"განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო კრიზისშია
ციფრებს ვერაფერი დაემალება - "სტემფორდ ბრიჯის" ტაბლოზე 4:0 ენთო, ჟოზე მოურინიომ კი ბოლო 27 მატჩში თითქმის ნახევარი წააგო. პროფესიული კრიზისი თურმე განსაკუთრებულებსაც ემართებათ...

პრემიერლიგა: ჟოზე? პეპიც!

* თეო უოლკოტმა (არსენალი) ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ ზუსტად - 17.

* პრემიერლიგის პირველ 9 ტურში ამაზე ცოტა ქულა "მანჩესტერს" მხოლოდ 2014/15 წლების სეზონში ჰქონდა - 13 (ახლა 14 აქვს).

* 0:4 - პრემიერლიგაში ჟოზე მოურინიო ამაზე დიდი ანგარიშით არასოდეს დამარცხებულა. კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი კი მას ესპანეთში შეემთხვა, "ბარსელონას" წინააღმდეგ - 0:5 (2010 წელს).

* პრემიერლიგაში მოურინიოს გუნდებმა 4 და მეტი გოლი სულ მეორედ გაუშვეს. პირველი შემთხვევა 2015 წელს მოხდა, როცა მისი "ჩელსი" "ტოტენჰემთან" 3:5 დამარცხდა.

* ედენ აზარს ამ სეზონში უკვე 4 გოლი დაუგროვდა, ზუსტად ამდენი გოლი გაიტანა ბელგიელმა გასულ სეზონში მთლიანად.

* "მანჩესტერმა" კუთხურის ჩაწოდების მერე თებერვლიდან მოყოლებული პირველი გოლი გაუშვა.

* პრემიერლიგის ისტორიაში "მანჩესტერმა" სულ 6 გოლი გაუშვა თამაშის პირველ წუთზე.

* პედრომ "მანჩესტერის" კარი 30-ე წამზე დალაშქრა. ეს ამ სეზონის უსწრაფესი გოლია პრემიერლიგაში.

* პარადოქსია, მაგრამ ყველაზე მეტჯერ "ჩელსის" "მანჩესტერთან" მოურინიომ მოაგებინა - 5-ჯერ.

* ხოსეპ გვარდიოლას ვერ მოუგია ბოლო ხუთ შეხვედრაში ყველა ტურნირში. ასეთი რამ პეპს ბოლოს 2009 წელს მოუვიდა.

* კელეჩი იჰეანაჩომ (სიტი) 17-ჯერ დაარტყა კარში და 11-ჯერ გაიტანა პრემიერლიგის მატჩებში.

* იჰეანაჩომ ბოლო 11 მატჩიდან 8-ში გაიტანა პრემიერლიგაში.

* რაც გვარდიოლა "სიტის" მწვრთნელია, პირველად მოხდა, რომ გუნდმა მეტოქის კარში ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად პირველ ტაიმში.

* 2016 წელს "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგაში 51 ქულა დააგროვა, ორით მეტი, ვიდრე "სიტიმ".

* ვენსან კომპანიმ (სიტი) აპრილის მერე პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.

* რაც იურგენ კლოპია (2015 წლის აგვისტოდან) "ლივერპულის" სათავეში, ყველაზე მეტი გოლი სწორედ ამ გუნდმა გაიტანა - 75.

* 2016 წელს პრემიერლიგაში "ლივერპულის" გოლებში ყველაზე დიდი წვლილი რობერტო ფირმინოს მიუძღვის - 12 გოლი და 5 საგოლე პასი.

* გასული და ახალი სეზონების ჯამში დიმიტრი პაიეზე (ვესტ ჰემი) საგოლე პასი მხოლოდ მესუთ იოზილის ანგარიშზეა - 16 19-ის წინააღმდეგ.

* შინჯი ოკაზაკი წამოეწია შინჯი კაგავას და ახლა 6 გოლით მასთან ერთად ყველა დროის იაპონელი ბომბარდირია ინგლისში.

* ჯერდან შაკირი გახდა "სტოკის" პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან.

* ჯეკ უილშირმა (ბორნმუთი) 2014 წლის მერე პირველად ითამაშა პრემიერლიგის მატჩი შეუცვლელად.

* საიდო ბერაჰინოს (ვესტ ბრომვიჩი) კრიზისი აშკარაა, პრემიერლიგის ბოლო 28 მატჩში მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია და არც ერთი საგოლე პასი.

* ჟოზე მოურინიომ ბოლო 27 მატჩიდან 13 წააგო. არადა, წინა 13 წაგება მან 135 მატჩში იწვნია. აშკარად ჩანს, რომ მოუს სამწვრთნელო კრიზისი აქვს.

ლა ლიგა: რონალდოც კრიზისში

* ლიონელ მესის ბოლო 8 ზუსტი დარტყმიდან გოლკიპერებმა მხოლოდ ორი მოიგერიეს, 6-ჯერ კი არგენტინელმა გოლი გაიტანა.

* "ვალენსიას" კარში ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი დაინიშნა - 6, მაგრამ აქედან 4 დიეგო ალვეშმა მოიგერია.

* ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც დიეგო ალვეშს (ვალენსია) სამი პენალტი გაუტანა.

* "სელტას" დანიელმა ლეგიონერმა პიონე სისტომ ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) 17 მატჩი ითამაშა. ეს ესპანეთში საუკეთესო შედეგია.

* თუკი "სევილია" მე-10 ტურში "სპორტინგს" მოუგებს, ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი იქნება.

* კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიჯრით ოთხ მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ეს მის კარიერაში პირველი ასეთი შემთხვევაა.

* ალვარო მორატამ ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა შეცვლაზე, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

* 2013 წლიდან მოყოლებული, ისკოს ანგარიშზე 31 საგოლე პასია, ყველაზე მეტი "რეალის" ნახევარმცველთა შორის.

* კევინ-პრინს ბოატენგმა (ლას პალმასი) ალბათ, ლა ლიგის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს კომბინაცია ზედიზედ 19 პასისგან შედგებოდა.

* დიეგო სიმეონეს "სევილიას" წინააღმდეგ აქამდე არასოდეს წაუგია (მწვრთნელის რანგში).

* ლუსიანო ვიეტომ (სევილია) ამ სეზონში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე პასი).

* გილერმე ოჩოამ "მალაგას" მაისურით კარი პირველად შეინახა მშრალად.

სერია A: ჯეკო შეუჩერებელია

* "მილანის" დარტყმების 22% გოლად გარდაიქმნება. ეს იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

* ფელიპე ანდერსონმა (ლაციო) ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი მიითვალა ჩემპიონატში - 4.

* ამ ტურში 33 გოლი გავიდა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.

* ედინ ჯეკომ (რომა) უკვე 8 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, ზუსტად ამდენი გოლით დაასრულა მან წინა სეზონი.

* მაურო იკარდიმ (ინტერი) ერთხელაც კი ვერ შეძლო მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა.

* ედერმა (ინტერი) იტალიის ჩემპიონატში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.

* იაგო ფალკემ ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

* დავიდე დი ჯენარომ (კალიარი) ამ სეზონში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - წუთსა და 5 წამში. მთლად პედროს შედეგი არაა, მაგრამ...

* ბოლოს "მილანმა" 9 ტურში 19 ქულა ან მეტი შორეულ 2008/09 წლების სეზონში მოაგროვა. იმ ჩემპიონატში გუნდი მე-2 ადგილზე გავიდა.

* ტურინის "იუვენტუსი" "სან სიროზე" 2009/10 წლების სეზონის მერე პირველად დამარცხდა ორივე მილანურ კლუბთან.

* მანუელ ლოკატელის პირველი ორი ზუსტი დარტყმა ჩემპიონატში ორჯერვე გოლით დაგვირგვინდა.

* მატია პერინმა (ჯენოა) 24-დან 6 პენალტი მოიგერია (25%).

ბუნდესლიგა: თავურების გუნდი

* "მაინცის" 14 გოლიდან 12-ში წვლილი პაბლო დე ბლასისს და იუნუს მალის მიუძღვით.

* "ბაიერნის" გარდა, ყოველ ტურში გოლი მხოლოდ "ლაიპციგს" გააქვს.

* თომას მიულერმა "ბაიერნის" რიგებში 365-ე მატჩი ითამაშა. ის ამ მაჩვენებლით ჰასან სალიჰამიჯიჩს გაუთანაბრდა.

* რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება, პირველად მოხდა, რომ "ბაიერნმა" პირველ ტაიმში ერთი ჯარიმაც კი არ "აიკიდა".

* დუგლას კოშტამ "ბაიერნის" რიგებში პირველად გაიტანა გოლი მარჯვენა ფეხით.

* "ბაიერნის" ბოლო 4 გოლი თავურია.

* "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ბოლო 22 მატჩიდან 19 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო. ბურთების შეფარდება - 66-10.

ლიგა 1: "სენტ ეტიენის" სენი

* ლიგა 1-ის ლიდერი სამი გუნდის მწვრთნელები უცხოელები არიან.

* "მარსელს" ფრანგული კლასიკისას პსჟ-ის კარისკენ ერთხელაც კი არ დაურტყამს. ასეთი რამ ლიგა 1-ის გუნდს ბოლოს 10 წლის წინათ შეემთხვა.

* ჰაბიბ დიალომ მოედანზე შემოსვლიდან 21 წამში გაიტანა. უკანასკნელ 3 სეზონში ეს უსწრაფესი გოლია შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის.

* ბოლო 16 ტურია, "სენტ ეტიენს" პირველ ტაიმში ვერ გააქვს გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
40 წლის ასაკში ბუნდესლიგაში - "შალკეს" ჯეკოს შენარჩუნება სურს
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია