ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროფიასკოთი დაჩრდილული ტური

ევროფიასკოთი დაჩრდილული ტური

სერია A. XXVII ტურის წინ: ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართება, სადაც "მილანი" "ნაპოლის" +6 ქულისთვის შეებრძოლება
მორიგი ტური მოახლოვდა, თუმცა იტალიურ სპორტულ პრესაში ჯერ კიდევ სერია A-ს ბინადართა ევროასპარეზზე წარუმატებელი თამაში განიხილება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე სამივე აპენინურმა გუნდმა საშინაო მარცხი განიცადა, ევროპის ლიგიდან კი "ნაპოლი" "ვილიარეალმა" დაიფრინა.

არადა, ეს ის "ნაპოლია", რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს კრიზისია - წერს "გაძეტა დელო სპორტი" და სრულიად სამართლიანადაც. კრიტიკა ჯერ მაინც მოზომილია, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩებია, მაგრამ თუ მოლოდინი გამართლდა და სამივე აპენინური გუნდი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მიღმა დარჩა, სპორტულ მედიაში ნამდვილად განგაშის ზარს შემოკრავენ. სრულიად საფუძვლიანადაც, რადგან პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2012-2013 წლებიდან სერია A-ს მხოლოდ სამი გუნდი ეყოლება ჩემპიონთა ლიგაში.

ყველაფერ ამის ფონზე, მორიგი ტური თითქოს ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ეს ალბათ მაინც დროებითი მოვლენაა და უმჯობესია, დაგეგმილ შეხვედრებზე გადავიდეთ.

ტურის ცენტრალური მატჩი ორშაბათისთვის არის გადატანილი, რადგან "ნაპოლიმ" ხუთშაბათს ევროპის ლიგის პაექრობა გამართა. ვალტერ მაძარის გუნდი "მილანს" ესტუმრება და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ამაზე საუბარს ჯობია პირდაპირ სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ. ასეთ შემთხვევებში ამბობენ, რომ თამაში ექვს ქულაზეაო და ვნახოთ, ვის გაუღიმებს ფორტუნა. თუმცა, გუნდები მხოლოდ იღბლის იმედზე ყოფნას არ აპირებენ და სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან.

მოვუსმინოთ ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს და ამაში დავრწმუნდებით: "ევროპის ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობა სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და სერია A-ზე გადავერთოთ. "ვილიარეალთან" პაექრობაში ედინსონ კავანი სათადარიგოთა სკამზე დავტოვე, რადგან მსურს, რომ "მილანთან" მატჩს იდეალურ კონდიციაში შეხვდეს. ეს არის სეზონის მატჩი, რომელშიც იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ საჭირო გახდა, თავს ზემოთაც ავხტეთ. ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის და თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელები საბრძოლოდ არიან განწყობილნი - ასეთი თამაშის წინ სწორედ ეს არის მთავარი და არა ტაქტიკა-სტრატეგია."

თუ ესეკილ ლავეცის დისკვალიფიკაციას არ ჩავთვლით, "ნაპოლი" ფაქტობრივად უდანაკარგოდ ჩადის მილანში. თუმცა, არგენტინელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი არყოფნა სტუმრებს აუცილებლად დაეტყობათ. ლავეცის ან სოსა შეცვლის, ან მასკარა, თუმცა უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება.

დიდი სამზადისი აქვს მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ანტონიო კასანოს უპირებს სათადარიგოთა სკამზე დატოვებას. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს "გაძეტა დელო სპორტი'' და ვარაუდობს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, ძირითადში ალეშანდრე პატოსა და რობინიოს ვიხილავთ. საინტერესოდ გამოიყურება ნახევარდაცვის ხაზი, რომელიც სავარაუდოდ შემდეგი სამეულისგან დაკომპლექტდება: კევინ პრინც ბოატენგი, ჯენარო გატუზო და მარკ ვან ბომელი.

ალეგრის თქმით, მთავარია მისი გუნდი მოედნის ცენტრზე გაბატონდეს: "მართალია, მასპინძლები ჩვენ ვართ, მაგრამ არა მგონია, რომ ნეაპოლელებმა მეორე ნომრად ასპარეზობა მოისურვენ. ეს ჩვენ უნდა ვაიძულოთ და ცენტრში უპირატესობა მოვიპოვოთ. არ ვთვლი, რომ ამ პაექრობაში სკუდეტოს ბედი წყდება, მაგრამ თამაშის მნიშვნელობას ბოლომდე ვაცნობიერებ. ფეხბურთელებიც მოტივირებულები არიან, ეს ვარჯიშებზეც აშკარად ეტყობათ."

საინტერესო მატჩი გაიმართება გენუაში, სადაც "სამპდორია" "ინტერს" უმასპინძლებს. ერთი მხრივ, "სამპასთან" გასვლაზე თამაში არ უნდა იყოს იოლი, მაგრამ მეორე მხრივ, გენუური გუნდი სრულიად უმოტივაციოდ არის დარჩენილი. ანჯელო პალომბომ ჟურნალისტებთან საუბარში ისიც კი თქვა, რომ ერთი სული აქვს როდის დასრულება მიმდინარე სეზონი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუნდი ცხრილის შუაგულშია გაჭედილი, არც დაქვეითება ემუქრება, მაგრამ ვეღარც ევროსაგზურს შესწვდება.

"ინტერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ფავორიტად სწორედ მილანური გრანდი უნდა მივიჩნიოთ. ლეონარდო დაცვაში არსებული პრობლემებით გახლავთ შეშფოთებული, რადგან "ინტერს" კიდევ ორი მცველი გამოაკლდა: ანდრეა რანოკია და ივან კორდობა. ორივე ტრავმირებულია და "სამპდორიასთან" თამაშის გამოტოვება მოუწევთ. დაცვის ცენტრში კრისტიან კივუ შეიწევს და ლუსიოსთან შექმნის ტანდემს, ფლანგებზე კი ძანეტის და ნაგატომოს ვიხილავთ. შეტევის წინა ხაზზე ჯამპაოლო პაცინი და სამუელ ეტოო გაირჯებიან, მათ უკან კი ვესლი სნეიდერი იმოქმედებს.

"რომა" საკუთარ მოედანზე "პარმას" უმასპინძლებს და შეეცდება ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვოს. ვინჩენცო მონტელას გულშემატკივრები მხურვალე დახვედრას მოუწყობენ და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ის მათ მოლოდინს. ამჯერად, სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება ფრანჩესკო ტოტი, რომელიც სავარაუდოდ მირკო ვუჩინიჩს შეუწყვილდება. მარკო ბორიელო "ბოლონიასთან" პაექრობაში მეტად ინერტული გახლდათ და ამჯერად, რეზერვში მოუწევს ყოფნა.

ინტერესს იწვევს "პალერმო''-"უდინეზეს" შეხვედრაც, რადგან ორივე გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. თუ სიცილიელებმა სამი ქულის აღება ვერ მოახერხეს, საბოლოოდ დაემშვიდობებიან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანს - გამარჯვების შემთხვევაში კი საკუთარის გარდა, "ლაციოს" საქმესაც გააკეთებენ.

სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნოთ, რომ "ბიანკოჩელესტეს" სარდინიაში რთული გასვლა ელის. "კალიარი" საკმაოდ კარგ ფორმაშია და სახლში იოლად არაფერს დათმობს.

სულ ბოლოს კი ტურის პირველი მატჩის შესახებ უნდა ვთქვათ - კრიზისში მყოფი "იუვენტუსი" "ბოლონიას" მიიღებს და შეეცდება გაანადგუროს მეტოქე. მხოლოდ ეს თუ უშველის ტურინულ გრანდს, რომ ტიფოზების აგრესია აიცილოს თავიდან. ჯერჯერობით, "იუვეს" საქმე უკან მიდის, გუნდს ვერც ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნებამ უშველა და ვერც "ინტერთან" გამარჯვებამ. თუ კიდევ ფიქრობენ პიემონტელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, "ბოლონია" ყოველმიზეზგარეშე უნდა დაამარცხონ.

დღეს:

იუვენტუსი-ბოლონია 18.00

დისკვალიფიკაცია: ბუფონი - რამირესი.

ტრავმა: რინაუდო, დე ჩელიე, სისოკო, კვალიარელა - ეკდალი, გარიჩი.

ხვალ:

კატანია-ჯენოა 15.30

დისკვალიფიკაცია: სპოლი - რაფინია.

ტრავმა: კაპუანო, ბიაჯანტი, ბელუში, შაკა, მარტინიო - დესტრო, კონკო, კიკო, მილანეტო.

რომა-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: როზი, მექსე, გრეკო (რომ).

ტრავმა: ადრიანო, პეროტა, კასტელინი - კალვო, მარკესი.

ბარი-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: როსი (ბარ).

ტრავმა: ბარეტო, ს. მაზიელო, კუტუზოვი, ბელმონტე, ალმირონი, რუდოლფი - სანტანა, კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი.

ბრეშა-ლეჩე 18.00

დისკვალიფიკაცია: ჯაკომაცი, ვივესი (ლეჩ).

ტრავმა: დალამანო, სერენი, ფილიპინი, კორდოვა - ჯულიატო, დი მიკელე, ოფერე, ტომოვიჩი, ფერარიო.

კალიარი-ლაციო 18.00

ტრავმა: როსი, დიაკიტე, მაური, მუსლერა, ბროკი (ლაც).

ჩეზენა-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: ცეზარი, რიგონი (კიევო).

ტრავმა: ფატიჩი - ლუჩანო.

პალერმო-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: კამოციერი, გარსია (პალ).

ტრავმა: კასანი, მიკოლი, პინილია, გოიანი - ბასტა, ფერონეტი, ანჯელა.

სამპდორია-ინტერი 23.45

დისკვალიფიკაცია: მაიკონი (ინტ).

ტრავმა: სემიოლი, პოცი - სამუელი, მილიტო, რანოკია, კორდობა.

ხვალ:

მილანი-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: ლავეცი (ნაპ).

ტრავმა: პირლო, ინძაგი, ბონერა, ამბროზინი, ანტონინი - გრავა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 26 16 7 3 46-20 55

3. ნაპოლი 26 16 4 6 41-22 52

2. ინტერი 26 15 5 6 47-29 50

4. ლაციო 26 14 6 6 33-22 48

5. უდინეზე 26 13 5 8 42-30 44

6. რომა 26 12 6 8 39-36 42

7. იუვენტუსი 26 11 8 7 41-32 41

8. პალერმო 26 12 4 10 44-36 40

9. კალიარი 26 10 5 11 32-28 35

10. ჯენოა 26 9 8 9 24-25 35

11. ფიორენტინა 26 8 9 9 28-28 33

12. ბოლონია 26 9 8 9 27-34 32

13. კიევო 26 7 10 9 28-29 31

14. სამპდორია 26 7 10 9 23-27 31

15. პარმა 26 6 9 11 25-36 27

16. ლეჩე 26 7 6 13 28-46 27

17. კატანია 26 6 8 12 22-34 26

18. ბრეშა 26 6 5 15 20-33 23

19. ჩეზენა 26 5 7 14 19-36 22

20. ბარი 26 4 6 16 14-40 15

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 20 – კავანი (ნაპოლი); 18 – დი ნატალე (უდინეზე); 15 – ეტოო (ინტერი); 14 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (იუვენტუსი); 13 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა