"ქარლინგის" თასის ფინალში "არსენალს" კაპიტანი სესკ ფაბრეგასი დააკლდება
"ქარლინგის" თასის ფინალზე ლაპარაკი "არსენალის" კაპიტნის სესკ ფაბრეგასის ამბით დავიწყოთ: ფაბრესი დაშავებულია და "უემბლიზე" "ბირმინგემის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს! ასეთია ესპანელი ფეხბურთელისთვის მწარე რეალობა. მას ორთავა კუნთი სტკივა. ბუნებრივია, ამის გაგონებაზე პირველი კითხვა, რაც გონებაში მოდის ესაა: ვერც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს სესკი? შეგახსენებთ, ეს მატჩი "კამპ ნოუზე" 8 მარტს გაიმართება: "არსენალს" "ბარსელონასთან" პირველ შეხვედრაში 2:1 აქვს მოგებული. ამ კითხვაზე პასუხი ლონდონელების ქომაგთათვის სასიხარულოა - ფაბრეგასი ბარსელონაში იქნება!

გაზეთმა "სანმა" გუშინ გამოაქვეყნა ექსკლუზიური წერილი, უფრო სწორედ, მოკლე ინფორმაცია, სადაც წერს, რომ საღამოს სესკი არსენ ვენგერთან შესვლას და მუდარას აპირებდა. კაპიტანი ვენგერს დილითაც შეხვდა, რის მერეც კვლავ რენტგენის კაბინეტს მიაშურა. "არსენალის" ინკოგნიტო თანამშრომელმა გაზეთს უამბო: "სესკს სიგიჟემდე უნდა თამაში. პირველმა სკანირებამ აჩვენა, რომ მას ორთავა კუნთი მხოლოდ გაჭიმული აქვს და არა გაწყვეტილი. პარასკევს, მეორე სურათის გადაღების შემდეგ მას, რასაკვირველია, კვირამდე სამკურნალოდ დროც დარჩა. ის გუნდის კაპიტანია და ძალიან უნდა თასის ფინალში "უემბლიზე" გაუძღვეს თანაგუნდელებს. რასაკვირველია, ფაბრეგასი ვენგერის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც თამაშის სურვილი ყველა სხვა გრძნობაზე მაღლა დგას".

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეთა" თილისმამ ოთხშაბათს, "სტოკთან", პრემიერლიგის გამოტოვებული შეხვედრის მე-14 წუთზე დასტოვა მოედანი. ხუთშაბათს ვენგერმა პრესას ასეთი რამ განუცხადა:

"ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ სესკი კვირის ფინალს გამოტოვებს. ის ძალიან გულგატეხილია და ჩვენ ყველანი ვწუხვართ, ასე რომ მოხდა. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ, თასის მოგებაა".

სხვათა შორის, ამ პრესკონფერენციაზე ვენგერმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე ითამაშებს თუ არა ფაბრეგასი 8 მარტს "ბარსელონას" წინააღმდეგ, მაგრამ ფეხბურთელის პირადმა მწვრთნელმა ხუან ფერნანდომ ესპანური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ვარსკვლავს "კამ ნოუზე" თამაშის პრობლემა არ ექნება.

რასაკვირველია, ვენგერს ფაბრეგასის მნიშვნელობა და მისი განცდა ძალიან კარგად ესმის, მაგრამ "არსენალს" წინ იმდენი მნიშვნელოვანი თამაში ელის, რომ მწვრთნელს მინიმალური რისკის გაწევაც კი არ სურს. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა "ბარსელონასთან" თამაშზეა ლაპარაკი.

ფაბრეგასის გამოკლება "მეთოფეთათვის", რასაკვირველია, დიდი დარტყმაა, რადგან გუნდს ისედაც აკლია რამდენიმე ფეხბურთელი: თეო უოლკოტი, ტომას ვერმაელენი და ლუკას ფაბიანსკი. უილკოტი, რომელიც ფაბრეგასის მსგავსად "სტოკთან" შეხვედრაში დაშავდა, უფრო ცუდ დღეშია - მის გამოჯანმრთელებას დრო უნდა და კაცმა არ იცის მოესწრება თუ არა ეს "ბარსელონასთან" შეხვედრამდე. ფინალამდე ჯანმრთელობა უნდა შეუმოწმონ რობინ ვან პერსის, ლორან კოშელნის და ალექს სონგს.

სახალისო ცნობა: ლონდონელთა პოლონელი მეკარის, ვოიცეხ შჩესნის პაპა ცხოვრებაში პირველად დატოვებს სამშობლოს, რათა "უემბლიზე" თავისი 20 წლის შვილიშვილის თამაშს დაესწროს.

"მატჩზე დასასწრებად ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი მოდის - უთხრა შცესნიმ ჟურნალისტებს - ჩამოდიან ჩემი ძმა და პაპა კაზიმეჟი, რომელსაც პოლონეთი არასდროს არ დაუტოვებია, ასე რომ კვირის შეხვედრა მისთვის დიდი მოვლენაა".

"არსენალისთვის" კარგი ამბავი ის არის, რომ თუ არსენ ვენგერს ამის სურვილი ექნება, "ბირმინგემის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს აარონ რემსი. მოგეხსენებათ, მან შარშან ფეხი მოიტეხა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი "მეთოფეებმა" "კარდიფში" გააქირავეს, რათა იქ პრაქტიკა მიეღო. სულ ახლახან, გასულ კვირას, მან "კარდიფის" შემადგენლობაში "ლესტერს" გოლიც კი გაუტანა, მაგრამ დღეს კვლავ ვენგერის განკარგულებაშია.

"ბირმინგემი" კი 55 წელიწადია "უემბლიზე" რომელიმე თასის ფინალში არ ყოფილა და, ბუნებრივია, მისთვის კვირის თამაში სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ... უკვე მოხდა ისეთი რამ, რამაც ადამიანს შეიძლება აფიქრებინოს, რომ ალექს მაკლიშის გუნდი დაითარსა. კერძოდ, ინგლისში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც თასის ფინალის წინ მეტოქეები "უემბლის" მინდორზე საგანგებოდ ამ დღისთვის შეკერილი კოსტუმებით გადიან და ხალხს ესალმებიან. "ბირმინგემ სიტიმ" სამკერვალო "ჰერვი ნიკოლსთან" დადო 9 ათას ფუნტიანი ხელშეკრულება ხელშეკრულება, მაგრამ მხარეები ფერებზე ვერ შეთანხმდნენ და... აღარ ესწრება. თურმე ფეხბურთელები საკლუბო ფერების, მუქი ლურჯის, ცისფრერისა და თეთრის კონბინაციას ითხოვდნენ, სამკერვალომ კი უთხრა, რომ ამ ფერის ნაჭრები არ აქვს. დაიწყეს გამოსავლის ძებნა და სანამ ესკიზები შედგა, თამაშიც კარს მოადგათ.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა