...ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი რამ "დინამოს" "ნოუ ჰაუა" - ფეხბურთში ეს ადრეც მომხდარა და ხდება თვით მსოფლიო გრანდებშიც
მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურამდე კარგა ხანს არ მოეგო. ნავსი ლანჩხუთში გატყდა, მაგრამ მანამდე და უშუალოდ ლანჩხუთური მატჩის მსვლელობისას "დინამოში" საინტერესო ამბები დატრიალდა...

როცა მთავარი გმირი... ცხვარია

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამოს" ბაზაზე... ცხვარი გამოჩნდა, თითქოსდა, ის მსხვერპლად შესწირეს გუნდის უიღბლო სერიის დასრულებას.

წლების წინ, "დინამოში" მართლაც მიმართეს ამგვარ პრაქტიკას და, რა თქმა უნდა, მომხდარმა საზოგადოება მაშინაც გვარიანად გაამხიარულა.

ვიცით, რომ სამხრეთ ამერიკაში ასეთ დროს საშველად "შამანებსაც" მიმართავენ ხოლმე. მაგრამ მარტო იქ არა, აგერ, ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ მათი უიღბლობა ზებუნებრივ ძალებთან იყო დაკავშირებული და თხა დაკლეს. ახლა მათ სჯერათ, რომ უიღბლობა წარსულს ჩაბარდა...

- ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის განდევნისთვის თხა დაკლეს

ისევ "დინამოს" დავუბრუნდეთ. როგორც აღმოჩნდა, ბაზაზე ცხვარი არ დაუკლავთ. თბილისის "დინამოს" პრესსამსახური იძულებული გახდა, მომხდარზე კომენტარი გაეკეთებინა:

"ცხვარი ბაზაზე მოიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო ხუმრობა. ის არავის დაუკლავს, ცოტა ხნის შემდეგ გაუშვეს. ამის შემდეგ ფეხბურთელები რესტორანში წავიდნენ და ივახშმეს. "დინამოში" ყველა ხვდება, რომ ცხვრის დაკვლა საქმეს ვერ უშველის. ჩვენ ეს საქმე მინდორზე კარგი თამაშით უნდა გამოვასწოროთ", - ასეთია კლუბის პრესსამსახურის პოზიცია.

ერთი სიტყვით, "დინამო" არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც ამგვარ პრაქტიკას მიმართა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმოთ კლუბის პრესსამსახურს - საქმის გამოსწორებას სხვა რამ სჭირდება...

ჩხუბი მშვიდობიანი დასასრულით

არასასიამოვნო ფაქტი მოხდა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც თბილისის "დინამომ" გასვლაზე 2:0 მოუგო ლანჩხუთის "გურიას". პირველი ტაიმის მიწურულს, ლანჩხუთელთა შეტევის დროს, დინამოელებმა, რენე ფერეირამ და გიორგი პაპუნაშვილმა, ერთმანეთში იჩხუბეს. არბირტმა ორივეს წითელი ბარათები უჩვენა.

რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანში ასეთი ამბები ხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი რამ "დინამოს" "ნოუ ჰაუა" - ფეხბურთში ეს ადრეც მომხდარა და ხდება თვით მსოფლიო გრანდებშიც.

ძალიან კარგია, რომ როგორც რენე, ისევე პაპუნაშვილი, დროულად გამოეხმაურნენ მომხდარს და ინციდეტის თაობაზე ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირეს.

რენე ფერეირა: "მსურს, ბოდიში მოგიხადოთ მომხდარის გამო. გულშემატკივრებს გპირდებით, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდება. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა"!

გიორგი პაპუნაშვილი: "ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, მე და რენე მეგობრები ვართ... მთავარია, მოვიგეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და კვლავ გვაქვს შანსი, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ამისთვის, გულშემატკივრისგან გვერდში დგომა გვჭირდება. ისინი ლანჩხუთშიც მრავლად იყვნენ".

განცხადება კლუბის ხელმძღვანელობამაც გააკეთა:

"დინამო თბილისის" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით და გმობს დინამოელი ფეხბურთელების საქციელს. კლუბში აღნიშნული ფაქტის გარშემო გაიმართება დეტალური მსჯელობა და ხელმძღვანელობის მხრიდან დამნაშავე ფეხბურთელები დაისჯებიან უმკაცრესად.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ იმ ფეხბურთელების თავდადება, რომლებიც აღმოჩნდნენ ურთულეს სიტუაციაში, შესვენებისას მოახდინეს ერთ მუშტად შეკვრა, ძალების მობილიზება და დადებითი შედეგით დაასრულეს მატჩი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fgsgdg
დინამოს ცხვარი კი არა კამეჩიც არ უშველის წელს სამტრედია ჩემპიონნ და მორჩა ბაზარი Ddd
რეზო
რა შუაშია ჩიხურა და ტორპედო,ორივე გუნსა და ქალაქს უდიდეს პატივს ვცემ.ვეჭვობ,შენ არცერთის "ბალელშიკი" არ ხარ.შეეშვი დინამოს. თვითონ მიხედავს თავს!
gio
ხოოოო ჩიხურას და ტორპედოს გვერდით დინამო რა მოსატანია ეგენი სხვა დონეა?!
QWERTY
იმ ჩიხურას და ტორპედოს შეურცხვეს ნამუსი რომ თქვენ საჩემპიონო პლეი ოფში გაგატარონ.ქუთაისში ხომ დაკარგული გაქვთ მინიმუმ 2 ქულა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები
"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში
ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!
ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა