გვარდიოლას კი ვერაფერი გავუგე; "მილანის" შვედმა ლეგიონერმა "ბარსელონასა" და "ინტერში" გატარებული პერიოდები გაიხსენა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის საინტერესოდ საუბრობს პრესასთან და გამონაკლისი არც "გაძეტა დელ;ო სპორტის" ჟურნალისტთან მისი დიალოგი იყო. "მილანის" შვედმა ლეგიონერმა "ბარსელონასა" და "ინტერში" გატარებული პერიოდები გაიხსენა, ამასთან ორი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო შეადარა ერთმანეთს. გარდა ამისა, "მილანისა" და "ინტერის' შედარებაც მოახდინა - ამ ყველაფერზე ქვემოთ თავად იბრაჰიმოვიჩი მოგითხრობთ...

მოურინიო VS გვარდიოლა

ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, რომლებსაც საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვთ. არ მინდა დავაკნინო გვარდიოლას მიღწევები, ის მართლაც უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს, მაგრამ ფაქტია, რომ პირადად მე პეპს ვერაფერი გავუგე. "ბარსაში" გადასვლიდან პირველი ორი თვის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, აი შემდეგ კი რაღაც მოხდა და სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი რა. გვარდიოლამ შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზედმეტი ვიყავი გუნდში. როდესაც მწვრთნელი სტიმულს არ გაძლევს, ძნელია მოტივაცია შეინარჩუნო და ენთუზიაზმით იყო აღსავსე. დღემდე ვერ გავიგე რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და კატალონიის დატოვება მომიხდა.

ჟოზე მოურინიო სულ სხვა ადამიანია, თითოეუილ ფეხბურთელთან მუდმივი კონტაქტი აქვს და იცის, რა დროს რა სიტყვა უნდა თქვას. ის მეგობარია, მამა, მრჩეველი და ამ ყველაფერს მწვრთნელობას უთავსებს. იმხელა მუხტი მოჰქონდა ჩემამდე, რომ მზად ვიყავი მისთვის მოვმკვდარიყავი. დიახ, ერთ სიტყვასაც არ ვამატებთ, ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით და ასეთ დროს, ყველაფრისთვის მზად ხარ. მოურინიოსთან გატარებული პერიოდი არასდროს დამავიწყდება.

მილანი VS ინტერი

"ინტერზე" ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ გუნდში არაერთი დაუვიწყარი წელი გავატარე. "ნერაძურის" შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს, რომელთა მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობდი. ყველაზე აროსტოკრატულები და თავშეკავებულები არიან მთელს იტალიაში, მაშინაც გიჭერენ მხარს, როდესაც მოედანზე არაფერი გამოგდის. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორიული გადასახედიდან "მილანი" უფრო დიდი გუნდია და იმედია, ამ სიტყვებისთვის "ინტერის" ტიფოზები არ გამინაწყენდებიან. სხვათა შორის, ამას მაშინვე იგრძნობ, როდესაც "მილანელოს" კარს შეაღებ და შემდეგ "როსონერის" მუზეუმში აღმოჩნდები. საოცარი განცდაა, როდესაც უამრავ თასს ათვალიერებ და ხვდები, რომ ძალიან დიდი კულტურის ნაწილი ხარ. დიახ, "მილანი" არც მეტი არც ნაკლები ცალკე კულტურაა, ფილოსოფია. კარიერის დასრულების შემდეგ, აუცილებლად "როსონერის" ქომაგი ვიქნები, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად, ამ გუნდში საოცარი ატმოსფეროა. სრული განცდა გაქვს, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრი ხარ, სადაც ყოველთვის მხარში დაგიდგებიან და გაგამხნევებენ.

მიზნები

შორს ნამდვილად არ ვიყურები და ჩემი მიზნები ამ სეზონს დასტრიალებს. მსურს, რომ "მილანთან" ერთად ყველა ტროფეისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. სერია A-ში ლიდერები ვართ, იტალიის თასზე და ჩემპიონთა ლოიგაზე კი ვაგრძელებთ ასპარეზობას. "ტოტენჰემთან' წაგებული თამაშისგან ტრაგედიას არ ვქმნით, რადგან წინ მეორე მატჩია. ჩვენ "როსონერის" წარმოვადგენთ და არ გვაქვს იმის უფლება, რომ ყურები ჩამოვყაროთ. განწყობა საბრძოლოა და გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე სწორედ ჩვენ გავალთ. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს და აგერ ნახავთ, "მილანი" თავის სიტყვას კიდევ იტყვის.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა