ჩვენმა 17-წლამდელებმა მადრიდის "ლას როსასის" ბაზაზე ესპანელ თანატოლებთან მეორე მატჩი ფრედ დაასრულეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მადრიდის "ლას როსასის" ბაზაზე ესპანელ თანატოლებთან მეორე მატჩი ჩაატარა და ნულოვან ფრეს მიაღწია.

შეგახსენებთ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ესპანელებთან 22 თებერვალს 1:2 დამარცხდა, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა და იმის რეალური იმედი გაგვიჩინა, რომ დასვენებული და უცხო გარემოსთან ადაპტირებული ქართველები მეორე შეხვედრას მისაღები შედეგით დაასრულებდნენ. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და ჩვენმა გუნდმა, უდავოდ, აქტივში ჩასაწერი შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთში ჩატარებული საკონტროლო მატჩების შესახებ ჟორჟიკაშვილს თბილისში დაბრუნების შემდეგ დეტალურად გამოვკითხავთ, მანამდე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მიერ მოწოდებულ მცირე მიმოხილვას უნდა დავჯერდეთ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი, მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა ფერნანდო იერო დაესწრო. საიტის ცნობით, პირველ ტაიმში ესპანელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და გაბრიელ თებიძეს საქართველოს ნაკრების კარი არაერთხელ უხსნია. შესვენების შემდეგ ქართველებმაც შეუტიეს და გურამ სამუშიამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა კი გასაკვირი არაა, ხიმენეს მელენდესის გუნდის მხარეს რომ იყო.

თუმცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იქ სამ ნომინალურ თავდამსხმელს აღმოვაჩენთ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, ჟორჟიკაშვილი და მის ასისტენტები მხოლოდ ფრეზე არ ფიქრობდნენ.

ამით ქართველმა 17-წლამდელებმა ესპანური შეკრება დაასრულეს და იქ მიღწეული შედეგებით იმის რწმენა გაგვიძლიერეს, რომ მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდშიც მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს დაბრუნდება და გუნდის მზადების უახლოეს გეგმებზეც სულ მალე გაცნობებთ.

ესპანეთი-საქართველო 0:0

ესპანეთი: დავიდი - მენენდესი, ოლივანი, აროიო, პოლ გარსია (ლუკე) - მარკესი (მელერო), ვადილიო (ხერარდი) - კესადა, Dელგადო (ერნანდესი), დენისი (პოლ კალვე) - იოელი.

საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, ჭიღვარია - ჰუფნაგელი (გოგიჩაიშვილი), ექვთიმიშვილი, სამუშია - ფანცულაია (დიასამიძე), ტარყაშვილი (ენდელაძე), არაბული.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე