სწორი შეყვარებული, პირველად ცხოვრებაში
უამრავი მგზავრობა მქონდა ფინიქსში სხვადასხვა სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად და ამ მგზავრობებისას, ყოველთვის თან დამყავდა შონი.

ის წარმოშობით ფინიქსელი იყო და მასთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებდა. მან იცოდა, რაზე ვფიქრობდი, იცოდა იმის შესახებ, რომ აუცილებლად აღვეგზნებოდი, როცა ქალის ფეხსაცმლის ქუსლების ხმას გავიგებდი. ეს იმის ტოლფასი იყო, ვინმეს ჩემი სახლის კარზე რომ დაეკაკუნებინა.

მორიგი მგზავრობის დროს, მე და შონი სასადილოდ წავედით. მან კარგად იცოდა ჩემი სისუსტეების შესახებ. როცა სადილის შემდეგ დავბრუნდით, შონმა მითხრა:

- მაიკ, რა გჭირს?

- როცა რესტორანში შევედი, ყველა იქ მყოფის აზრი წავიკითხე: "შეხედე ამ ზორბა და მსუქან მამაკაცს - ცხოვრებისგან გათელილ ზანგს!"

ამის შემდეგ შევიმუშავეთ გარკვეული სიგნალები. როცა კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, ზრდილობიანად ვტაცებდი ხოლმე ხელს. ამით ვანიშნებდი შონს, რომ დრო იყო ჩემთვის ეთქვა: "ყველაფერი წესრიგშია, ძმაო, მშვიდად ვართ, საკუთარ თავში დარწმუნებულები".

ხანდახან ეს სამუშაო მღლიდა. როცა პირველად დავბრუნდით არიზონაში, შონმა მიიჩნია - დიდი იყო რისკი, რომ ისევ ჩემებურად ავურევდი, ამიტომაც სასტუმროში ჩემთან დარჩენა შემომთავაზა.

- არა, არ ღირს, - ვუპასუხე მე. - არ არის საჭირო ვინმე დარჩეს ჩემს ნომერში.

- მაშინ თვითმფრინავში დავბრუნდეთ. მე ხომ ვიცი, რა გეგმები გაქვს. აპირებ ვიღაც იპოვო და დამემალო. ეს არ იქნება სწორი. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ?

კინაღამ ყბაში მოვდე, მაგრამ, საბოლოოდ, გვერდიგვერდ დავიძინეთ სასტუმროს ნომერში.

ის ყოველთვის გრძნობდა, როდის წამომივლიდა მრისხანების შეტევა.

- რას ფიქრობ ამ მომენტში? გინდა დამარტყა, არა? - ინტერესდებოდა შონი.

- ხო, არ მომწონხარ, რომ ასე მიყურებ შენი ირლანდიური თვალებით.

- ვიცი, ძმაო. მოდი, უბრალოდ გავაკეთოთ ეს.

სხვა არაფერი მრჩებოდა სიცილის გარდა.

- ჯანდაბა, სრული გიჟი ხარ, შონ.

- ხო, მაგრამ შენც გიჟი ხარ, მაიკ. მოდი, ამაზე ვისაუბროთ.

ვიცოდი, რომ, როცა "უანდერლენდში" მოვხვდი, სასწორზე ჩემი ცხოვრება იდო. და მე ამ ბრძოლის მოგებას ვცდილობდი. როცა შენ ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების პროგრამაში მუშაობ და გარკვეული დროის განმავლობაში სწორ რეჟიმს იცავ, ჟეტონს გაძლევენ. ამ ჟეტონებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი.

ხასიათით ამაყი და ბაქია ვარ და ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე. ეს კი სწორედ ის ხერხი იყო, რომელსაც კარგად ვიცნობდი. ეს ჟეტონები საჩემპიონო ქამრებს ჰგავდა. ჩვენს საზოგადოებაში ჟეტონები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შეიძლებოდა გქონოდა დიდი რაოდენობით ფული, მაგრამ ჟეტონებისა და საპატიმრო ვადის გარეშე ყოფილიყავი და მაშინ შენ მიმართ არანაირი პატივისცემა არ ექნებოდათ. ჟეტონები ძალიან მომწონდა. ყოველთვის მოუთმენლად ველოდი მის მიღებას.

საერთო ჯამში, საკუთარი მკურნალობის პრინციპების დაცვისას, მაინც ვახერხებდი ზოგიერთი წესის დარღვევას. პროგრამაში სულ რამდენიმე კვირის ჩართული ვიყავი, როცა ერთ-ერთ კრებაზე მაროკოელ გოგონას დავადგი თვალი. მას პოლა ერქვა, საოცარი ქალი იყო. ერთხელ კრებაზე მივედი. ის კართან იდგა და ყველას ესალმებოდა. ტანზე მოტმასნილი "ადიდასის" მაისურა ეცვა. მის შიგნით კარგად იკვეთებოდა დიდი მკერდი, რომელიც ნამდვილი იყო.

ამ ოთახში კარგად არ მიცნობდნენ, მე ერთადერთი შავი ბიჭი ვიყავი და საკმაოდ საშიშ პერსონაჟს ვგავდი. პოლასთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მასთან მივედი:

- მე წავიკითე მთელი წიგნი. მერვე ნაბიჯამდე მივედი...

- მაიკ, მე არ გახსოვართ? - შემაწყვეტინა მან.

პოლამ გამახსენა ერთი ინციდენტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა. ლოს ანჯელესში სანსეტ-ბულვარზე მანქანით მივსეირნობდი და პოლა დავინახე, რომელიც ქუჩაში მიაბიჯებდა. ფანჯარა ჩამოვწიე, დავამუხრუჭე და როგორც უკანასკნელი აღვირახსნილი მამაკაცი, მისი მანქანაში შეთრევა ვცადე.

მაშ ასე, ახლა შემიძლია ძველი მცდელობის გამეორება.

- მომისმინეთ, ვიცი, რომ ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების პროგრამის გავლისას არ შეგვიძლია ერთმანეთთან შეხვედრა, სანამ ერთი წელი არ გავა. მაგრამ მე მონდომებით ვმუშაობ ჩემს ყოფაქცევაზე. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ჩემზე მზრუნველობის აღება? თქვენთან დამეგობრება მინდა, - ვთქვი მე.

პაულა ჩემზე ოთხი წლის უფროსი იყო და ის რეაბილიტაციის კურსს 18 წლის განმავლობაში გადიოდა. ის პროგრამის წამყვანი მონაწილე იყო, იმ ტიპის გოგონა გახლდათ, რომლებიც გარეკანზე მოხვედრას ლამობენ. როცა კრიზისი დაეწყო, ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების პროგრამაზე წიგნის გამოცემა მოინდომა. მთელი მისი ცხოვრება ამ პროგრამის გარშემო ტრიალებდა, ამიტომაც კარგად იცოდა, რა შეიძლებოდა დაგვმართნოდა - ის, რასაც საქმეში ჩახედული ხალხი "მე-13 ნაბიჯს" უწოდებდა. მე კი სარეაბილიტაციო პროგრამას სულ რამდენიმე კვირაა გავდიოდი.

თავდაპირველად, უბრალოდ, ერთად დავიწყეთ დროის გატარება, როგორც მეგობრებმა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდა. "უანდერლენდის" ადმინისტრაციისგან პოლასთან ღამის გატარების უფლება მივიღე.

ჩვენმა ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მომცა. მე მყავდა მეგობარი ქალი, რომელიც 18 წელი ფხიზელი ცხოვრების წესს ეწეოდა და მეხმარებოდა ამაში. არასოდეს მყოლია ასეთი სწორი შეყვარებული.

მომწონდნენ ქალები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდნენ, მაგრამ მათთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ გამომდიოდა. ჩემში იღვიძებდა ნორმების დამრღვევი და ვამსხვრევდი მათი ცხოვრების სწორ წესს. მაგრამ პოლასთან სხვანაირად იყო და ჩვენ ყველაფერი კარგად გვქონდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი