მთავარი მატჩი "კამპ ნოუზე": "მანჩესტერ სიტის" "ბარსა" "ბარსას" წინააღმდეგ
* მიმდინარე სეზონში "ბარსას" შემტევი ტრიოს MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი) ანგარიშზე 21 გოლი და 16 საგოლე პასია.

* "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 საშინაო მატჩი მოიგო, ბოლო 17 მატჩია, არ წაუგია. ბოლოს გუნდი "კამპ ნოუზე" ლიგის მატჩში 2013 წლის სექტემბერში დამარცხდა.

* "ბარსელონას" ინგლისურ კლუბებთან შემდეგი საშინაო ბალანსი აქვს - 18 მოგება, 11 ფრე და 2 წაგება.

* "სიტის" ესპანურ კლუბებთან შემდეგი საგარეო ბალანსი აქვს - 2 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება.

* 2008-12 წლებში გვარდიოლამ "ბარსელონას" 14 ტიტული მოუპოვა, მათ შორის, ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა 2009 და 2011 წლებში.

დღეს III ტურის მშვენებაა - "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს, პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი გუნდით ბრუნდება მშობლიური კლუბის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს ყველა გზა "კამპ ნოუზე" მიდის...

ხოსეპ გვარდიოლას ჩადის იქ, სადაც ჩემპიონთა თასი მოგებული აქვს, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს, ეთამაშება გუნდს, რომლის უახლეს ისტორიაში დიდი სიტყვა აქვს ნათქვამი. ამჯერად, პეპის გუნდი არა "ბაიერნი", არამედ, "მანჩესტერ სიტია", რომელიც პეპის ხელში თვალსა და ხელს შუა იქცა სრულყოფილ ევროგრანდად... თუმცა დავიცადოთ, "სიტიმ" ჯერ ეს გამოცდა ჩააბაროს.

პრესკონფერენცია

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პეპი ჩემი ნამდვილი მეგობარია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მე მიყვარს მისი შემტევი მენტალიტეტი. მაგრამ ხვალ ჩვენ ორს შორის არ არის მატჩი, მთავარი მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან. "სიტი" დიდებულად გამოიყურება, მე კარგად ვხედავ პეპის მოღვაწეობის კვალს "სიტიში".

ძალიან კარგია, რომ ლეო მესი დაბრუნდა და მან უკვე ითამაშა. ლეოს შეუძლია მომენტების შექმნა, როცა ის მწყობრშია, "ბარსელონა" უკეთესია".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს, მაშინვე მივხვდი, რომ ლუისი განსაკუთრებულია. ის პირდაპირი, ალალი და ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. ის ძალიან წარმატებულია და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ელის. ახლანდელი "ბარსელონა" უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო.

მეც მიხარია, რომ მესი დაბრუნდა, ის მსოფლიოში საუკეთესოა და უნდა თამაშობდეს.

"ბარსას" სხვებისგან ის განასხვავებს, რომ მინიმალური შანსებიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მინდა, რომ "სიტიმ" ხვალ კარგად დაიცვას თავი და კარგადვე შეუტიოს. საკუთარ თამაშის სტილს ამ ერთი თამაშის გულისთვის არ შევიცვლით".

ურთიერთშეხვედრები

რა თქმა უნდა, კლუბებს შორის ურთიერთშეხვედრებს ვგულისხმობთ: "სიტი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში პირველად ახლახან, 2013/14 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. მაშინ მერვედფინალის პირველი მატჩი "ბარსამ" ინგლისში 2:0 მოიგო ლიონელ მესისა და დანი ალვეშის გოლებით, შინ "ბარსამ" 2:1 იმარჯვა, გოლები ისევ ლეომ და დანიმ გაიტანეს,მათ შორის კი ერთი გოლის გატანა ვენსან კომპანიმ მოახერხა.

მომდევნო სეზონში ეს გუნდები დათქმულივით ისევ მერვედფინალურ სტადიაზე შეხვდნენ და ისევ "ბარსამ" იყოჩაღა. მანჩესტერში ესპანურმა გუნდმა 2:1 იმარჯვა ლუის სუარესის დუბლის წყალობით, მასპინძელთა გოლი კი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა. იმ მატჩში გაელ კლიში გააძევეს, ხოლო მესის ბოლო წუთზე პენალტი ჯო ჰარტმა აუღო, რომელიც პეპის გამო აღარ არის "სიტის" მეკარე.

ბარსელონაში 1:0 მოგებას ივან რაკიტიჩის გოლიც ეყო, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აგუეროს პენალტი მოიგერია. პენალტი და აგუერო ახლა განსაკუთრებულად ირონიულად ჟღერს ერთად, კუნმა ხომ არგენტინის ნაკრებსა და "სიტიში" ბოლო 4 პენალტი ვერ გამოიყენა (!), ამის მიუხედავად, პეპი ამტკიცებს, რომ თუ პენალტი დაინიშნება, შესაძლებელია, ნიშნულთან ისევ არგენტინელი მივიდეს.

უფრო ადრინდელ წარსულში 2009 წლის ამხანაგური მატჩის გახსენება შეიძლება, აგვისტოში "სიტიმ" კატალონიაში 1:0 იმარჯვა. მაშინდელი "სიტიდან" დღეს გუნდში მარტო პაბლო საბალეტა ირიცხება.

ეს საინტერესოა

ხოსეპ გვარდიოლა მეორედ დაუპირისპირდება "ბარსას", რაც ამ გუნდის მწვრთნელი აღარ არის. 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პეპის "ბაიერნი" "კამპ ნოუზე" 0:3 დამარცხდა.

როცა "ბარსაში" თამაშობდა, პეპმა გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო, მათ შორის კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი 1992 წელს. 1991 წლიდან 2000 წლამდე პეპმა "ბარსას" მაისურა 263-ჯერ მოირგო. ის და ლუის ენრიკე, "ბარსას" ამჟამინდელი მწვრთნელი თანაგუნდელები იყვნენ.

"სიტის" საფეხბურთო დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა "ბარსელონაში" 2003-10 წლებში.

კლაუდიო ბრავო "ბარსადან" წასვლის მერე პირველად დაუპირისპირდება ყოფილ გუნდს, რომლის რიგებშიც ჩილელმა 75 მატჩი ჩაატარა. საოცარია, მაგრამ მას ერთხელაც არ უთამაშია ლიგაზე "ბარსაში" ყოფნისას.

ნოლიტო 2008-11 წლებში ლუის ენრიკეს შეგირდი იყო "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში, ახლა ის პეპის შეგირდია "სიტის" პირველ გუნდში.

პეპის ასისტენტმა მიკელ არტეტამ საფეხბურთო კარიერა ასევე "ბარსელონაში" დაიწყო.

დენის სუარესს (ბარსელონა) თინეიჯერობისას "სიტიში" უთამაშია, ინგლისის ლიგის თასზე 2 მატჩიც ჩაატარა მთავარი გუნდის შემადგენლობაში.

სერხიო აგუეროს 5 გოლი აქვს გატანილი "ბარსას" კარში, როცა "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. კუნმა ერთი გოლიც "სიტის" მაისურით გაუტანა კატალონიურ გრანდს.

ლუის სუარესსა და რაჰიმ სტერლინგს ერთად "ლივერპულში" უთამაშიათ, ივან რაკიტიჩსა და ხესუს ნავასს - "სევილიაში"

ჩემპიონთა ლიგა. III ტური

ოთხშაბათი. 19 ოქტომბერი

A ჯგუფი

არსენალი-ლუდოგორეცი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჟირუ, რემზი, მერტეზაკერი, უელბეკი, აკპომი -

სავარაუდო შემადგენლობა

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ჯაკა, კასორლა - უოლკოტი, იოზილი, ივობი - ა. სანჩესი

ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, მოცი, პალომინო, ნატანაელი - დიაკოვი, ანისეტი - მისიდჯანი, მარსელინიო, ვანდერსონი - კაფუ

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

პსჟ-ბაზელი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პასტორე, ტიაგო მოტა - აკანჯი, ტრაორე (?), შპორარი (?)

სავარაუდო შემადგენლობა

პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი, კრიხოვიაკი, მატუიდი - ლუკასი, კავანი, დი მარია

ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ჰიოგი, ტრაორე - ჯაკა, ცუფი - ბიარნასონი, დელგადო, შტეფენი - დუმბია

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 2 1 1 0 4-2 4

2. არსენალი 2 1 1 0 3-1 4

3. ლუდოგორეცი 2 0 1 1 2-4 1

4. ბაზელი 2 0 1 1 1-3 1

B ჯგუფი

ნაპოლი-ბეშიქთაში 22:45

დისკვალიფიკაცია: გრანატა (ნაპოლი)

ტრავმა: მილიკი, ალბიოლი (?) - იოზიაკუპი

სავარაუდო შემადგენლობა

ნაპოლი (4-3-2-1): რეინა - ჰიუსაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გოლამი - ზიელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, გაბიადინი - მერტენსი

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული, მარსელო, ტოშიჩი, ერკინი - ჰატჩინსონი, ინლერი - კვარეშმა, ტალისკა, ადრიანო - ტოსუნი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

დინამო-ბენფიკა 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გარმაში, ციგანკოვი (?) - ალმეიდა, ორტა, რაფა, ჟონასი

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი, ფედორჩუკი, გონსალესი - მორაეში

ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედო, ჟარდელი, ლინდელიოფი, გრიმალდო - ფესია, პიცი, სალვიო, სერვი - გუედესი, მიტროღლუ

მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ნაპოლი 2 2 0 0 6-3 6

2. ბეშიქთაში 2 0 2 0 2-2 2

3. დინამო 2 0 1 1 2-3 1

4. ბენფიკა 2 0 1 1 3-5 1

C ჯგუფი

სელტიკი-გლადბახი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლუსტიგი (?) - დომინგესი, დუკურე, დრმიჩი, კრისტენსენი, რაფაელი, აზარი, ჯონსონი, შულცი

სავარაუდო შემადგენლობა

სელტიკი (4-4-2): გორდონი - ლუსტიგი, სვიატჩენკო, ტურე, ტიერნი - ფორესტი, ბრაუნი, ბიტონი, სინკლერი - როგიჩი, დემბელე

გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ვესტერგაარდი, იანტჩკე, ვენდტი - კრამერი, დაუდი - ტრაორე, ჰოფმანი - შტინდლი, ჰანი

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

ბარსელონა-სიტი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სილესენი - სანია, დელფი

სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

სიტი (4-2-3-1): ბრავო - საბალეტა, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, გიუნდოგანი - სტერლინგი, სილვა, დე ბრუინი - აგუერო

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 2 2 0 0 9-1 6

2. სიტი 2 1 1 0 7-3 4

3. სელტიკი 2 0 1 1 3-10 1

4. გლადბახი 2 0 0 2 1-6 0

D ჯგუფი

როსტოვი-ატლეტიკო 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბუხაროვი, ტეტერნიოვი (?), კალაჩევი (?) - ფერნანდესი, ხიმენესი, მოია, ჩერჩი, საული (?)

სავარაუდო შემადგენლობა

როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - ბაირამიანი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - გაცკანი, ნობოა, ერიოხინი - აზმუნი, პოლოზი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კორეა, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი, გრიზმანი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ბაიერნი-პსვ 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რიბერი - ჰენდრიქსი, ლოკადია

სავარაუდო შემადგენლობა

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტ. ალკანტარა, კიმიხი, ვიდალი - რობენი, ლევანდოვსკი, მიულერი

პსვ (5-3-2): ზოეტი - ბრენე, შვააბი, იზიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი - გუარდადო, პრიოპერი, ს. დე იონგი - ნარსინგი, ლ. დე იონგი

მსაჯი: უილიამ ქოლამი (შოტლანდია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 2 2 0 0 2-0 6

2. ბაიერნი 2 1 0 1 5-1 3

3. პსვ 2 0 1 1 2-3 1

4. როსტოვი 2 0 1 1 2-7 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს