ორსაათნახევრიანი ბრძოლა ტურნირის ფავორიტთან წარმატებით დასრულდა
დღეს "ვიენა ოუფენზე", რომლის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდიდესი სენსაცია მოახდინა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7 (5), 7:5.

ეს შეხვედრა ტურნირის პირველ წრეში გაიმართა, სადაც მსოფლიოს 107-ე ჩოგანი საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა, ხოლო ბერდიხი მე-2 ნომრად იყო განთესილი.

ბრძოლა ორსაათნახევარს გასტანა და ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვებასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, თუმცა ჯერ მე-2 სეტი დათმო ტაი-ბრეიკში, შემდეგ მეტოქეს 4:1 "ამოაქაჩინა". საბოლოოდ, ჩვენებურმა მაინც გატეხა სახელოვანი მეტოქე და მეორე წრეში გავიდა.

იხილეთ ვიდეო

27 ოქტომბერს ბასილაშვილის მორიგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვია (63). ჩვენებურმა უკვე გამოიმუშავა 65 ქულა (20 საკვალიფიკაციოს მოგებისთვის) და 25 ათასი ევრო.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Georgian Nikoloz Basilashvili celebrates his first top 10 victory defeating Tomas Berdych

luna
Warmatebebi kidev ert magar kartvels
იქნებ.........
ჩოგბურთი საკმაოდ ძვირიანი სპორტია.ნიკამ რასაც მიაღწია,მხოლოდ საკუთარი ოჯახის დახმარებით.იქნებ სახელმწიფომაც მიაქციოს ყურადღება....
სოსო
ძალიან გამიხარდა ნიკას გამარჟვება. ნიკას ადრეც დაუმარცხებია ძალიან ძლიერი მეტოქეები,მაგრამ გამძლეობა (არ ვიცი უფრო ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური)არ ჰყოფნიდა ხოლმე ხანგრძლივ დისტანციაზე,მაგრამ ძალიან შრომისმოყვარეა და მჯერა რომ სტაბილური წარმატებები შორს აღარ არის,ყოველ შემთხვევაში ასეული მისთვის პრობლემა არ იქნება. სულ გამარჯვებები,ნიკა!
ვეტერანი
ვინმემ ჰკითხა რითი დაგეხმაროთო? ჰკითხეთ და გაიგებთ რამდენი რამე აკლია სხვა ცნობილ და წამატებულ ჩოგბურთელებთან შედარებით. აბა ჰე და აბა ჰო-თი პირველი ჩოგანი ჯერ არავინ არ გამხდარა.
gizog
ნიკოლოზ გაიხარე, ბოლოსდაბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა გააგრძელოს მეტრეველის და კაკულიას მემკვიდრეობა საქართველოში. უფალი იყოს შენი შემწე.
fan.ge
ნიკოლოზს ყველა საჩოგბურთო კომპონენტი აქვს არამარტო ასეულში, არამედ ოცეულში მოსახვედრადაც! მას უკვე არანაირი დახმარება აღარ სჭირდება,გარდა ერთისა - საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა!!!!!! ...ასე რომ, ყველაფერი მის ხელშია...
gio
ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან გაგვახარა, წესით ხაჩანოვსაც უნდა მოუგოს, მიდი ნიკა კიდევ გაგვახარე!!!
kaxa
ნიკოლოზ არ მოდუნდე და კონცეტრაცია არ დაკარგო. ეტხელ მახსოვს ლაბაზემ ნადალს მოუგო და შემდეგ ტურში გაურკვეველ სპორცმენტან წააგო. აბა შენ იცი. წარმატებები.
მერაბი გ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბასილაშვილი რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის უპრობლემოდ უნდა იყოს, თუ... თუ ვარჯიშს ცოტას მოუმატებს აი ამ გამარჯვებამ როგორ გაახარა ხალხი! ამაზე უნდა იფიქროს ნიკამ და უფრო მოინდომოს
ვეტერანი
ყველას ვისაც კი ოდნავ მაინც შეუძლია დაეხმარეთ მას,რომ ფეხი მოიკიდოს ასეულში და დამკვიდრდეს იქ ,თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა კულტურის და ცივილიზებულობის ნიშანია მისი იქ ყოფნა. ეს ნიკოლოზზე მეტად საქართველოს სჭირდება. აზრზე არაა ხალხი რა ძნელია იქ მოხვედრა, ჩვენს პირობებში კი წარმოუდგენელი.
Georgian
ბრავოოო ნიკოლოზ!! ეს უკვე სერიოზული ნიუსია. ძალიან დიდი სენსაციაა. დღეს მთელი საქართველო შენით ამაყობს! წარმატებები!
ლუკა
სასიხარულოა. მაგრამ შეუძლია მას მაღალ დონეზე ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება? განსხვავება ნიკოლოზსა და დიდ ჩოგბურთელებს შორის არის ის რომ მათ შეუძლიათ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
რიო 2016: ზიკას ვირუსის გამო პანიკა იზრდება - ბერდიხის, რაონიჩის, ჰალეპისა და პლიშკოვას უარი
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?
ავსტრალიის ღია პირველობა: ჯოკოვიჩის 100 შეცდომა
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 63-ე ნომერია
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ნიკამ ვენა უნდა გაიხსენოს - დღეს ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება