ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში დიდი წარმატებით იჭიდავეს ქართველმა სპორტსმენებმა
ფოტოზე: გელა ზაალიშვილი

რუმინეთში დამთავრებულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში დიდი წარმატებით იჭიდავეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც ჯამში 18 მედალი მოიპოვეს - 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ჩვენი გუნდებიდან განსაკუთრებული წარმატებით ჭაბუკთა ასაკში ბიჭების ნაკრები გამოვიდა, რომელმაც მართლაც რომ შთამბეჭდავად იასპარეზა - 10 ათლეტიდან კვარცხლბეკზე 9 ავიდა, ამათგან კი 4 უმაღლეს საფეხურზე შედგა: ჯაბა პაპინაშვილი (52), ლუკა მაისურაძე (81), ნიკა სიდამონიძე (87) და გელა ზაალიშვილი (+87).

ფინალში საბა გრიგალაშვილი (56), გიგა ლიჩელი (70) და ლაშა მატიაშვილიც (75) გავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თორნიკე მარგველაშვილი (48) და ირაკლი ხერგიანი (60) დაეუფლნენ.

საკმაოდ წარმატებით გამოვიდნენ ამავე ასაკის გოგონებიც, რომლებმაც 3 მედალი ირგუნეს - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნატალია ყიფშიძე (48) და მარიამ ცერცვაძე (+75) გახდნენ, ხოლო თინათინ რევაზიშვილი (56) მესამეზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ცერცვაძე საკუთარი ხარჯით წავიდა რუმინეთში.

ახალგაზრდებს შორის მხოლოდ ბიჭების გუნდი გვყავდა, რომლის ანგარიშზეც 6 მედალია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონები ირაკლი კუპატაძე (57), ზვიად თევდორაშვილი (74) და დავით ოზბეთელაშვილი (100) გახდნენ, გიორგი მარუაშვილი (52) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, აკაკი გიგატაძე (48) და დავით რაზმაძე (+87) - ბრინჯაოს მედალს. ჭაბუკებმა გუნდური ჩათვლაც მოიგეს, ახალგაზრდები კი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო ფონი გუშინ, ანუ ტურნირის ბოლო დღეს გამოასწორა, როცა სამივე წონაში ჩვენებმა გაიმარჯვეს - კუპატაძემ, თევდორაშვილმა და ოზბეთელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პირველმა ორმა ფინალში უზბეკს მოუგო - ძიუდოში ასევე ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა მესამეპრიზიორმა კუპატაძემ შახზოდ ტაგიევი დაამარცხა, თევდორაშვილმა კი მირონშოკ სულტონოვს აჯობა. ოზბეთელაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ლატვიელ ალექსეი აკიმენკოს სძლია. ფინალში მირუაშვილიც გავიდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მონღოლმა მუნხბატ გენენდარამმა არ დაანება.

რუმინეთში ჩვენგან სულ ექვსი ქართველი გოგო გამოდიოდა და იმათგან სამი მედლით დაბრუნდა. ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოსმედალოსანი ძალიან ახლოს იყო სამბოში თავის პირველ ტიტულთან, მაგრამ ფინალში რუს ვერა ლოტკოვასთან დამარცხდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი უკრაინის სახელით მოჭიდავე სოფიო ბაღიშვილმა მოიპოვა. ცერცვაძესაც ასევე რუსმა - სოფია პიროგოვამ შეუშალა ხელი მსოფლიოს ჩემპიონობაში, რაც მისთვის არა მარტო პირველი უცხოური ტიტული, არამედ სულაც პირველი მედალი იქნებოდა სამბოშიც და ძიუდოშიც, სადაც ის ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატია.

რაც შეეხება ჭაბუკთა ასაკის ბიჭებს, მათთვის ყველაზე წარმატებული ჩემპიონატის მეორე დღე აღმოჩნდა, როცა 3 ჩემპიონი გაგვიხდა ოთხი წონიდან: პაპინაშვილი, მაისურაძე და ზაალიშვილი. ფინალში პაპინაშვილმა რუსი რამაზან ციკუ დაჯაბნა, მაისურაძემ ლატვიელ ნიკიტა დუინოვს აჯობა, ტალანტად მიჩნეულმა ძიუდოისტმა ზაალიშვილმა კი უკრაინელი ვლადისლავ ბერეზკო დააგდო.

მეორე დღეს ჩემპიონობა სიდამონიძემაც იზეიმა, როცა ფინალური პაექრობა ბულგარელ ივან სტეფანოვს მოუგო. გრიგალაშვილი გადამწყვეტ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელ იაშარ ნაჯაფოვთან დამარცხდა, ლიჩელი - რუს ანდრეი ხარიტონოვთან, მატიაშვილმა კი ჩემპიონობის შანსი ასევე რუს ზელიმ ცკაევთან მარცხით დაკარგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bajo
გენაცვალეტ მაგრებიხარტ.მადლობა ქვეყანა რო ასახელეტ
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს