"ინტერის" ფანები არგენტინელს გადაეკიდნენ
დიდ უსიამოვნებაში გაეხვა "ინტერის" არგენტინელი ლეგიონერი მაურო იკარდი, რომელიც ამავდროულად, გუნდის კაპიტანია... როგორც ჩანს, უკვე მომდევნო შეხვედრაში მას სამკლაურის გარეშე მოუწევს მოედანზე გასვლა.

დიახ, დიდი ალბათობით, 23 წლის თავდამსხმელი "ნერაძურის" კაპიტანი აღარ იქნება და ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

მიზეზი

ყველასთვის მოულოდნელად, მაურო იკარდიმ 23 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოეცა. მაურომ დეტალებში აღწერა თუ, როგორ დაიწყო მისი და ვანდა ნარას რომანი, რომელსაც ქვემოთ დავუბრუნდებით, თუმცა ულტრასების აღშფოთება იმ თავმა გამოიწვია, სადაც ის სწორედ მათთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს - მაურო წერს, რომ 2015 წლის თებერვალში, "სასუოლოსთან" მარცხის შემდეგ, ის ულტრასების სექტორთან მივიდა და თავისი მაისურა ბავშვს უსახსოვრა, თუმცა ტიფოზების ლიდერმა ეს მაისურა გამოგლიჯა ხელიდან და იკარდის ესროლა.

ამას მაუროს აღშფოთება მოჰყვა და ის ღია დაპირისპირებაში შევიდა გულშემატკივრებთან, რამაც, როგორც წიგნიდან იკვეთება, ის სიამაყით აავსო და როგორც თვოთონვე წერს, ამან მისი თანაგუნდელების აღფრთოვანებაც გამოიწვია. შემდეგ, იკარდი კიდევ უფრო უცნაურ განცხადებას აკეთებს და პირდაპირ მიმართავს "ინტერის" გულშემატკივრებს:

"რამდენი ხართ ჩემს მიმართ მტრულად განწყობილი: 50? 100? 200? - ჩამოვიყვან არგენტინიდან 100 მკვლელს და ისინი ყველას დაგხოცავენ".

რთულად დასაჯერებელია, რომ ფეხბუფრთელის ავტობიოგრაფიულ წიგნში მსგავსი ამბები წერია, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით - როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, მაურო იკარდი იმაზე უფრო სულელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს შეიძლებოდა წარმოგვედგინა.

ულტრასების რეაქცია

"ინტერის" გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ იკარდიმ ყველაფერი მოიგონა და "სასუოლოსთან" მატჩის შემდეგ, მისთვის მაისურა არავის უსვრია. ბუნებრივია, ისინი განსაკუთრებით აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ფეხბურთელი მათ მოკვლით დაემუქრა და, როგორც თვითონვე წერს, არგენტინიდან მკვლელების ჩამოყვანას აპირებს მათთან ანგარიშის გასასწორებლად.

"კალიარისთან" მატჩის დროს, იკარდი დიდ წნეხში მოაქციეს და ობსტრუაქცია მოუწყვეს, თუმცა, როგორც ულტრასები გვპირდებიან, ეს მხოლოდ დასაწყისია - მათ იკარდის საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს:

"გვეგონა, რომ ბევრი სისულელე, რომელსაც აკეთებ, შენი ახალგაზრდული ასაკით იყო გამოწვეული და ზოგადად, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ აშკარად ვცდებოდით. ყველა კავშირი გაწყვიტე "ინტერის" გულშემატკივრებთან და აღარ იმსახურებ გუნდის კაპიტნობას. შენ ჩვენთვის მკვდარი ხარ, რადგან მასხარა ხარ, მასხარამ კი კაპიტნის სამკლავური უნდა მოიხსნას".

იკარდის პასუხი

"ინტერის" გულშემატკივართა აღშფოთებას მაურო იკარდიმ თავის ინსტაგრანზე გაკეთებული განცხადებით უპასუხა:

"ძვირფასო გულშემარტკივრებო, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემმა წიგნმა ასეთი უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. უბრალოდ მინდოდა, რომ გადმომეცა ის ემოციები, რაც მაშინ დუღდა და ის ატმოსფერო, რაც მაშინ იყო შექმნილი. გუნდს მძიმე დროება ედგა, მე კი ადრენალინი მომაწვა და გულშემატკივრებს დავუპირისპირდი. დიახ, წიგნში რაღაცეები გადავამეტე და შევალამაზე, მაგრამ ეს მხოლოდ წიგნია და მეტი არაფერი. ვწუხვარ, რომ ამ ისტორიას ასეთი ქაოსი მოჰყვა, რადგან "ინტერის" გულშემატკივრების მიმართ ყოველთვის დიდი სიყვარული მამოძრავებდა".

რა მოხდა კალიარისთან თამაშის დღეს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "კალიარისთან" მატჩის დროს, ულტრასების სექტორზე იკარდის შეურაცხმყოფელი არაერთი ბანერი გამოკიდეს, მათ შორის ყველაზე დიდზე კი ასეთი წარწერა იყო: "განავლის დიდი ნაჭერი ხარ". არაა გასაკვირი, რომ ასეთ ატმოსფეროში იკარდიმ ვერ ითამაშა, გოლიც ვერ შეაგდო და თერთმერტმეტრიანიც გააფუჭა.

მატჩის შემდეგ, "ინტერის" გულშემატკივრებმა მაუროს მანქანა დააზიანეს, თვითონ ფეხბურთელმა კი კარაბინიერების თანხლებით, გაძლიერებული დაცვის ქვეშ დატოვა სტადიონი. მოგვიანებით, მაუროს სახლთან, "ნერაძურის" რამდენიმე ათეული ქომაგი შეიკრიბა, რომლებსაც ბანერი ჰქონდათ გამოფენილი შემდეგი წარწერით: "სად არიან შენი არგენტინელი მკვლელები? - თუ უკვე ჩაისვარე და არავინ აღარ ჩამოჰყავს"? - ულტრასებმა მაუროს სახლში შეჭრაც სცადეს, მაგრამ კარაბინიერებმა რამდენიმე მათგანი დააკავეს და შემდეგ, აქცია დაშალეს.

ბოლო ცნობებით, იკარდიმ პირადი დაცვა აიყვანა, მის სახლთან კი კარაბინიერებმა მორიგეობა დააწესეს. ვითარება უკიდურესად მწვავეა და რთული სათქმელია, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას...

როგორია "ინტერის" პოზიცია?

"ინტერის" მესვეურები არ მალავენ, რომ მათთვის გულშემატკივართა აზრი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, დიდი ალბათობით, იკარდის კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ:

"მივიღებთ თუ არა ზომებს იკარდისთან დაკავშირებით? - სამწუხაროდ, მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან ჩვენთვის მთავარი სწორედ გულშემატკივრის პოზიციაა, ამ ვითარებაში კი ისინი ნამდვილად არ ტყუიან. დაუშვებელია, რომ "ინტერის" ფეხბურთელი გუნდის გულშემატკივრებზე წერდეს იმას, რაც პირადად მე წიგნში წავიკითხე და ამაზე დრო დავკარგე".

პრობლემები არა მარტო კლუბში, ნაკრებშიც...

მაურო იკარდის პრობლემები აქვს არა მარტო კლუბში, არამედ ნაკრებშიც. წიგნში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიწყო მისი და ვანდა ნარას რომანი. შეგახსენებთ, რომ ვანდა მაქსი ლოპესის მეუღლე იყო და მისგან სამი შვილი ჰყავს გაჩენილი, იკარდის კი მაშინ დაუახლოვდა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე დღით მის სახლში ცხოვრებდა.

იკარდის დიეგო მარადონამ მოღალატე უწოდა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იკარდი მოღალატეა და მასზე ლაპარაკიც არ მსურს. იცით, როგორ მოექცეოდნენ ჩემ დროს მაუროს? - გამოათრევდნენ ქუჩაში და სახალხოდ სცემდნენ. დრო შეიცვალა, დღეს არაკაცებს კაცები ჰქვიათ".

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ იკარდის წინააღმდეგ ლიონელ მესიმაც გაილაშქრა და არგენტინის ნაკრების მწვრთნელს მისი გუნდიდან მოკვეთა ურჩია, ან თუ ლეოს ავტორიტეტს გავითვალისწინებთ, სულაც მოსთხოვა. მოკლედ, მაურო იკარდის ყველგან პრობლემები აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Georgian
... და მორჩა! სანქციები უნდა დაუწესდეს სხვადასხვა ფორმით.
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ხავიერ ძანეტი: არ მგონია, რომ იკარდი იტალიაში დაბრუნდება
"იუვენტუსში" მიმავალ ლუკაკუს მოღალატე ამჯერად ძანეტიმ უწოდა
"ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას მესი" - ძანეტიმ ლიონელზე ისაუბრა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
მორაიში: "ინტერს" მესის მოყვანის შესაძლებლობა ამ ადამიანის წყალობით აქვს
ხავიერ ძანეტიმ, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
ხავიერ ძანეტი: ფინალში "რეალთან" შეხვედრა არ მინდა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის