ორი მატჩის ჯამში მაგრად შევრცხვით - გავიტანე 1 და გავუშვით 8(!) გოლი
ფოტოზე: ახალგაზრდა დინამოელები ასტანის რეისს ორი დღე ელოდნენ

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამომ", საშინაო მარცხის (0:3) კვალად, გასვლაზეც წააგო ალმათის "ქაირათთან" - 1:5.

- U19. დინამო-ქაირათი 0:3 - დავრწმუნდით, რომ... [VIDEO]

მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც. დინამოელებს ვერც იმით გავამართლებთ, რომ კლიმატური პირობების მიზეზით გამოწვეული ავიაშეფერხების გამო, ყაზახეთის დედაქალაქში თამაშის დღეს ჩავიდნენ. ალბათ, მეტწილად, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ასე უსუსურად ჩატარებული მატჩის ბოლო მონაკვეთი, მაგრამ არც ეს არის ალიბი, რადგან ყველას გვახსოვს თბილისური მატჩი, როცა "ქაირათმა" კარგად ორგანიზებული და გააზრებული თამაში დაგვიპირისპირა.

არადა, გუშინ "დინამოსთვის" ყველაფერი კარგად დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლებს გიორგი ჩაკვეტაძემ გაუტანა, მაგრამ მერე ყაზახებმა მოუმატეს, მეორე ტაიმში კი მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში მაგრად შევრცხვით - გავიტანე 1 და გავუშვით 8(!) გოლი.

არადა, ამ გუნდის ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრია, რამდენიმე კი უკვე მთავარი "დინამოს" კარზე აკაკუნებს...

უეფას ახალგაზრდული ლიგა. საპასუხო მატჩი

19.10. ალმათი

U19. ქაირათი-დინამო 5:1

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (7), 1:1 ბახტიაროვი (53), 2:1 კოტოვი (71), 3:1 სოლტანოვი (80), 4:1 პოპოვი (87), 5:1 ორაზოვი (90)

ქაირათი: გრუბოვი, კასიმი, კიბირაი, კოტოვი (80. პოპოვი), ორაზოვი, ევსეევი (89. ჯაფარული), არტიუშენკო, სოლტანოვი, ჟუჟბაი (75. ადაჰაჯიევი), ბახტიაროვი, აიტორე.

სათადარიგოები: ოტეშევი, ნურბაევი, სუნიოვი, ოლეინიკი

მწვრთნელი: სერგეი ლაბოდოვსკი

დინამო: ბულესკირია, ლოჩოშვილი, კობოური (86. ქავთარაძე), ნინუა, კიკალიშვილი, ზარია, ყურაშვილი, კუცია (59. დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ძაგოევი, გოგილაშვილი (66. ხარაბაძე).

სათადარიგოები: ისიანი, სილაგაძე, ფოჩხუა, კაპანაძე

მწვრთნელი: ლევან გვანცელაძე

გაფრთხილება: ბახტიაროვი - ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, ძაგოევი, ისიანი

არბიტრი: მ. ვილკოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Georgian
ეს კატასტროფაა!! აკადემიის იმედი გვქონდა დინამოს გულშემატკივრებს. ეს არის შედეგი ნეპოტიზმის და არაკომპეტენტური მწვრთნელების. ესეც ჩვენი სანაქებო გვანცელაძე.. ეს მარაზმია! მესმის ბარსელონას, აიაქსის ან პორტუს აკადემიას შევხვედროდით..
andria
გვანცელაცე არაა ცუგი მწვრტნელი..აქ მხოლოდ მწვრტნელები ლანცხავენ მას,,ალბატ დინამოსი უნდოდატ ან გააგდეს დინამოდან და ამიტომ არიან დაბოხმილები
gri-s
მარტალიხარ წავაგეტ,ვერც ვიტამასეტ კარგად ვინ უარყოფს ამას? ცალიან კარგად იცი რომ აკადემია სწორად ვიტარდება..უბრალოდ არაა სასიამოვნო ეს.არ გაგრცნობინებტ არასდროს რომ ვიციტ....p.s.ისე სეგეცლო პირდაპირ გეტქვა არ არი უცხო გარემო დინამო
pako
ბავშვთა ფეხბურთი წალეკა ნეპოტიზმმა ნახეთ რა ხდება საბურტალოში რა ხდება ჯფფს აკადემიაში რა ხდება დინამოში ბავშვებს მოედნებზე არ უშვებენ შანს არ აზლევენ რამეს იტყვი და გაგაგდებენ თითქოს მათი საკუთრება იყოს ქართული ფეხბურთი ეს არის შედეგზვოორიენტირებული და არა ხარისხზე 7 ტამაში ბავში მინდორზე რო არ გავა რა პროგრესი ექნება მწვრთნელებს სწავლა არ უნდათ .
svani
როგორც მთავარ გუნდში ისე ასაკობრივში არაკომპეტენტური პერსონალია გუნდში!))
giosvani
ასაკობრივი ნაკრებების წევრები რო არიან ესენი იმტო აქვთ ასეთი შედეგები ჩვენს ასაკობრივებს, ამათ ყველას გავუშვებდი გუნდიდან და ახალ სასელექციო სამუშაოებს ჩავატარებდი ამ ასაკში ქვეყნის მაშტაბით მაგრამ დინამო გასართობ კლუბად იქცა უკვე და არა საფეხბურთო კლუბად.
gri
ფიფია ახლა მაინც მიხვდეს რომ გვანცელაძის ნაირი მწვრთნელებით შორს ვერ წავა.ამდენი წელია ამ გუნდთან და ესაა მაგის შედეგი? დინამოში რა უნდა ასეთ მწვრთნელს? თავი რაღაც ჰგონია და ქაირათმა ანახა ვინცაა.ესაა ფიფიას 6 წლის მუშაობის შედეგი? თანდათან უარესდება დინამო ყველა ასაკში და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
xxx
რაზეა ლაპარაკი,გვყავს უსუსური გუნდი,რამოდენიმე ფეხბურთელი დინამოს კარზე აკაკუნებს კი არა ბარსელონას ან რეალის კარზე არ დააკაკუნოს.
გენო
უცხოურ საიტზე ეწერა, რომ ერთი ბერთი საკუთარ კარში გაიტანა ხარაბაძემ.
gia
იმდენად ძლიერია ნეპოტიზმი დაბიძაშვილობა სწორ დასკვნებს მაინც ვერ გამოიტანენ.
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება