"გოლდენ სტეიტს" სეზონის დაწყებამდე ორი საგამოფენო მატჩი დარჩა
ზაზა ფაჩულიას კარგი თამაში "ლეიკერსის" წინააღმდეგ შეუმჩნეველი არ დარჩენილა ამერიკული მედიისათვის. შეგახსენებთ, რომ საგამოფენო მატჩში ზაზამ "გოლდენ სტეიტს" 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოუტანა.

ფაჩულიას საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და "დაჩაგრული" მოზგოვი [VIDEO]

აი, რას წერს Santa Cruz Sentinel:

"ზაზა ფაჩულიას 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი აღნიშვნის ღირსია. მართალია, ქართველი დაფარებების ოსტატი არ არის და ფარზემოთ თამაშშიც მოიკოჭლებს, მაგრამ ფაჩულია უკვე აჩვენებს, რომ გუნდს კარგად შეეწყობა.

"ლეიკერსთან" ის ძალიან აქტიური იყო, ფარქვეშ კარგად ითამაშა, ის ასევე კარგად ამჩნევდა თავისუფალ პარტნიორებს. მოკლედ, მას ნაყოფიერი საღამო ჰქონდა.

მაგრამ ზაზა ეთამაშა გუნდს, რომელსაც გამორჩეული "დიდი" არ ჰყავს (არა გვგონია, "დოლარ მენი" ტიმოფეი მოზგოვი ასეთად ითვლებოდეს). კითხვა რჩება, რამდენად კარგად ითამაშებს ფაჩულია უკეთესი გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც ათლეტური ცენტრები ჰყავთ".

20 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტი" კვლავ "ლეიკერსს" ეთამაშება, 22-ში "პორტლენდს" და ამით წინასასეზონო მზადება დასრულდება. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ხვდება.

alexandre
ვერ გავიგე, "ათლეტური ცენტრების" წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია? კარგ სეზონს ვუსურვებ ზაზას, და ევრო-2017ზე წარმატებას.
svani
უბრალოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს რა ზაზი დაამტკიცებს თამაშით!
სოსო
ბავარია,სკეპტიკოსებზე ცოტა მეტი მოგივიდა,საქართველოში გულშემატკივარი არ მეგულება,რომელსაც ზაზა არ უყვარს.
ბესო72
ზაზას აქვს თანდაყოლილი ნიჭი ქართველისათვის დამახასიათებელი ტვინი ( ეს არის მოედნის ხედვა , ზუსტი პოზიციის დაკავება, ისე რომ პერსონალური მიაღებინოს მოწინააღმდეგეს და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი ), რომელსაც ვერავინ ვერასდროც ვერავის ჩაუდებს და ასწავლის. მის გამოცდილებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია . ამას კი იმიტომ არ ვამბობ , რომ ჩვენია ზაზა კიდევ დიდხანს იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ბევრჯერ გაგვახარებს კარგი თამაშით .
bavaria
რაც არ უნდა მიკროსკოპის ქვეშ გაატაროთ ყოველი თამაშის შემდეგ, ზაზა გააკეთებს თავის გასაკეთებელს გოლდენში, მას საკმაოდაა აქვს იმისი კლასი და გამოცდილება, რომ ალღო აუღოს ახალ გუნდში თამაშს და მალე ჩაგაკმენდინებთ ხმას სკეპტიკოსებს
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ