გაიცანით სეზონის სენსაცია - "ლაიპციგი"
გერმანულ ბუნდესლიგას ახალი აღმოჩენა ჰყავს. "ლაიპციგი" წაუგებელია და მეორე ადგილზე მყოფი მისდევს "ბაიერნს". სეზონის დაწყების წინ ბევრი ვერავინ წარმოიდგენდა, თუ დებიუტანტს ასეთი შედეგი ექნებოდა.

რატომ სძულთ "ლაიპციგი"?

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - ბუნდესლიგის დანარჩენი კლუბების გულშემატკივრები "ლაიპციგს" ვერ იტანენ. ძნელია მსოფლიოში სხვა ასეთი შემთხვევის მოძიება, როცა ყველა, როგორც ერთიანი მთელი, განწყობილია კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში "ლაიპციგმა" ოთხი დივიზიონი მოიტოვა უკან და ამ გუნდის მიმართ უკმაყოფილება ყოველთვის იზრდებოდა. "გაქსუებული ბავშვები", "კანონდამრღვევები", "სამარკეტინგო ხულიგნები", "დაწყევლილი კაპიტალისტები" - ეს მხოლოდ ნაწილია იმ არასასიამოვნო თიკუნებისა, რომლებითაც გერმანულ საფეხბურთო თემში ჩვენი წერილის გმირ გუნდს მოიხსენიებენ.

"ლაიპციგი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ ჰყავს არათუ მეგობარი, არამედ უბრალო მოყვარეც კი. უმიზეზოდ არაფერი ხდება. "ლაიპციგს" გერმანიაში ბუნდესლიგის ნაწილად არ მიიჩნევენ. თვლიან, რომ ფული რომ არ ყოფილიყო, ეს გუნდიც არ იქნებოდა.

დირექტორი ნომერი 1

გუნდის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული რალფ რანგნიკზე. გერმანულ ფეხბურთში ძალიან ცნობილ მენეჯერს გუნდში სპორტული დირექტორის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს.

რეგიონული ლიგა, მესამე ლიგა, მეორე ბუნდესლიგა და პირველი - გუნდის აღზევება რანგნიკის სახელთან პირდაპირ კავშირშია. ერთხელ მან უკვე გაიარა ეს მარშრუტი "ჰოფენჰაიმთან" ერთად. "ჰოფე" ძალიან ჰგავს ჩვენს დღევანდელ გმირს.

"ვიცოდი, რომ ასე რთულად მიგვიღებდნენ. გერმანიაში არის ხალხი, ვისაც ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეგუება. ეს ნორმალურია. თავის დროზე "გუგლსა" და "ფეისბუქსაც" არ ჰყავდა მილიონობით მომხმარებელი. ყველაფერი თანდათან ხდება.

ჩვენ კრიტიკას უნდა ვძლიოთ და გულშემატკივარი შევიძინოთ შემტევი ფეხბურთით. ეს ჩვენი კრედოა. ოდითგანვე ასე ვფიქრობდი - 3:3 0:0-ზე უკეთესია. ეს პრინციპი ჩემიდან არსად წასულა", - ამბობს რანგნიკი.

გასულ სეზონში რანგნიკმა მწვრთნელის რანგში პირველ ბუნდესლიგაში გადმოიყვანა "ლაიპციგი". მკითხველი ვერ წაიკითხავს, მაგრამ არის ინტერნეტში ერთი დიდებული ვიდეო. ის "კარლსრუესთან" მატჩის წინ არის გადაღებული. რანგნიკი უდიდესი მოტივატორია. მის ხელში ვერ მოდუნდები.

ადამიანი და კანონი

გერმანულ ფეხბურთში ბილეთი "რედ ბულის" მფლობელს, დიტრიხ მეტეშიცს 350 000 ევრო დაუჯდა. სწორედ ამდენი გადაუხადა მაგნატმა მეხუთე დივიზიონის "მარკრანშტადტს" იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ლიცენზია მიეყიდა "ლაიპციგისათვის". კლუბის იურისტებმა შესანიშნავად იმუშავეს და იურიდიული თვალსაზრისით ლაფსუსების გარეშე შეკრეს საქმე.

ლიცენზიის გამყიდველ კლუბს ბევრი არაფერი წაუგია. ის მალე ისევ დაბრუნდა მეხუთე ლიგაში და ახლაც იქვე თამაშობს. ეგაა, ფინანსური მდგომარეობა ადრინდელზე უკეთესი აქვს. საერთო სიძულვილის მიზეზი კი ესაა: კლუბის მთელი აქციები მილიარდერის ხელთაა და უბრალო ადამიანს ან "ბრალიან" მსურველს არ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს კლუბის მმართველობაში.

შენს განაცხადს მიიღებენ, მაგრამ დიდი ალბათობით, საერთოდ არ განიხილავენ. და მაინც, კანონი არ ირღვევა. რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია.

პროექტი მომავლისათვის

"ლაიპციგი" - ეს არის პროექტი მომავალში და ამ პროექტის ნაწილად ყოფნას გუნდის მოძულეთა მრავალრიცხოვანი არმიიდანაც კი ბევრი ისურვებდა. აქ უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანიაში ერთ-ერთი სუპერთანამედროვე საწვრთნელი ცენტრი.

კლუბის აკადემიის განვითარებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ევრო იხარჯება. ასაკობრივი გუნდები გერმანულ ტურნირებში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვიან, გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში კი "ლაიპციგის" ერთი აღზრდილი მაინც მოიძებნება.

კლუბის პრეზიდენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას ყოველთვის საუკეთესო სპეციალისტებს ანდობს. გარდა ამისა, სელექციონერები მთელი გერმანიის მასშტაბით მუშაობენ ტალანტების აღმოჩენაზე.

თუ გერმანიის მასშტაბით "ლაიპციგს" არ ჰყავს გულშემატკივარი, კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თვითონ ლაიპციგში გაიჩინოს ბევრი მიმდევარი. ამისთვის რამდენიმე სპეცპროექტი მუშაობს. მაგალითად, კლუბის კარი ძალიან ხშირად იღება 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებისათვის. ასეთ დროს ისინი ეცნობიან ფეხბურთელებს, თამაშობენ მათთან ერთად ფეხბურთს.

რისკი და შამპანური

ბუნდესლიგაში გადასულ გუნდს ზაფხულში ერთი განსაკუთრებული ტრანსფერის განხორციელება მაინც სჭირდებოდა. ამიტომ გუნდის ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობდნენ "შალკედან" ლეროი სანეს გადაბირებას. კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებისათვის 50 მილიონი ევრო გამოჰყო.

საბოლოო ჯამში, სანემ ინგლისი და "მანჩესტერ სიტი" აირჩია. "ჩვენ თვეში ვუხდით იმდენს ფეხბურთელს, რამდენსაც ინგლისელები უხდიან კვირაში. ჩვენ დიდი ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ. ფული ჭკუით უნდა დავხარჯოთ", - თქვა რანგნიკმა.

რანგნიკმა კარგად იცის, რასაც ამბობს. "ჰოფენჰაიმთან" ერთად მან უკვე დახარჯა დიდი ფული. ფული ცოტა უყაირათოდ დაიხარჯა. მწვრთნელი და გუნდი ჩაიწვნენ. ახლა "ჰოფე" განვითარების სხვა გზას ადგას და იქ რანგნიკის ადგილი აღარ არის.

ხანდახან გუნდის შეფობა არც დიდი თანხის გადახდას ერიდება. ასეა შოტლანდიელი ოლივერ ბურკის შემთხვევაში. არადა, ის სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ჩემპიონშიპში თამაშობდა. რისკია, მაგრამ თუ შამპანური გინდა, რისკიც უნდა გასწიო.

ჩვენ ცოტა დავწერეთ გუნდის მწვრთნელზე, რალფ ჰაზენჰტლზე, მაგრამ საბაბიც გვაქვს: გუნდის თამაშზე სრული პასუხისმგებლობა ჩვენგან აქამდე არაერთხელ ნახსენებ რანგნიკს აქვს აღებული.

2024

გუნდი ბუნდესლიგაში ისე თამაშობს, რომ მისგან გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, დებიუტანტს გაუჭირდება "ბაიერნთან" ბრძოლა ჩემპიონის სინისათვის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან რეალურია.

კლუბის მფლობელი დიტრიხ მეტეშიცი ახლა 72 წლისაა. მან ჯერ კიდევ მეხუთე დივიზიონში ყოფნისას თქვა, რომ ერთ დღეს მისი გუნდი "ბაიერნთან" იბრძოლებდა გერმანიის ჩემპიონობისათვის. ეს უკვე ასეა. კლუბმა კი დიდების ზენიტს 2024 წლისათვის უნდა მიაღწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"მილანს" შეიძლება იულიან ნაგელსმანი ჩაუდგეს სათავეში
რანგნიკი "მილანში" საკადრო რევოლუციას დაიწყებს?
"ბაიერნისთვის" უარის თქმა მარტივი არ ყოფილა" - რანგნიკმა განმარტა, რატომ თქვა უარი "რეკორდმაისტერის" გაწვრთნაზე
რანგნიკი "მილანში" მწვრთნელიც იქნება და დირექტორიც
"მილანმა" ზედიზედ მესამედ იმარჯვა და მწვრთნელად რანგნიკს არ დანიშნავს
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
"ბაიერნს", დიდი ალბათობით, რანგნიკი გაწვრთნის
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს