რა უნდა გააკეთოს იტალიელმა სპეციალისტმა პირველ რიგში
"ვალენსიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჩეზარე პრანდელი მსოფლიო ფეხბურთში რიგითი მწვრთნელი არ არის და იტალიურში, მით უმეტეს. პრანდელის გაწვრთნილმა გუნდებმა ძალიან კარგად იციან შეტევა. იტალიელი არაიტალიური სტილითა და რომანტიკით. ეს უკვე საინტერესოა.

"ვალენსია" კი საშინელ დღეშია - ცხრილის ფსკერზეა დალექილი და პრანდელის დიდი ჯაფა დაადგება, რათა გუნდი კრიზისიდან გამოიყვანოს. მას ეს შეუძლია, თუმცა იოლი არ იქნება.

ბოლო წლებში "ვალენსია" პერმანენტულ კრიზისშია. ამ კრიზისის გამომწვევ მიზეზებს რომ ჩავწვდეთ, ჩვენ ხელში უნდა დავიჭიროთ კალკულატორი და ვიანგარიშოთ ის ვალები, რომელიც წინა ხელმძღვანელობამ დატოვა. არ ღირს. ჩვენ დღევანდელობაზე ვთქვათ.

სეზონის წინ "ვალენსიამ" მაგრად ივაჭრა. გაყიდა ორი ლიდერი. ორივე "ბარსელონაში". პაკო ალკასერმა და ანდრე გომეშმა "მესტალიაზე" პირველკაცობას "ნოუ კამპზე" სათადარიგოობა არჩიეს და ეს "ვალენსიის" კიდევ ერთი უბედურებაა.

ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის მშენებლობა ჩაიფიქრა და მოიყვანა ბევრი ახალი ფეხბურთელი.

"ვალენსიას" ჰყავდა მწვრთნელი, რომლის გვარის წარმოთქმაც ისევე ძნელია, როგორც "ღამურების" თამაშში დღეს რაიმე პოზიტიურის დანახვა. იმ მწვრთნელმა ვერ გაამართლა. მერე იყო დროებითი დამრიგებელი. მან პრანდელის დაუთმო ადგილი. ჩვენ შეგნებულად არ ვწერთ მათ გვარებს. მათი სამწვრთნელო საქმეები არაფერს გვეუბნება.

ხელმძღვანელობის პირველი შეცდომა: მათ გუნდის შენება უნდა დაეწყოთ არა კარგი ფეხბურთელების, არამედ ძლიერი მწვრთნელის მოყვანით. მწვრთნელს უნდა ჩამოეყალიბებინა ახალი გუნდის სტრატეგია, მოკლე ხანში მოეხერხებინა სათამაშო კავშირების ჩამოყალიბება გუნდის წევრებს შორის.

ეს არ მოხერხდა. არადა, "ვალენსიას" რამდენიმე მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა გამოყენებაც მშვენივრად შეიძლება. დღევანდელ ჩვენს წერილში ამ თემასაც შევეხებით.

ამ შემთხვევაში მხედველობაში გვყავს გუნდის ახალწვეულები, ელიაკიმ მანგალა და მუნირ ელ ჰადადი. ეს ფეხბურთელები შემთხვევით როდი გამოვყავით. ორივე ნაღდი გრანდიდან მოვიდა "მესტალიაზე".

ფრანგი პეპ გვარდიოლას ეზედმეტა "მანჩესტერ სიტის" დაცვაში, ელ ჰადადი კი "ნოუ კამპზე" გახდა ზედმეტი - ყველამ იცის, რომ იქ მესი, ნეიმარი და სუარესი თამაშობენ. მუნირი "ვალენსიაში" გოლებს და სათამაშო პრაქტიკას ეძებს.

"ვალენსიას" ჰყავს ფრანგი მცველი ელიაკიმ მანგალა. მანგალა "სიტიმ" დიდ თანხად იყიდა და მან ბოლომდე ვერ გაამართლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ფეხბურთელია. მანგალას შეუძლია, პირველი კაცი გახდეს "ვალენსიას" დაცვაში.

მას სჭირდება მწვრთნელი, რომელიც აუხსნის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, როგორ შეერწყას გუნდს. ამის შემდეგ ის ფასეული ფეხბურთელი გახდება "მესტალიას" ბინადართათვის.

მოკლედ, მასალა არის. ტოპ-კლასის არა, მაგრამ მაინც. პრანდელის გუნდში ხვდებიან ფეხბურთელები, რომლებთანაც წესით, მან მოკრძალებული მიზნებისათვის არ უნდა იბრძოლოს. პრანდელის მოუწევს რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა და ამ პრობლემებს შორის პირველი და მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემაა.

"ვალენსიას" დღეს ყველაზე მეტად სჭირდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ გუნდს შეუძლია შედეგის ჩვენება. შეუძლია გამარჯვების მოპოვება და თამაშის დროს თუნდაც მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება.

"ვალენსიას" ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მინდორზე დადიან. დღევანდელ ფეხბურთში ასე ვერაფერს მოიგებ. მეტიც, თუ ასე თამაშობ, იქ შენი ადგილი საერთოდ არ არის.

პრანდელი მაგარი ფსიქოლოგია. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არ სჭირდება გუნდში ტოპ-ვარსკვლავები იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგი დადოს. პრანდელის გუნდები უტევენ და "ვალენსიას" სტიქია ხომ შეტევაა.

"მესტალიაზე" შეიძლება გაპატიონ დროებითი წარუმატებლობა, მაგრამ არავინ გაპატიებს ცუდ ფეხბურთს. ამ ხალხს ჯერაც ახსოვს ის მფრინავი "ვალენსია", მთელ ევროპას შიშის ზარს რომ სცემდა. ახსოვს და ენატრება.

დღეს საამისო რესურსი არ არის, მაგრამ ის კი თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ გუნდმა უკეთესად ითამაშოს და სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს. ეს აუცილებელიცაა. "ვალენსიას" ისტორია ზედმეტად მდიდარია იმისათვის, რომ გუნდი აუტსაიდერად გადაიქცეს.

თავის მხრივ, პრანდელი ურთულეს გამოწვევას შეეჭიდა. იტალიელმა იცის, სადაც მიდის და მან ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა. მხსნელის მანტია ყველა მწვრთნელს ხიბლავს და გამონაკლისი რაღა პრანდელი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს