვფიქრობ, მობილიზაცია გვაკლდა, ახალი გუნდი ვართ, ახალი მოთამაშეები გვყავს - გამთამაშებელი და მეფარე, რომელთაც დრო სჭირდებათ, რომ გუნდთან საერთო ენა გამონახონ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, 22 დაკარგვა გვქონდა და "დინამო" ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც მსგავს შეცდომებს გაპატიებს. შაბათს სუპერთასის თამაში გველოდება "დინამოსთან" და ვეცდებით, ღირსეულად გამოვიდეთ.

დუდუ დადიანის მემორიალი. ფინალი

ქუთაისი-დინამო 63:75

16:21, 19:24, 19:12, 9:18

ქუთაისი: ბოისა (12ქ, 4პ), ცეკვავა (7ქ, 5მ, 3ჩ), ფაშაევი (9ქ), ბაბუნაშვილი (2ქ, 3პ), ქადარია (9ქ, 8მ, 3პ), ცინცაძე (13ქ), გ. ბარბაქაძე (2ქ), ლომოური, ბიელიჩი (3ქ), ბექაური (6ქ, 5მ).

დინამო: ვონი (19ქ, 8პ, 3ჩ, 2დ), გრძელიძე (3ქ), ღურწკაია, ლონდარიძე (17ქ), მაჩალაძე (2ქ), ჭოჭუა (15ქ, 4პ), გ. რევაზაშვილი (4ქ), ბერიშვილი (13ქ, 5მ, 2დ), გოგოძე (2ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად