პ[ასოდპ[ასდ[ს[პდ
0900000000000

000000000

რაგბი. ლეგიონერები: ქართული ორხელისუფლებიანობა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ორხელისუფლებიანობაა. ორივე ქართველ მორაგბეთა გუნდებია. სულ კი, სატურნირო ცხრილის სათავეში ხუთი "ქართული გუნდია". ესენია: "ორიაკი", "აჟენი", "ანგულემია" და "ოიონაქსი".

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" შინ მიიღო ერთ-ერთი კონკურენტი "კოლომიე" და 19:13 დაამარცხა. დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი თამაშში ხუთი წუთით ადრე ჩაერთო, შარიქაძე განაცხადში არ იყო.

თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ბურგუენთან" - 21:14. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "აჟენს" და "ორიაკს" 23-23 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

კვლავ განაგრძობს რაგბის სპეციალისტების განცვიფრებას შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი", რომელმაც ლიდერების მსგავსად ხუთი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ საპრემიო ქულების რაოდენობით ჩამორჩება. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 29:14.

სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, თავბერიძე და ყუფარაძე განაცხადში არ იყვნენ.

ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ალბი" 32:12 და ახლა სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ წააგო "პერპინიანთან" 13:24 და ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი

VII ტური

ანგულემი-დაქსი 29:14, ბიარიცი-კარკასონი 36:18, ბურგუენი-აჟენი 14:21, მონ დე მარსანი-ალბი 32:12, ვანი-ნარბონი 21:27, ოიონაქსი-მონტობანი 36:10, ბეზიე-პერპინიანი 13:24, ორიაკი-კოლომიე 19:13

სატურნირო მდგომარეობა

1. ორიაკი - 23 ქულა, 2. აჟენი - 23, 3. ანგულენმი - 21, 4. ოიონაქსი - 18, 5. კოლომიე - 17, 6. მარსანი - 17, 7. დაქსი - 17, 8. ბიარიცი - 15, 9. ბეზიე - 15, 10. მონტობანი - 14, 11. კარკასონი - 14, 12. პერპინიანი - 14, 13. ვანი - 13, 14. ბურგუენი - 12, 15. ნარბონი - 12, 16. ალბი - 10.

VIII ტური

ალბი-ოიონაქსი, აჟენი-ანგულემი, კარკასონი-ორიაკი, კოლომიე-ვანი, მონტობანი-ბეზიე, ნარბონი-მონ დე მარსანი, პერპინიანი-ბურგუენი, დაქსი-ბიარიცი

ბესიკ ჯანგავაძე

000000000000

00000000000000

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს