"ფრანს ფუტბოლმა" იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სამ-ოთხ წელიწადში სერიოზულ სიტყვას იტყვიან

გუშინ გაგაცანით ფრანგული ჟურნალის "ფრანს ფუტბოლის" მიერ შედგენილი სიის პირველი ნაწილი. როგორც გითხარით, ამ სიაში ჩამოთვლილია ფრანგების აზრით ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები. დღეს პირველ-მეათე ადგილზე გასულ ვუნდერკინდებს გაეცნობით.

10. ჯეკ უილშირი

გუნდი: "არსენალი"

ნაკრები: ინგლისი

ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 01.01.1992

პროტოტიპი: ფრენკ ლემპარდი

ჯეკმა დაიმსახურა კაპიტნის სამკლავური "არსენალის" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში, 2008 წელს ჟილბერტო სილვასგან მემკვიდრეობით მიიღო მე-19 ნომერი, 16 წლისა და 256 დღის ასაკში პირველად ითამაშა პრემიერლიგაში, რითაც "არსენალის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა - დაამხო სესკ ფაბრეგასის რეკორდი, რომელიც ხუთი წელი იყო ძალაში. "ბოლტონში" იჯარით თამაშის შემდეგ ჯეკი "ემირეიტზე" ნახევარდაცვის ცენტრში წამყვანი მოთამაშის სტატუსით დაბრუნდა და ალექსანდრ სონგთან შესანიშნავი დუეტი შექმნა. გასულ წელს უილშირმა ინგლისის ნაკრებიდან პირველი გამოძახება მიიღო, ნოემბერში კი 2016 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი "არსენალთან".

9. როხელიო ფუნეს მორი

გუნდი: "რივერ პლეიტი"

ნაკრები: არგენტინა

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 03.05.1991

პროტოტიპი: გონსალო იგუაინი

"რივერის" ახალი ბომბარდირი ჯერ 20 წლის არ არის, მისი ბიოგრაფია კი უკვე ძალიან მდიდარი და ჭრელია. მორის ზურგსუკან დგას შვიდი წელი ტექსასში ცხოვრება, გამარჯვება რეალითი-შოუში - SUENO MLSC და უარი "ჩელსის" შეთავაზებაზე. არგენტინაში ორი წლის წინ დაბრუნდა. როხელიომ "რივერის" სასტარტო შემადგენლობაში მთავარ მწვრთნელად ანხელ კაპას დანიშვნის შემდეგ დაიმკვიდრა ადგილი. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უკვე მეორე თამაშში მორიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. 2010 წლის აპერტურა თავდამსხმელმა კარგად დაიწყო, სამი გოლი გაიტანა სამ მატჩში, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა ხუან ხოსე ლოპესმა აქცენტი მარიანო პავონზე გააკეთა, მორის კი "ჯოკერის" როლი მიაკუთვნა. თუმცა როხელიოს სათამაშო დროის შემცირებას ევროპული კლუბების მადაზე გავლენა არ ჰქონია. ყველა მსურველის ჩამოთვლას აზრი არ აქვს - საკმარისია ჩაიხედოთ ევროპის 20 ყველაზე მდიდარი კლუბის სიაში.

8. ჯეიმს როდრიგესი

გუნდი: "პორტუ"

ნაკრები: კოლუმბია

ამპლუა: მარცხენა ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 12.07.1991

პროტოტიპი: კრისტიანო რონალდო

2009 წლის აპერტურაში "ბანფილდის" სენსაციური ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც არგენტინაში ორწლიანი თამაშის შემდეგ თითქმის 20-ჯერ გაძვირდა. ფლანგიდან კარის მიმართულებით დიაგონალურმა გარღვევებმა, ცაციათი უძლიერესმა დარტყმებმა და ტექნიკამ კოლუმბიური ფეხბურთის ახალი მთავარი ვარსკვლავი შექმნა. 18 წლის "ჯადოქარში" 5 მილიონი ევროს გადახდით "პორტუ" ნამდვილად არ დარჩება წაგებაში. თავიდან ჯეიმსი ვერ უძლებდა შეტევის მარცხენა ფლანგზე პორტუგალიელი ვარელას კონკურენციას, მაგრამ ახალ წელს დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში და "მარიტიმუსთან" მატჩში ორი საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი გაიტანა კიდეც.

7. ადემ ლიაიჩი

გუნდი: "ფიორენტინა"

ნაკრები: სერბეთი

ამპლუა: მარჯვენა ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 29.09.1991

პროტოტიპი: მილოშ კრასიჩი

ადემი მთელი წელი უყვებოდა სერბ ჟურნალისტებს იმის შესახებ, თუ როგორი მადლობელია მშობლიური "პარტიზანის" და როგორ ელოდება დებიუტს "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ მანჩესტერში გადაიფიქრეს, თავად ლიაიჩმა კი იმის გამო დაიჩივლა, რომ შეუძლებელი იყო ბრიტანული სამუშაო ვიზის მიღება.

ადემი დიდხანს არ ყოფილა მოწყენილი - იმავე სატრანსფერო ფანჯრისას "პარტიზანის" ოფისს "ფიორენტინას" წარმომადგენლები ეწვივნენ, თან 7 მილიონ ევრო ჰქონდათ გამზადებული. მიმდინარე სეზონში ადემი "ფიორენტინას" ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა - სამი გოლი და სამი საგოლე პასი. თუმცა სინიშა მიხაილოვიჩი მთავარი მწვრთნელისა და თანამემამულის პრივილეგიით სარგებლობს და ლიაიჩს მოდუნების საშუალებას არ აძლევს: "მან თმა უნდა შეიჭრას, ნაკლები შოკოლადი მიირთვას და არ დახარჯოს დრო კომპიუტერზე. შოკოლადი ასუქებს, კომპიუტერი ადუნებს, გრძელი თმები მინდვრის ხედვაში უშლის ხელს".

6. იკერ მუნიაინი

გუნდი: "ბილბაო"

ნაკრები: ესპანეთი

ამპლუა: მარცხენა ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 19.12.1992

პროტოტიპი: იულენ გერერო

პრიმერას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი პამპლონაში დაიბადა, 12 წლის ასაკში უარყო "ბარსელონას" წინადადება და ბილბაოში გადავიდა - ასეთი ძლიერი იყო იკერის ოჯახის "ბილბაოსადმი" სიყვარული. ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქეები მაინცდამაინც ლმობიერები არ არიან მუნიაინის მიმართ - მიმდინარე სეზონში იკერი ის მოთამაშეა, რომელზეც მოწინააღმდეგეებმა ყველაზე მეტი ბარათი მიიღეს. ერთი წლის წინ "ატლეტიკმა" იზრუნა და მდიდარ კლუბებს მოარიდა ახალგაზრდა ფეხბურთელი - კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, მაგრამ თუ მუნიაინი ასეთ სწრაფ ტემპში გააგრძელებს პროგრესს, 36 მილიონი ევრო პოტენციურ მყიდველებს უკვე აღარ შეაშინებს.

5. ედენ აზარი

გუნდი: "ლილი"

ნაკრები: ბელგია

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 07.01.1991

პროტოტიპი: ფრანკ რიბერი

ბელგიელი ვუნდერკინდი სამშობლოში არ გაჩერდა და 14 წლის ასაკში "ლილთან" კონტრაქტი გააფორმა. არც შემცდარა - ზედიზედ ორი წელია აზარი ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ სახელდება. მიმდინარე სეზონში "ლილი" ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს - მეტწილად აზარის აღმაფრენის წყალობით. ბელგიელი რუდი გარსიას გუნდის მთავარი ფიგურა და საუკეთესო ასისტენტია. აზარი ვირტუოზულად ეპყრობა ბურთს, სწრაფი დრიბლინგი აქვს, ბრწყინვალედ ხედავს მინდორს და ხიფათს ქმნის ორივე ფლანგიდან. "არსენალსა" და "რეალს" დიდი ხანია შემჩნეული ჰყავთ ეს ფეხბურთელი. "აზარი - ფანტასტიკური ახალგაზრდა ფეხბურთელია. მან ძალიან მომხიბლა", - აღიარა ცოტა ხნის წინ არსენ ვენგერმა. "ის უაღრესად ტექნიკური და სწრაფია. თუ დღეს ასე შთამბეჭდავად გამოიყურება, წარმოიდგინეთ რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ!" - აღფრთოვანებას ვერ მალავს ზინედინ ზიდანი, რომელიც სატრანსფერო საკითხებში "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის კონსულტანტია.

4. მარიო გიოტცე

გუნდი: "დორტმუნდი"

ნაკრები: გერმანია

ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 03.06.1992

პროტოტიპი: ანდრეას მიულერი

არაჩვეულებრიად ტექნიკური, მოძრავი და მახვილგონივრული ნახევარმცველი - სწორედ ის გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმ უჩვეულო პროგრესისა, რომელსაც წელს "დორტმუნდი" განიცდის. ამ გუნდმა ფაქტობრივად სეზონის შუაში გაინაღდა ბუნდესლიგის ჩემპიონობა. გაზაფხულზე გიოტცე ზეიმობდა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე გამარჯვებას, შემდეგ კი შვედეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა იოაჰიმ ლიოვის გუნდში. ბუნდესმწვრთნელს გარკვეული კრიტიკის გადატანაც მოუწია - ზედმეტად ხომ არ გაიტაცა ის შემადგენლობის გაახალგაზრდავებამ?! "არ მგონია, რომ ადამიანმა მაინცდამაინც 100 მატჩი უნდა ჩაატაროს ბუნდესლიგაში, რათა ნაკრებში თამაში დაიმსახუროს. ამისთვის 10-20 თამაშიც საკმარისია, როგორც გიოტცეს შემთხვევაში იყო", - ამბობს ლიოვი. მარიომ ფრიც ვალტერის პრიზი მიიღო, როგორც გერმანიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

3. ფილიპე კოუტინიო

გუნდი: "ინტერი"

ნაკრები: ბრაზილია

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 12.06.1992

პროტოტიპი: რობინიო

"ინტერმა" კოუტინიო ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში 4 მილიონ ევროდ შეიძინა. ორი წლის შემდეგ უსწრაფესმა ბრაზილიელმა უკვე იტალიურ მინდვრებზე დაიწყო თავისი ტექნიკის დემონსტრირება - ტრავმების ეპიდემიის გამო რაფა ბენიტესმა მაქსიმალურად დატვირთა დებიუტანტი. ფელიპეს ბევრი გაუცდა ბარძაყის ტრავმის გამო, მაგრამ დაბრუნება შედგა, მით უმეტეს, რომ ახალ მწვრთნელად "ინტერში" კოუტინიოს თანამემამულე ლეონარდო დანიშნეს. თუმცა ფილიპე საკმაოდ არატიპური ბრაზილიელია: "არ დავდივარ დისკოთეკებზე, არ ვეტანები ლუდს ან სხვა ალკოჰოლურ სასმელს, არც სვირინგი მაქვს... სხვა რამეებში ვპოულობ სიხარულს. დედაჩემი ახლა ეკლესიას ეძებს მილანში, რომელსაც რეგულარულად ვესტუმრებით. ბრაზილიაში ყოველ კვირას ერთად ვესწრებოდით მესას. ღმერთი ჩემს გულშია. ის დაბადებიდან ჩემთანაა. ბრაზილიის ნაკრებში პირველი გამოძახება მას მივუძღვენი."

2. რომელუ ლუკაკუ

გუნდი: "ანდერლეხტი"

ნაკრები: ბელგია

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 13.05.1992

პროტოტიპი: დიდიე დროგბა

ლუკაკუ მიმდინარე სეზონს "ანდერლეხტში" დაასრულებს და შემდეგ "რეალში" გადავა - ჟოზე მოურინიოს სასურველი ფეხბურთელების სიაში ჰყავს შეყვანილი ბელგიელი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში - ჩემი ოცნებაა, ხოლო ის, რომ ამ გუნდს ჟოზე მოურინიო ავარჯიშებს - დამატებით მოტივაციად უნდა ჩაითვალოს. ასეთი მწვრთნელისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მზად ვარ საკუთარ კარიერაში დიდი ნახტომისთვის, თუმცა ამისი დრო ჯერ არ მოსულა. ამბიციური ვარ და დავამტკიცებ, რომ ვღირვარ ის თანხა, რასაც ჩემში იხდიან", - ამბობს ლუკაკუ.

1. ნეიმარი

გუნდი: "სანტოსი"

ნაკრები: ბრაზილია

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 03.02.1992

პროტოტიპი: პელე

პროფესიულ ფეხბურთში ამ იუნიორის პირველი ნაბიჯები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მისი აგენტის - ვაგნერ რიბეიროს გარშემო მსოფლიოს მთელმა საფეხბურთო ელიტამ მოიყარა თავი. მაგრამ მეორე მედიაგმირის - დუგლას კოშტასგან განსხვავებით, რომელმაც არცთუ ისე წარმატებით ჩაატარა თავისი პირველი პროფესიული სეზონი, ნეიმარმა სუპერჩემპიონატი გვაჩუქა - ათი გოლი და შვიდი შედეგიანი პასი. მაგრამ ვუნდერკინდს მწარედ მოაგონდება ნიგერიაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მგზავრობა - რბილად რომ ვთქვათ, იქ ბრაზილიელებმა თავი შეირცხვინეს, როცა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს (სამიდან ორი შეხვედრა წააგეს). აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ გაბრაზებულმა ნეიმარმა ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის წინ მთელი ბრაზილია დუნგასგან ნეიმარის განაცხადში შეყვანას ითხოვდა.

[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო