"აკადემიის" 16-წლამდელთა გუნდი ოფიციალური მატჩების წინ გენერალურ რეპეტიციას სომხეთში გაივლის
სპორტული პორტალი Sportall.ge და სპორტული გაზეთი "ლელო" "აკადემიის" მედიაპარტნიორები გახდნენ.

"აკადემიის" კალათბურთელებს დღეს ახალი ფორმები დაურიგდათ, რომელსაც წარწერა Sportall.ge ამშვენებს. ჩვენი ვებსაიტი, ისევე, როგორც გაზეთი "ლელო", სწორედ აკადემიის 16-წლამდელთა გუნდის მედიაპარტნიორია.

აღსანიშნავია, რომ "აკადემიის" 16-წლამდელთა გუნდი ოფიციალური მატჩების წინ გენერალურ რეპეტიციას სომხეთში გაივლის, სადაც არმენაკ ალაჩაჩიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

"მინდა მადლობა ვუთხრა სპორტულ პორტალსა და გაზეთს, სადაც ბევრი საკალათბურთო ინფორმაციაა თავმოყრილი. ასეთი სახის პარტნიორობა ორმხრივად მომგებიანია. საქართველოში არაერთი კარგი კლუბია და დარწმუნებული ვარ, სპონსორები და პარტნიორები ერთიორად შეუწყობენ ხელს გუნდებისა და ზოგადად, ქართული კალათბურთის განვითარებას", - აღნიშნა 16-წლამდელთა აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჯაფარიძემ.

მანვე დასძინა:

"2001 წელს დაბადებულთა ჩვენმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ოთხი წლის წინ გამართა. მას შემდეგ ერთი წაგებაც არა აქვს. მიღწეულის გამეორებას ამ სეზონშიც ვაპირებთ. მართალია, სამი წამყვანი კალათბურთელი დაგვაკლდა, მათ საზღვარგარეთის კლუბებს მიაშურეს, მაგრამ ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტად რჩება".

"აკადემია" სომხეთში 14 ოქტომბერს, დილით მიემგზავრება, სადაც ოთხ მატჩს ჩაატარებს: "გრანდსტართან", "არაბკირთან", "როსტოვთან" და სომხეთის ნაკრებთან.

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა