ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ ეშლი კოულს სოციალურ ქსელებზე დასცინა
დაცინვა ტვიტერსა და ფეისბუქზე

ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ "ჩელსის" მარცხენა მცველ ეშლი კოულს სოციალურ ქსელებზე "ტვიტერსა" და "ფეისბუქზე" დასცინა. მიზეზი: ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში "ჩელსიმ" "ევერტონთან" თერთმეტმეტრიანებში წააგო და გადამწყვეტი პენალტი კოულმა ვერ შეაგდო. შჩესნი ზემოთხსენებულ სოციალურ ქსელებზე წერს: "ნეტა, ეშლი კოული დარტყმისას რაზე ფიქრობდა, რას უმიზნებდა? ვშიშობ, თვითმფრინავს".

ვენგერ, მათამაშე!

დღეს "არსენალის" კაპიტანი სესკ ფაბრეგასი გუნდის თავკაც არსენ ვენგერს შეხვდება, რადგანაც ესპანელს სურს, რომ ფრანგმა მწვრთნელმა აზრი შეიცვალოს და კვირას ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ("ბირმინგემის" წინააღმდეგ) ათამაშოს - ვკითხულობთ "სანის" სტატიაში. "მეთოფეთა" გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: "ფაბრეგასი კაპიტანია და ბუნებრივია, რომ მას თამაში სურს. ვნახოთ, რა მოხდება, ყველაფერი არსენ ვენგერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული". თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ესპანელის თამაში ფინალში გამორიცხულია.

დორტმუნდს შანსი არ აქვს!

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი კომენტარს უკეთებს მომავალ დიდ ჯახს, რომელშიც მისი გუნდი ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს. "მე "ბაიერნის" დამაჯერებელ მოგებას ველი და, ყოვლად დაუშვებლად ვთვლი ფრეს ან წაგებას, - უთხრა ჰიონესმა "ბილდს" - ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე "დორტმუნდს". მათ არანაირი შანსი არ აქვთ, ჩვენ ორი ბურთის სხვაობით მოვიგებთ".

კვირის სიმბოლური

(4-4-2): დანიელ არანსუბია (დეპორტივო) - რიკარდო კარვალიო (რეალი), ანდრეას ვოლფი (ნიურნბერგი), მიკელე კანინი (კალიარი), მარსელ შმელცერი (დორტმუნდი) - ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), ანხელ დი მარია (რეალი), ჩავი (ბარსელონა), ერნანესი (ლაციო) - შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), სერხიო აგუერო (ატლეტიკო).

კვირის მომავალი ჯახი

კვირის მომავალ მთავარ მატჩად ჩვენ ბუნდესლიგის ჯახს მივიჩნევთ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონატის ლიდერი "დორტმუნდი" და მისი მთავარი კონკურენტი მიუნხენის "ბაიერნი" წარსდგებიან, რომელმაც ოთხშაბათ საღამოს "ინტერს" მოუგო "სან სიროზე" 0:1. "დორტმუნდს", შესაძლოა ამ მატჩში არ ჰყავდეს გუნდის პირველი მეკარე რომან ვაინდეფელერი, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება "ბავარიას": მათ რაიმე სერიოზული ტრავმიანობა არ გააჩნიათ, მეტიც: როგორც იქნა, არიენ რობენი და ფრენკ რიბერი ერთად თამაშობენ.

გიორგი ფულარიანი

gio111295
მომწონს ეს საიტი
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა