"ილიას ზუროსის მუშაობით კმაყოფილი კი არა, სუპერკმაყოფილი ვარ"
ფოტოზე: ვლადიმერ ბოისა და ილიას ზუროსი

ვლადიმერ ბოისა ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. იგი სხვა გულშემატკივრებთან ერთად ემოციურად ქომაგობდა საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე, რადგან მშვენივრად იცის თითოეული ქულის, თითოეული მოგებისა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ფასი. მან ეროვნულ ნაკრებში პირველად 1998 წლის 25 თებერვალს ითამაშა და 13 წლის განმავლობაში იცავდა მის ღირსებას. სადებიუტო ევრობასკეტზე (2011 წელს) გამოსვლის შემდეგ დასრულდა მისი სანაკრებო კარიერა.

ვეცადეთ ბოისასთან ერთად 2017 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის თამაში შეგვეფასებინა და 2000-იანი წლების ნაკრებთანაც გვეპოვა გარკვეული პარალელი. მართალია, შესარჩევი ეტაპი 17 სექტემბერს დასრულდა, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა ნაბიჯები იდგმება მომავალი ევრობასკეტის გზაზე.

- ევრობასკეტის წილისყრა 22 ნოემბერსაა. მანამდე გვინდა გარკვეული მონახაზი გვქონდეს, როგორ დავგეგმოთ მოსამზადებელი ეტაპი. ორ სერიოზულ შეჯიბრებაში მივიღებთ მონაწილეობას. ერთ-ერთი გვინდა იყოს საბერძნეთის აკროპოლისის თასი. ამის სურვილი აქვს მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსსაც და კალათბურთის ფედერაციასაც. აკროპოლისის თასი ევროპაში ტოპ-მოსამზადებელ შეჯიბრებად ითვლება. მასში სერბეთი, საბერძნეთი და სხვა ძლიერი გუნდები მონაწილეობენ.

- მომავალ წელს მაიკლ დიქსონის ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ხომ არ გაჩნდება?

- საქართველოს ნაკრებში არაერთ უცხოელს უთამაშია, მაგრამ ასეთი ჯიგრით ბევრი არ გამოსულა. მაიკლმა კარგად გააცნობიერა რას ითხოვენ მწვრთნელები მისგან და რა არის საჭირო საქართველოს ნაკრებისთვის.

მან ქართული პასპორტი სლოვენიაში, ჩვენს წარმომადგენლობაში მიიღო. ნაკრების მენეჯერ პაატა ლობჟანიძესთან ერთად იყო. ოთახში 10 წუთის შემდეგ შევედი: დიქსონს პასპორტი ისევ ხელში ეჭირა და დასცქეროდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ სჯეროდა. ძალიან გახარებული იყო.

შესარჩევი ეტაპის შემდეგ იგი ასევე გახარებული წავიდა და გვითხრა კიდეც - სიამოვნებით ვითამაშებ ევროპის ჩემპიონატზეო.

- საქართველოს ნაკრებში იმ პერიოდში თამაშობდი, მწვრთნელი თითქმის ყოველ წელს რომ იცვლებოდა. ილიას ზუროსი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც პირველივე წელს მიაღწია საუკეთესო შედეგს...

- გუნდი შესარჩევი ეტაპისთვის ორი თვე ემზადებოდა. ამ დროში, ძალიან ძნელია პატარა კონფლიქტსა თუ შელაპარაკებას თავი აარიდო. ასეთი რამ ყველა გუნდში ხდება. მთავარია, დიდი კონფლიქტი არ იყოს. ილიას ზუროსმა ყველაფერი ისე ჩაამთავრა, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. კალათბურთელებიც პრფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს და შედეგიც მივიღეთ - შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით.

რაც მთავარია, დავინახეთ, რომ დიდი მატჩების სტუმრად მოგებაც შეგვიძლია. მონტენეგროს გამოცდილებითაც ვაჯობეთ და ტაქტიკტურადაც. თანაც, ბარში გამარჯვებას ჩვენი სნაიპერის თორნიკე შენგელიას გარეშე მივაღწიეთ. ასე რომ, ილიას ზუროსის მუშაობით კმაყოფილი კი არა, სუპერკმაყოფილი ვარ.

- 2000-იანი წლების შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, ვისწავლეთ, რა გზით უნდა მივიდეთ შედეგებამდე. ათი წლის წინათ, როდესაც ნაკრებში თამაშობდი, გამოუცდელობამ ბევრი რამ დაგვაკარგინა.

- დღევანდელ და მაშინდელ ნაკრებებს შორის პარალელის გავლება რთულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ მეორე დივიზიონიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას სამი წელი სჭირდებოდა. ცუდად ნამდვილად არ ვთამაშობდით, მაგრამ ყოველთვის ცოტა გვაკლდებოდა - ჯგუფიდან ერთი გუნდი გადიოდა, ხან ფინეთში დაგვიცდა ფეხი, ხან მაკედონიაში. ერთი წაგებაც ბევრს წყვეტდა... რაც მთავარია - მაშინ ევრობასკეტზე 24-ის ნაცვლად 16 გუნდი იყო.

2000-იანების ნაკრებს გამოცდილება მართლაც აკლდა. ევროლიგაზე რეგულარულად მხოლოდ მე ვთამაშობდი, ახლა ევროლიგის გამოცდილების მქონე არაერთი მოთამაშე გვყავს: მარკოიშვილი, სანიკიძე, შენგელია, შერმადინი... ფაჩულია NBA-ის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად იქცა... ასეთი დონის კალათბურთელებთან ვარჯიშით საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებიც დიდ გამოცდილებას იღებენ.

- ამასწინათ, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მატჩების ტოპ-ათეული შევადგინეთ. ეროვნულ გუნდში 1998 წლიდან 2011-მდე ითამაშე. ამ დროში ჩატარებული შეხვედრებიდან სამ საუკეთესოდ რომელს გამოარჩევდი?

- მესამედან დავიწყებ. მონტენეგრო-საქართველო 84:90.

მატჩის წინ მასპინძლების მენეჯერსაც ველაპარაკე, მათ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც, ყველა დარწმუნებული იყო, რომ დაგვამარცხებდა. ჩვენმა ბიჭებმა მაპატიონ, მაგრამ მეც ეჭვი მეპარებოდა მოგებაში, რადგან მონტენეგროში მოგება ძალიან რთულია. გამარჯვება მასპინძლებსაც ძალიან სჭირდებოდათ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი არ დაეკარგათ. ჩვენი კალათბურთელები მოედანზე ძალიან მობილიზებულები გავიდნენ, თავიდანვე ეტყობოდათ, რომ არაფრის დამთმობები არ იყვნენ.

გუნდური თამაშით ისტორიაში ყველაზე ლამაზი გასვლითი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მეორე: 2009 წელი, ელიტდივიზიონში გადამსვლელი პლეი ოფის მატჩი, ბელარუსი-საქართველო 75:89. ორმატჩიანი დუელის ბედი, ფაქტობრივად, ბელარუსში გადავწყვიტეთ. მეტოქე ბევრს ეცადა, მაგრამ ვაჯობეთ. მახსოვს, ელისმა კინაღამ იჩხუბა, მე ქულები საკმარისად მქონდა (18). განმეორებით შეხვედრაში 2 ქულით მოვიგეთ და 6-წლიანი წვალების შემდეგ ელიტაში ავედით.

პირველი: ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი არასოდეს დამავიწყდება. ბელგიას ხომ 81:59 ვაჯობეთ. არადა, წინა წელს შესარჩევ ჯგუფში სწორედ ბელგიასთან წავაგეთ თბილისში 23 ქულით. შესარჩევი ტრავმის გამო არ მითამაშია, ევრობასკეტზე კი პირველ მატჩს განსაკუთრებული ემოციებით შევხვდით.

სიტუაციას ისიც "ამძაფრებდა", რომ ლიტვაში უამრავი ქართველი ქომაგი იყო ჩამოსული, ფაქტობრივად, შინ ვთამაშობდით. ჩვენ გარდა, ალბათ, არავინ ელოდა ასეთ ლამაზ გამარჯვებას.

- მსოფლიო კალათბურთში სერიოზული რეფორმებია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი 2017 წელს, ნოემბერში იწყება. მატჩები მთელ წელზე გადანაწილდება...

- ასეთ სისტემას მივესალმები. გულშემატკივარს წლიდან წლამდე არ მოუწევს ნაკრების თამაშების ლოდინი. ერთგვარად ტონუსში იქნება. აქამდე ყოველთვის მაფიქრებდა აგვისტოს მატჩები - გაივსებოდა თუ არა დარბაზი, რადგან ზაფხულში თბილისიდან ბევრი გადის. ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში კი, დარწმუნებული ვარ, ქომაგი ყველა მატჩზე ბოლომდე გაავსებს სპორტის სასახლეს. ამასთან, ორთვიანი შეკრება საჭირო აღარ იქნება, კალათბურთელები კლუბებიდან სათანადო კონდიციებით ჩამოვლენ.

- ევროლიგისა და NBA-ის გუნდებიდან შუა სეზონში გამოშვების პრობლემა არ იქნება?

- NBA-ის კალათბურთელები შესარჩევებში, ალბათ, ვერ ითამაშებენ. თუმცა ჩვენზე მეტად ეს სხვა გუნდებს უნდა აღელვებდეთ, ესპანეთს, საფრანგეთს, ლიტვას, რომლებსაც ამერიკაში ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ. კალათბურთელი რომ ვიყავი, მეც მქონდა შეფერხებები, არც ერთ კლუბს არ სურს ნაკრებში მოთამაშის გაშვება, მაგრამ ბევრი რამ კალათბურთელის სურვილზეცაა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

θεσσαλονικι
სანიკიძეს გიფსში აქვს ფეხი....არადა 5000 ათასი მაყურებელი როგორ სკანდირებდა სანიკიძე,სანიკიძეს -საიამოვნო სანახავი იყო-ყავარჯნებით შემოვიდა სანიკიძე 'არის'სტადიონზე.დიქტორმა გამოაცხადა და ატყდა სკანდირება და ტაში...
თემო
სანიკიძე დავივიწყეთ და მხოლოდ თამაშების წინ გაგვახსენდება?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები