მწვრთნელებმა ახალგაზრდები აუშვეს
* "ლივერპული" უკვე 10 მატჩია წაუგებელია: 8 მოგება, 2 ფრე...

* დენიელ სტარიჯს ლიგის თასზე ბოლო 8 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. ამ სეზონში "ლივერპულის" მაისურით მისი ოთხივე გოლი ლიგის თასზე მოდის...

* ვინსენტ იანსენს ლიგის თასზე "ტოტენჰემის" მაისურით 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე - პენალტით...

იურგენ კლოპმა და მაურისიო პოჩეტინომ დაგვანახეს, რომ ინგლისის ლიგის თასი მათ პრიორიტეტებში არ შედიოდა.

გერმანელმა პრემიერლიგის ბოლო მატჩთან შედარებით 11 ცვლილება გააკეთა ძირითად შემადგენლობაში, ანუ სულ სხვა სასტარტოთი დაიწყო და მას ბევრით არ ჩამორჩა პოჩეტინოც - არგენტინელმა 10 ცვლილება შემოგვთავაზა.

"ლივერპული" უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ დამსახურებულადაც იმარჯვა. დენიელ სტარიჯმა ორჯერვე "დეზების" დაცვის შეცდომებით ისარგებლა. მას მესამე გოლის გატანაც შეეძლო, როცა მისი რიკოშეტირებული დარტყმის შემდეგ ლონდონელები ძელმა გადაარჩინა. ერთადერთი, რაც "ტოტენჰემმა" შეძლო, ეს იყო შეცვლაზე შესული ერიკ ლამელას მიერ მოპოვებული პენალტი, რომელიც ვინსენტ იანსენმა გოლად აქცია.

მერსისაიდელთა რიგებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 18 წლის ტრენტ არნოლდმა, ასევე, 18 წლის ოვიემუნო ეჯარიამაც. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული დენი ინგსიც ვიხილეთ (ცვლილებაზე შევიდა).

"ტოტენჰემში" ითამაშა 18 წლის ამერიკელმა კამერონ კარტერ-უიკერსმა. ვიხილეთ ონომა, ნკუდუ, უინკსი და 19 წლის ფორვარდი შეიონ ჰარისონიც.

საინტერესო მოსაზრება გამოთქვა "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა მარკ ლოურენსონმა.

მიუხედავად სტარიჯის კარგი თამაშისა, აღნიშნა, რომ ის ამჟამად ძირითადის ფეხბურთელი არ არის. დენიელის ტრავმიანობა მას ხელს უშლის პოტენციალის სრულად გამოვლენაში, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, 27 წლის ფეხბურთელი თავს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ არ თვლიდეს.

"ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ "ლივერპულის" თერთმეტეულის წევრი არ გახლავთ. გუნდს ჰყავს კოუტინიო, ფირმინო, ლალანა... ამჟამად, ძირითადში დენიელის ადგილს ვერ ვხედავ.

ის არ არის კლუბის საუკეთესო გოლეადორი, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი. სტარიჯს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მინდორზე გასვლა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. ის გოლებს არაფრისგან ქმნის. ამიტომ, რატომ უნდა გაყიდოს ის გუნდმა? რატომ უნდა გააძლიეროს სხვა? ფუფუნებაა, როცა თადარიგში ასეთი მოთამაშე გყავს", - აღნიშნა ლოურენსონმა.

იურგენ კლოპი: "ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ. სტარიჯი მთავარი ფიგურა იყო მინდორზე. მე მას ძალიან ვაფასებ და მის კლასზე საუბარიც არ არის. ეჭვი არასდროს შემპარვია დენიელის შესაძლებლობებში, მათ შორის, არც მაშინ, როცა გოლები ვერ გაჰქონდა. თუ ის ყოველთვის ძირითადში არ არის, არ ნიშნავს, რომ არ ვენდობი. ის ტალანტია და ბევრი შეუძლია".

იხილეთ ვიდეო

ეინსლი მეიტლენდ-ნილსი, ჯეფ რეინ-ადელაიდი, კრისტოფერ უილოკი, გედიონ ზელალემი და სხვანი ათამაშა არსენ ვენგერმაც, მაგრამ მისმა "მეთოფეებმა" მაინც ძალიან ადვილად და დამაჯერებლად მოუგეს იააპ სტამის "რედინგს". მთავარი კაცი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი გახლდათ, რომელმაც ორი მშვენიერი გოლი შეაგდო.

"ალექსი სახიფათო მომენტების დროს ცოტათი ნერვიულობდა და ეს რეალიზაციაში ხელს უშლიდა. იმედია, ამ მატჩის მერე მას თავდაჯერება მოემატება. ის ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება. ასე თუ გააგრძელებს, პრემიერლიგის შეხვედრაშიც მოხვდება ძირითადში", - დააიმედა ვენგერმა დუბლის ავტორი.

"ჰალმა" პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევრის დებიუტში თავური დარტყმებით აიღო "ბრისტოლის" კარი და საპასუხოდ მხოლოდ ერთხელ გაუშვა, ისიც - ბოლო წამებზე.

"ვეფხვების" დარად, შემდეგ ეტაპზე გავიდა "ლიდსიც", ოღონდ აქ საქმე გაცილებით რთულად და დრამატულად იყო. ალექს ნილის "ნორვიჩი" "ელანდ როუდზე" ორჯერ იგებდა - ერთხელ ძირითად დროში, მეორედ - დამატებითში. თუმცა ამ ქაოსურ, შეცდომებითა და მომენტებით სავსე შეხვედრაში, საბოლოოდ პენალტების სერია გახდა საჭირო. იქ ლიდსელებმა ორი 11-მეტრიანი გააცუდეს, მაგრამ მათმა 25 წლის იტალიელმა მეკარემ მარკო სილვესტრიმ 3(!) პენალტი მოიგერია და გარი მონკის გუნდს შემდგომ ეტაპზე გაუძღვა.

რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლმა", რომელიც ჩემპიონშიფში ლიდერობს, "პრესტონი" არ დაინდო. "სენტ ჯეიმს პარკზე" "კაჭკაჭებმა" მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. აქედან 5 - მშვენიერი იყო.

განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა ალექსანდრ მიტროვიჩისა და მოჰამედ დიამეს მეორე გოლები - მათ დუბლები მიითვალეს. მე-6 გოლი პენალტით გავიდა, მაგრამ ესეც გამოსარჩევია, რადგან შოტლანდიელმა მეტ რიტჩიმ და მიტროვიჩმა დიდხანს იჩხუბეს იმაზე, თუ ვის უნდა დაერტყა 11-მეტრიანი.

საბოლოოდ, ეს თავად პენალტის მომპოვებელმა რიტჩიმ ითავა და გაიტანა კიდეც. ისე, სწორედ ამას მოჰყვა მიტროვიჩის მეორე და ძალიან ლამაზი გოლი, რის მერეც სერბმა მაისურა შემოიგლიჯა და ხაზი გაუსვა, რომ ლიდერი ის არის...

მაგრამ მერე დიამემ დიდებულად ჩაჭრა ბურთი შორიდან. მოკლედ, "ჯორდებს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ და თუ ერთმანეთში არ იჩხუბებენ და გუნდურად გააგრძელებენ, შორს წასვლა შეუძლიათ და წესით, პრემიერლიგასაც უნდა დაუბრუნდნენ.

25 ოქტომბერი

არსენალი-რედინგი 2:0

გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (33), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78)

არსენალი (4-2-3-1): მარტინესი - ჯენკინსონი, გებრიელი, ჰოლდინგი, გიბსი - ელნენი, მეიტლენდ-ნილსი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (81. ზელალემი), ივობი, რეინე-ადელაიდი (33. ჟირუ) - ლუკას პერესი (78. უილკოკი).

ლივერპული-ტოტენჰემი 2:1

გოლები: 1:0 სტარიჯი (9), 2:0 სტარიჯი (64), 2:1 იანსენი (76-პენ)

ლივერპული (4-3-1-2): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი (69. კლაინი), ლუკას ლეივა, კლავანი, მორენო - ვინალდუმი, სტიუარტი, ეჯარია - გრუიჩი (90. ჩანი) - ორიგი (69. ინგსი), სტარიჯი.

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ტრიპიერი, კარტერ-ვიკერსი, ვიმერი, დევისი - დაიერი (68. ვანიამა), უინკსი - ონომა, ქეროლი (62. ქეროლი), ნკუდუ (84. ჰარისონი) - იანსენი.

ბრისტოლი-ჰალი 1:2

გოლები: 0:1 მაგუაირი (44), 0:2 დოუსონი (47), 1:2 ტომლინი (90)

ლიდსი-ნორვიჩი დდ 2:2, პენ 3:2

გოლები: 0:1 პრიტჩარდი (14), 1:1 ანტონსონი (43), 1:2 ოლივეირა (99), 2:2 ვუდი (109)

ნიუკასლი-პრესტონი 6:0

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (19), 2:0 დიამე (38), 3:0 რიტჩი (53-პენ), 4:0 მიტროვიჩი (55), 5:0 დიამე (87), 6:0 პერესი (90)

გაძევება: ბრაუნი (27. პრესტონი)

26 ოქტომბერი

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:0

გოლი: 1:0 ბუფალი (66)

ვესტ ჰემი-ჩელსი 2:1

გოლები: 1:0 კუიატე (11), 2:0 ფერნანდესი (48), 2:1 კეჰილი (90)

ჩელსი (3-4-3): ბეგოვიჩი - დავიდ ლუიზი, ტერი, კეჰილი - აინა (68. პედრო), ჩალობა (63. აზარი), კანტე, ასპილიკუეტა - ვილიანი, ოსკარი, ბაჩუაი (54. დიეგო კოშტა).

იხილეთ ვიდეო

მანჩესტერი-სიტი 1:0

გოლი: 1:0 მატა (54)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბლინდი, როხო, შოუ - ქერიკი, ერერა - მატა (73. შნეიდერლინი), პოგბა, რაშფორდი (82. ლინგარდი) - იბრაჰიმოვიჩი.

სიტი (4-3-3): კაბალიერო - მაფეო, ოტამენდი, კომპანი (46. კოლაროვი), კლიში - გარსია, ფერნანდო, ნოლიტო (71. აგუერო) - ნავასი, სანე (63. სტერლინგი), იჰეანაჩო.

იხილეთ ვიდეო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
დანიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორში" გადავიდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
"ატლეტიკოს" ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორული მაქინაციების გამო ემუქრება
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
სტარიჯი: პრემიერლიგაში დაუსრულებელი საქმე მაქვს
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს