თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, "სოხუმი", "არმია" და შსს ევროჩელენჯზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ

იცით რამდენი გუნდი მონაწილეობს ბელგიის ჩემპიონატში? - ცხრა. აქედან ექვსი 2010-11 წლებში ევროტურნირებზე იცავდა ბელგიის ღირსებას.

დღეს

ქართველებს ნაკლებად გვაქვს ღირსების გრძნობა? თუმცა, ფული გვაქვს ნაკლები - ევროთასებზე გუნდის გაყვანას სათანადო ბაზა, კარგი ადგილობრივი კალათბურთელები და 4-5 ლეგიონერი სჭირდება. საამისოდ კი ვერც ერთი ქართული კლუბი პოულობდა თანხას. ბოლო წლებში მხოლოდ რუსთავის "ენერჯიმ" გაიხედა ევროპისკენ, მაგრამ ლეგიონერები ბოლო მომენტში ჩამოიყვანეს და მათი ევროჩელენჯზე ასპარეზობა მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავდა.

არადა, "ტარტუ როკის" მაგალითი წინ გვაქვს - 1.5-მილიონიანი ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი შეიძლება ისეთი გუნდის შერჩევა, ევროჩელენჯზე ფინალურ ოთხეულში რომ მოხვდება. ამას სწორი გათვლები სჭირდება. ქართული კლუბებისგან ოთხეულს არავინ ითხოვს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაც საოცნებოდ გაგვხდომია.

გარკვეულწილად გავბრაზდი ერთ ლატვიელ ქომაგზე, რომელმაც მათი ნაკრების მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის საქართველოში წამოსვლის შესახებ რომ შეიტყო, ფორუმში დაწერა - ბარემ ეთიოპიაში ჩასულიყოო.

რეალობას რომ შევხედოთ, ევროპელებისთვის საქართველოსა და ეთიოპიის საკლუბო კალათბურთს შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს - არც ერთს იცნობენ და არც მეორეს, არც ეთიოპიური კლუბები გამოდიან ევროსარბიელზე და არც ქართული.

ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე თამაშობს და პირველი ეტაპის გადალახვასაც აპირებს. ზაზა ფაჩულიასაც არაერთხელ უთქვამს: ქართულ კლუბებს მიხედვა სჭირდებათ, სწორედ იქ უნდა გაიზარდონ ის კალათბურთელები, რომლებიც ახლო მომავალში ნაკრებში ჩვენს გვერდზე დადგებიან, შემდეგ შეგვცვლიანო. უფულო, შესაბამისად უსტიმულო ჩემპიონატში კი სათანადო პროგრესი წარმოუდგენელია. ნიჭიერი ახალგაზრდა გამოცდილი ლეგიონერების გვერდით ევროტურნირებზე თამაშით ათმაგად მეტს ისწავლის და ნაკრებსაც უფრო გამოადგება.

ხვალ

წინა ქვეთავში აწმყო დროში ვილაპარაკე, თუმცა ერთ მომენტში ისიც გავიფიქრე - წარსულში ხომ არ დამეწერა-მეთქი. რადგან უძრაობის ხანა წარსულს ბარდება - 2010-11 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ფულიც გაჩნდა და კლუბებიც ღიად გამოთქვამენ ევროტურნირებზე გამოსვლის სურვილს. მეტსაც გეტყვით: ზოგს ისიც აინტერესებს, ერთი ქვეყნიდან რამდენ კლუბს აქვს ევროჩელენჯზე თამაშის უფლება (აბა ევროთასსა და ევროლიგაზე არავინ დაგვიშვებს). ამ კითხვით კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს მივმართეთ და შევიტყვეთ, რომ 2010-11 წლების სეზონში ევროჩელენჯზე ერთი ქვეყნის ოთხ გუნდს ჰქონდა ასპარეზობის უფლება (რაც რუსებმა და ბელგიელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს).

კონკრეტულზე გადავიდეთ. სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი "არმია" ევროჩელენჯზე აპირებს გამოსვლას. არმიელთა თავკაცმა, ლევან მოსეშვილმა სლოვენიური შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ აღნიშნა: კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ღირსეულად გამოსასვლელად სამ პოზიციაზე თითო კარგი ლეგიონერია საჭიროო.

ეს სხვა კლუბებმაც უნდა გაითვალისწინონ. საქართველოს ჩემპიონატშიც "არმიაზე" არანაკლები პრეტენზიები აქვს შსს-ს, რომლის პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ თქვა: ევროპაზე აუცილებლად გავალთ, ოღონდ მანამდე ჩემპიონატში დადებითი შედეგი უნდა გვქონდეს, მიზანი ჩემპიონობააო.

ევროჩელენჯზე თამაშის სურვილს ღიად "სოხუმი" აფიქსირებს. გუნდის ხელმძღვანელს სერიოზული მიზნები აქვს, სათანადო დარბაზის აშენებასაც აპირებს და მაღალი კლასის ლეგიონერების დამატებასაც. ევროპისთვის მზადების ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯად "სოხუმის" მთავარ მწვრთნელად ლატვიის ნაკრების თავკაცის აინარს ბაგაცკისის დამატება უნდა მივიჩნიოთ.

"სოხუმი", "არმია", შსს - თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ეს სამი გუნდი ევროჩელენჯზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. თან დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ისეთ შემადგენლობებს შეკრებენ და ისე მოემზადებიან, რომ საკვალიფიკაციო ბარიერიც უნდა გადალახონ და არც ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ აუტსაიდერები.

ერთი არ დაგვავიწყდეს: ქართველ ხალხს კალათბურთი უყვარს და უცხოტომელთა წინააღმდეგ კლუბებსაც ისევე ქომაგობს, როგორც ნაკრებს. ამას ისტორიაც ადასტურებს.

გუშინ

თუ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წინა ქვეთავში დავწერეთ, 2011-12 წლების სეზონი ქართული საკლუბო კალათბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება - ერთბაშად 3 ქართულ კლუბს ხომ არც ერთხელ უასპარეზია საერთაშორისო სარბიელზე.

ყველაზე გამორჩეული კი 1961-62 წლები იყო, როცა თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა თასი ფინალში თვით მადრიდის "რეალს" აართვა.

დინამოელებს 1959-61 წლებშიც შეეძლოთ ამავე თასის დაუფლება, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში რიგელებთან დამარცხდნენ. 1968-69 წლების სეზონში ზურაბ საკანდელიძის წინამძღოლობით თბილისელებს მეორე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდათ, მაგრამ საპორტას თასზე ჩეხეთის "პრაღასთან" ფინალში 6 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

მას მერე ჩვენებს ევროსარბიელზე ღირებული წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ. თუმცა იყო გამონათებები, ისეთი, როგორიც "ვითა"-"კიორმენდის" მატჩში...

ბოლოს ქართველებმა ჯგუფური ეტაპი 2002-03 წლების სეზონში გადალახეს - თბილისის "დინამომ" (ლევან მოსეშვილი წვრთნიდა) ჯგუფში აზერბაიჯანის "ნტდ-დევონს" აჯობა და იუჟნის "ხიმიკთან" ერთად მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

vas
თუ შეგიძლიათ შემდეგში დაწერეთ როდის იწყება ევროჩელენჯი ტურნირის სისტემა და ინტერვიუბი გასვლის მსურველ კლუბებთან, და ევროთასზე და ევროჩელენჯზე რატო არ გვაქ უფლება (ვიკიპედიაზე ცუდადაა ძაან ახსნილი)
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა