გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს
ჩინურ ტიანჯინში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 500.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის წყვილთა პაექრობაში 10 ოქტომბერს სოფიო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ იასპარეზეს.

შაფათავამ უზბეკ საბინა შარიპოვასთან ერთად კატარჟინა პიტერისა (პოლონეთი) და იპეკ სოილუს (თურქეთი) დუეტთან წააგო (4:6, 1:6) და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

კალაშნიკოვა ესპანელ ლარა არუაბარენასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი. სტარტზე ისინი აკიკო ომაესა (იაპონია) და ნინა სტოიანოვიჩის (სერბეთი) ტანდემს დაუპირისპირდნენ. პირველი ხელი იოლად მოიგეს – 6:0. ეტყობა, ოქსანამ და ლარამ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება და მე-2 სეტში დაისაჯნენ კიდეც - 6:7 წააგეს. დაძაბულად წარიმართა მესამე სეტიც. ქართულ-ესპანურმა წყვილმა გაიმარჯვა 11:9 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩინელების – სინუინ ჰანი-კაი ლინ ჟანისა და სინიუ გაო-იინ ჟანის ტანდემებს შორის უძლიერესს შეხვდება.

ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ სანტა მარგარიტა დი პულაში იმყოფება და ქალთა 25.000-იან ტურნირში ჩაებმება.

ერთეულებში იგი სტარტზე მე-8 ნომრად განთესილ მასპინძელს - ჯესიკა პერის შეხვდება, ხოლო წყვილებში გერმანელ ლიზა პონომარისთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - ლინა ჯორჯესკას (მაკედონია) და ანასტასია კომარდინას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტურ შარმ ელ შეიხს მიაშურა. დღეს ერთეულთა პირველ წრეში შვედ ჟაკლინ კაბაი ავადის შეხვდება, წყვილებში უკრაინელ ალონა ფომინასთანაა შეამხანაგებული და მეოთხე ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში ისინი ისვენებენ. მეოთხედფინალში ბრიტანელებისა (სუზი ლარკინი, მირაბელ ჟოზე) და უნგრელების (ბიანკა ბეკეფი და შაბინა სლავიკოვიჩი) ტანდემებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს.

გთავაზობთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს:

ქალები

ერთეულები. 190 (193). სოფიო შაფათავა (280), 269 (270). ეკატერინე გორგოძე (175), 458 (465). მარიამ ბოლქვაძე (70), 481 (478). სოფიო ქვაცაბაია (64), 794 (789). ოქსანა კალაშნიკოვა (18), 1072 (1075). ანა შანიძე (7).

წყვილები. 47 (52). კალაშნიკოვა (1705), 168 (170). შაფათავა (402), 262 (266). გორგოძე (229), 365 (362). ქვაცაბაია (141), 588 (586). ბოლქვაძე (62), 712 (708). თათია მიქაძე 937), 1139 (1127). შანიძე (10), 1274 (1261). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები

ერთეულები. 104 (103). ნიკოლოზ ბასილაშვილი (580), 340 (339). ალექსანდრე მეტრეველი (139), 829 (835). გიორგი ცივაძე (21), 1752 (1749). ალექსანდრე ბაკში (1), 1752 (1749). შოთა მეფარიძე (1), 2057 (2052). გიორგი ჯავახიშვილი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს