ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ 33 წლის ვეტერანი, მგეზავი რონან ოგარა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ 33 წლის ვეტერანი, მგეზავი რონან ოგარა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. ოგარა, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 105 კეპი მოუხვეჭია, სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიელებთან მატჩში ახალგაზრდა ჯონათან სექსტონს შეცვლის. მან "სამყურებს" პირველ ტურში იტალიასთან არეკნით გამარჯვება მოუტანა. ფრანგებთან საშინაო მატჩში კი თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო და "ლე ბლეს" წაქცევამდე ცოტა დააკლდა.

კიდნიმ ოგარას გარდა კიდევ ორი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში დაბრუნდა ტომ ბოუი, სათადარიგოთა შორის იქნება ტრავმამოშუშებული პედი ვოლესი.

"მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებთან მატჩს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში, 19 მარტს ინგლისის ნაკრებს ვმასპინძლობთ, ექვსი ერის მოგების შანსს ისევ ვინარჩუნებთ" - თქვა ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ.

ირლანდია: 15. ლუკ ფიცჯერალდი, 14. ტომ ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ქეით ირლზი, 10. რონან ოგარა, 9. ეოინ რედანი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. შონ ობრაიანი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. სონ კრონინი, 17. ტომ კართი, 18. ლეო კალენი, 19. დენის ლამი, 20. პეტერ სტრინგერი, 21. ჯონათან სექსტონი, 22. პედი ვოლესი.

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა