საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

ცირეკიძის შტაბში მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შედეგად, თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა არასახარბიელო შედეგების გამო მწვრთნელის ცვლილების საჭიროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.

- საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნაზე საუბარი კარგა ხნის წინ დაიწყო. არ მსურდა საკუთარ თავზე ისეთი რამ ამეღო, რის წარმატებაშიც დარწმუნებული არ ვიქნებოდი, მაგრამ მწვრთნელობას დავთანხმდი, რადგან მჯერა, ეს წარმატებას მოიტანს.

ნაკრებში ცვლილებები იქნება, მაგრამ ძირეული საკადრო და სისტემური, ამ ეტაპზე არა. მეტ ყურადღებას ფიზმომზადებაზე გავამახვილებთ, ყველა სპორტსმენთან ინდივიდუალურად ვიმუშავებთ... მოკლედ რომ ვთქვა, გაკეთდება ყველაფერი, რაც სპორტსმენს კონკრეტული შედეგისთვის სჭირდება.

ნაკრებში ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვხედავ. ამ ბიჭების შესაძლებლობები კარგად ვიცი. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობების 100%-ს კი არა, 80%-ს მაინც რომ იყენებდნენ, გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებოდათ. ასე რომ, ამ კუთხითაც ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - გვითხრა ცირეკიძემ.

Jondo
სასაცილოა
nodari
გილოცავ ირაკლი! ირაკლი ძლიერ ნაკრებს შექმნის! ღრმად ვარ დარწმუნებული!!!!
ლაშა
აქ ავტორიტეტული ტიპია საჭირო. ახალგაზრდებში შეიძლება აქვს ავტორიტეტი მაგრამ დიდებში მისი ავტორიტეტი არასაკმარისია... ამასთან კვალიფიკაციას როცა ვამბობ ვგულისხმობ გამოცდილებას და ცოდნას ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს!!!
ყური მიგდე
რატომ? ცირეკიძეს ბიჭებმა არ მოახდინეს ფურორი? მე მის გაწვრთნილ ახალაგზრდულ გუნდზე ვამბობ... ამასთანავე, საჭიროა ბიჭებს საშუალება მიეცეთ თავის მწვრთნელებთან იმუშაონ.. ისე, სულ შეკრებებზე არიან და ძირითად მწვთნელებს, ვინც გაზარდა და მისი ყველაფერი იცის და შეუძლია ნებისმიერ საკითხში დახმარება, წელიწადში 1 კვირაც ვერ ხვდებიან.. ფსიქოლოგიურადაა უპირველესად ეს საჭირო..
ლაშა
მადლობა მინდა გადავუხადო უზნაძეს გაწეული სამუშაოესთვის, მწვრთენლის შეცვლა აუცილებელი იყო ვინაიდან მან მართლაც ბოლომდე ამოწურა მისი შესაძლებლობები. რაც შეეხება ირაკლი ცირეკიძის დანიშვნას ის უდაოდ ძლიერი ძიუდოისტია (ოლიმპიადას ისე ვერ მოიგებ), მაგრამ მწვრთნელს სულ სხვა კვალიფიკაცია და უნარები ჭირდება მაინც. ღმერთმა ქნას ირაკლიმ გაამართლოს... მე უფრო ვფიქრობ რომ ვინმე მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელი უნდა მოგვეწვია, მით უმეტეს როცა ხედავ რომ გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებია (ეს კი ოლიმპიადის შემდეგ აშკარა ნათელი გახდა)
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა