ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხოსეპ გვარდიოლას უცნაური აღიარება - ანუ ვინ არის დამნაშავე?

ხოსეპ გვარდიოლას უცნაური აღიარება -  ანუ ვინ არის დამნაშავე?

ხოსეპ გვარდიოლა: ჯერ არ ვიცი, რა ვქნა...
"მანჩესტერ სიტის" მოუგებელი სერია უკვე 5 მატჩს მოიცავს. "ქალაქელებისთვის" ეს არ არის უცხო ხილი და ტრაგედია, ან თუნდაც ნებისმიერი გრანდისთვის, მაგრამ აქ გამადიდებელი შუშის ქვეშაა პეპ გვარდიოლა.

სწორედ ესპანელ მწვრთნელზე აკეთებს აქცენტს ინგლისური მედია, როცა "სიტის" ბოლო პერიოდის ჩავარდნაზე ლაპარაკობს და ეს ასეც უნდა იყოს. ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ მწვრთნელია?..

...ეს იყო 2009 წელს - პეპ გვარდიოლას პირველი სეზონი "ბარსელონას" მწვრთნელის პოსტზე, სეზონი, როცა კატალონიურმა გრანდმა, მაშინ ჯერ კიდევ დამწყები სპეციალისტის ხელში მოიგო "ლა ლიგაც", სამეფო თასიც და ჩემპიონთა ლიგაც.

"ბარსამ" მთელი ის კამპანია ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, თუ არ ჩავთვლით პატარა ჩავარდნას თებერვალ-მარტში, როცა მიყოლებით 5 მატჩი ვერ მოიგო. სწორედ ეს იყო ბოლო უგრძესი ნეგატიური სერია გვარდიოლას სამწვრთნელო დოსიეში. ამიტომაც იქცა ეს მედიაში ერთ-ერთ მთავარ თემად.

ამ 5-მატჩიანი ციკლის ბოლო აკორდი იყო საშინაო ფრე "საუთჰემპტონთან" - კვირას, "ეტიჰადზე", გვარდიოლას "სიტი" ძალიან ერთფეროვანი და უფანტაზიო იყო. ექსპერტებმაც შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს - "წმინდანებმა" აბსოლუტურად დაიმსახურეს ქულა და იქნებ მეტიც.

აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ შედეგზე. მთავარია მიზეზი, რაც ასეთ შედეგს განაპირობებს - "სიტის" თამაშის ხარისხიც ვერ უძლებს კრიტიკას. არის უხეში შეცდომები დაცვაში, ვერც კლაუდიო ბრავო დგას კარში საიმედოდ... სხვათა შორის, დღეს ბევრი მიანიშნებს გვარდიოლას ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე, როცა მეკარის საკითხი დადგა და განტევების ვაცი ჯო ჰარტი აღმოჩნდა...

"საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ბიჭები თითქმის ერთი საათის განმავლობაში აყურყუტა გასახდელში. მერე მას ჰკითხეს, რას აკეთებდით იქ ამდენ ხანსო და ასეთი პასუხი მიიღეს - "კოკა-კოლას" და თეთრ ღვინოს ვსვამდითო...

არ ვიცით, ეს ხუმრობა იყო თუ სიმართლე, მაგრამ ის კი აღიარა პეპმა - ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ ვუშველო პრობლემებსო...

"როცა ზედიზედ ხუთ მატჩს ვერ იგებ, ესე იგი, რაღაც ხდება, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, რა ხდება. არ ვიცი, როგორ გადავჭრა პრობლემა, იმიტომ, რომ ახლა ვერ ვხვდები მიზეზს. ასე რომ, ჯერ ეს მიზეზი უნდა ვიპოვო".

არავინ იცის, ოქტომბრის ჩავარდნა (ჯერ მაინც ნუ ვიტყვით "კრიზისს") სად დახვდება "სიტის", მაგრამ ამის გარეშე ფეხბურთი არ არის და მას ყველა უნდა შეეგუოს. გვარდიოლასთვის ახლა მთავარი სწორედ ის არის, რომ პრობლემის გასაღებს მიაგნოს.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეცდომები დაცვაში. "საუთჰემპტონთან" მატჩში ანგარიში ასე გაიხსნა - ჯონ სტოუნზმა ბურთი უკან მიუგორა ბრავოს, მაგრამ პასი ნათან რედმონდმა ჩაჭრა, მეკარე ჩამოიცილა და თავისიანები დააწინაურა.

აქვე, პატარა გადახვევა ამ კონკრეტული ეპიზოდის გამო. "სქაი სპორტის" ეთერში გრემ საუნესმა, ტიერი ანრიმ და ჯეიმი კარაგერმა იკამათეს. საუნესი გამოცდილი მწვრთნელია და ბევრი რამ დაეჯერება, თუმცა მისი მოსაზრება, რომ ამ ეპიზოდში დამნაშავეა ბრავო, საკამათო გახდა.

"ჩვენ ეპიზოდი უნდა გავაანალიზოთ არა მხოლოდ ფინალურ ნაწილში, არამედ თავიდან ბოლომდე. ყველაფერი დაიწყო ბრავოსგან. მას არ უნდა მიეწოდებინა ბურთი დე ბრუინისთვის, რომელსაც ორი მეტოქე მეურვეობდა. ეს არ იყო მეკარის სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს საუნესი.

ანრის არგუმენტი ის იყო, რომ სტოუნზს სხვა არჩევანიც ჰქონდა: "მას შეეძლო, ბურთი სხვა პარტნიორისთვის მიეწოდებინა, მაგალითად - ფლანგზე. მაგრამ სხვა გზა აირჩია, უკან მიაწოდა ბრავოს - შეცდომა და გოლი! ბოლო დროს ასეა "სიტიში" - შეცდომებს შეცდომები მოსდევს. თუ ამ გუნდს ჩემპიონობა უნდა, ასეთი შეცდომები უნდა გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს".

კარაგერის მოსაზრებაც მოვისმინოთ: "ეს იყო შეცდომების წყება. თუ ვამბობთ, რომ ბრავო შეცდა, როცა დე ბრუინს მიაწოდა ბურთი, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ დე ბრუინს სხვა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ბურთი მიუგორდა სტოუნზს, რომელმაც უკან გააკეთა პასი, რადგან ეგონა, რომ იქ კომპანი იდგა, მაგრამ კომპანი ერთი ნაბიჯით წინ იყო. ამიტომ სტოუნზს ჯერ უნდა დაენახა, სად იდგა კომპანი და მერე გაეკეთებინა პასი. ეს ყველა ვარიანტში სტოუნზის შეცდომაა, გრემ", - მიმართა "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა და კაპიტანმა საუნესს...

აი, ასეა საქმე. მაგრამ პრობლემის დაყვანა კონკრეტულ მოთამაშემდე მაინც არასწორია. მით უმეტეს, გვარდიოლასთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც სტოუნზს დაემართა. 22 წლის ცენტრალური მცველი მისი ფავორიტია. პეპი ბედნიერი იყო, როცა ამ ზაფხულს "ევერტონთან" გარიგება შედგა. ის სტოუნზის გარშემო აპირებს ახალი დაცვის ხაზის ფორმირებას.

ამ ახალგაზრდის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა არავის უფიქრია. მან უკვე ინგლისის ნაკრებიც დააჭაშნიკა და ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. უბრალოდ, ის ჯერ ახალგაზრდა და გამოუცდელია.

ახლა მთლიანად გუნდს სჭირდება პროგრესი. "ევერტონთან" მატჩის შემდეგ გვარდიოლამ თქვა, რომ მეტოქეს მხოლოდ ორი შანსი ჰქონდა და ისიც - კონტრშეტევების დროს. თუ ასეა, მაშინ "საუთჰემპტონთან" კიდევ უარესად ყოფილა საქმე, რადგან "ეტიჰადის" სტუმარმა გაცილებით მეტი საფრთხე შეუქმნა მასპინძელს, ვიდრე "ევერტონმა". გამოდის, რომ გამოსწორების ნაცვლად, საქმე ჯერჯერობით უკან-უკან მიდის და არა მხოლოდ დაცვის რგოლში.

იმავე "საუთჰემპტონთან" მატჩში "სიტიმ" მანამ ვერ დაარტყა კარში, სანამ კელეჩი იჰეანაჩო ზუსტ თავურს დასცხებდა. მოკლედ, ცვლილებები აუცილებელია და ამას უთუოდ ხედავს გვარდიოლაც. წინა ხაზზე ვერ იქნება ყველაფერი რიგზე, როცა ზურგში პრობლემებია. ბალანსია მოსაძებნი. ვნახოთ, რას მოიფიქრებს პეპი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს

ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს

კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა

ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს

უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა

7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა

ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას

[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს

სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს

15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება

სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია

საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს

"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი

დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია

ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს

ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება

39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს

"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა

მიკელ არტეტას "სიტიდან" მცველის წამოყვანა სურს

ალისონი უკვე "ლივერპულის" სერიოზული პრობლემაა - ბოლოს და ბოლოს მიდის თუ რჩება?

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა

კელეჩი იჰეანაჩო - მომავლის გოლეადორი "მანჩესტერ სიტიდან"

"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია

ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]

ზაფხულის ტოპ-10 ზამთარში - ვინ გაამართლა ყველაზე მეტად პრემიერლიგაში?

ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

"სიტიმ" "არსენალს" მარტივად მოუგო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

Breaking: პეპ გვარდიოლა მზადაა იტალიის ნაკრები გაწვრთნას

"მანჩესტერ სიტი" მზადაა ჯონ სტოუნსის სანაცვლოდ 50 მლნ ფუნტი გადაიხადოს

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ვესტ ჰემი" გაანადგურა [VIDEO]

ტოპ 5 ლიგა. ფაქტები და ციფრები: ესპანელის გარეშე!

რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში