მახაჩყალის "ანჟიში" ირაკლი კლიმიაშვილის ბედი ბოლომდე გადაწყვეტილია, მალხაზ ასათაინისა კი - 95 პროცენტით

მახაჩყალის "ანჟი" თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს ამთავრებს. დაღესტანელებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა მინკის "დინამოს" 2:0 მოუგეს. რუსებისთვის ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ დაღესტნურ კლუბში პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა.

ჩვენთვის კი მატჩი მნიშვნელოვანი იმით აღმოჩნდა, რომ ასეთი ცნობილი მოთამაშის გვერდით ორმა ქართველმა ითამაშა: ნუკრი რევიშვილმა შეუცვლელად, ირაკლი კლიმიაშვილმა კი - 30 წუთი. აღსანიშნავია, რომ მძიმე დატვირთვების გამო, მოწინააღმდეგეები 30-30-წუთიან ტაიმებზე შეთანხმდნენ - ასე რომ, კლიმიაშვილს მთელი ტაიმი გამოუვიდა.

ირაკლიმ მე-18 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. ის მეორე ტაიმის დასაწყისში მინსკელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

ირაკლი კლიმიაშვილის "ანჟიში" დარჩენა გადაწყვეტილია. მახაჩყალელთა მთავარ მწვრთნელ გაჯი გაჯიევს 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოეწონა და ცნობილი გახდა, რომ მახაჩყალურ კლუბთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. რომ არა ეს ტრანსფერი, კლიმიაშვილს რუსთავის "ოლიმპში" სთავაზობდნენ თამაშს, პოლონეთის ექსტრაკლასის "პოლონიაში" გასინჯვაზე კი უარი თავად თქვა. შევიტყვეთ ისიც, რომ ერთ-ერთი მენეჯერი იაპონიის ჯეილიგის კლუბში მოწყობას ჰპირდებოდა.

მინსკის "დინამოსთან", ისევე როგორც "ანჟის" წინა ორ შეხვედრაში, მოედანზე არ გამოსულა 18 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ილურიძე. ცხადია, ჩავთვალეთ, რომ გიორგის კონტრაქტი არ გაუფორმეს, რისი დიდი იმედიც თავად ჰქონდა.

დავინტერესდით და დავადგინეთ, რომ "ანჟის" მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა გუნდის მოთამაშეთა ნაწილი უზბეკეთის საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ გაუშვა და მათ შორის მოხვდა ილურიძეც, ანუ ის კვლავ კლუბში რჩება.

და ბოლოს, 2011 წლის ზამთრის სატრანსფერო სეზონის ყველაზე აქტუალური ქართული თემა - სად გააგრძელებს კარიერას მალხაზ ასათიანი და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის მახაჩყალის "ანჟიში" გადასვლა არის თუ არა რეალური?

ორი სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ამბავს გვიყვება: ერთის მტკიცებით, "ანჟის" ხელმძღვანელობას ასათიანის გადაბირების დიდი სურვილი აქვს, მალხაზი დიდხანს თავს იკავებდა, მაგრამ მადააღძრული ლეკური კლუბის ახალმა მეპატრონემ სულეიმან კერიმოვმა თითქმის იგივე ხელფასი შესთავაზა, რამდენსაც მოსკოვის "ლოკომოტივში" იღებდა და ტრანსფერი 95 პროცენტით გადაწყვეტილიაო. იგივე წყაროს თქმით, ასათიანს გასულ წელს ცნობილი თურქული კლუბი "ფენერბახჩეც" იწვევდა, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდაო.

მეორე წყაროს თქმით, ჯერ გამოცდილ ქართველ მცველს არ გადაუწყვეტია, სად ითამაშებს, მოსკოვში კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ იმედოვნებს, რომ 10 მარტამდე (როდესაც რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება) რუსეთის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ჩაირიცხებაო.

უახლოესი დღეები გამოაჩენს, სად ითამაშებს ასათიანი. სამწუხაროდ, თავად მალხაზთან დაკავშირება შეუძლებელია.

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა