ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა
ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ოკლენდურმა გუნდმა შემდეგი საგამოფენო მატჩი ისევ "ლეიკერსთან" გამართა, რომელიც 5 დღის წინ 112:107 დაამარცხა. შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სან დიეგოში გაიმართა და "ვორიორსმა" ამჯერადაც იმარჯვა - 123:112.

ქართველი ცენტრი ტრადიციულდ სასტარტო ხუთეულში იყო და საერთოდაც, "გოლდენ სტეიტმა" 6-ივე საგამოფენო შეხვედრა ერთი და იგივე ხუთეულით დაიწყო, რომელიც შემდეგნაირია: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია.

ფაჩულიამ ახალ გუნდში სარეკორდოდ მეტი - 22 წუთი ითამაშა და შეხვედრა სროლათა ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას მან 6 მოხსნა, "გოლდენ სტეიტში" პირადსარეკორდო 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ზაზას ოპონენტმა, ტიმოფეი მოზგოვმა 16 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. მოზგოვმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ლოსანჯელესელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ახალბედა ბრენდონ ინგრამი. რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელ ლიდერებს, 32 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო კევინ დიურანტმა 27 ქულა მიითვალა. ოკლენდელთა მეორე ცენტრმა, ჯავალ მაკგიმ 7 წუთი ითამაშა და 4-დან 4 ორქულიანით 8 ქულა დააგროვა.

"გოლდენ სტეიტი" ბოლო საგამოფენო მატჩს 21 ოქტომბერს გამართავს შინ "პორტლენდთან", ხოლო 25 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში "სან ანტონიოს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

bavaria
ვაუ! სასტარტო ხუთეული: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია. სხვა რა შეიძლება ქართველმა კალათბურთის გულშემატკივარმა ინატროს? LA BOMBA
ლუკა
მოზგოვმა ძალიან უპატივცემლოდ დაატენა ზაზას ბურთი თავზე. დაცვაში მოიკოჭლებს ზაზა. იგვიანებს ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად.
ფეოლა
წავიკითხე სტატია და თავი სიზმარში მგონია , ამერიკის საუკეთესო გუნდში სასტარტო ხუთეულში რომ ქართველი ითამაშებდა ამას ვერც ვიოცნებებდი, ზაზა მაგარი ხარ და მაგარი იმედი ხარ შენი ბრწყინვალე შედეგი ჩვენთვის მაგალითია
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს