ნადალი სეზონის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობს
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა პირველივე მატჩი წააგო ამ კვირას მიმდინარე შანხაის "მასტერსზე". გუშინ, ესპანელი მეორე წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის ხვდებოდა და უშანსოდ დათმო მატჩი - 3:6, 6:7(3).

მეორე სეტის ტაიბრეიკამდე, ნადალმა მატჩბოლი მოიგერია, თუმცა მე-13 გეიმში სუსტად გამოიყურებოდა და ვერაფერი გააწყო ტროიცკის კარგი თამაშის წინააღმდეგ. სერბმა ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, 11 ეისი ჩააწოდა და რაც მთავარია, ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა რაფას. შეხვედრა საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ტროიცკიმ პირველად შეძლო ნადალის დამარცხება.

საინტერესო იყო მატჩის შემდეგ რაფაელის კომენტარი. როგორც ნადალმა განაცხადა, სეზონის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობს.

"ჩემთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია და მე ვიღებ ამას. ვერ ვიტყვი რას გავაკეთებ მომდევნო თვეში. არ ვარ დარწმუნებული საკუთარ კალენდარში.

ისიც კი არ ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ მომავალ სეზონს ასი პროცენტით მზად შევხვდე. ხანდახან, სწორი გადაწყვეტილებაა - გაჩერდე და ივარჯიშო. შესაძლოა, დღეს სწორედ ეს მომენტი დგას", - განაცხადა რაფამ.

სავარაუდოდ, ნადალის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში, რომელიც 13-20 ნოემბერს ლონდონში გაიმართება. შეგახსენებთ, ამ ტურნირში ასევე არ ითამაშებს როჯერ ფედერერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის