ლიგა 1. XXV ტურის წინ
"ბორდო" და "ოსერი" ერთმანეთს დღეს ხვდებიან. წინა ტურის შემდეგ ორივე გუნდი შერცხვენილია. "ბორდომ" საშვილიშვილო სირცხვილი ჭამა და "ლორიანთან" 5:1 წააგო. "ოსერს" კი არ წაუგია, მაგრამ შინ უიმედო აუტსაიდერ "არლთან" ნათამაშები ფრე მორალური თვალსაზრისით ამას ნიშნავდა.

ჟირონდელებისგან წელს განსაკუთრებულ აღმაფრენასა და საჩემპიონო თამაშის ჩვენებას არავინ ელოდა, მაგრამ მთლად ასეთი უგვანი ასპარეზობაც მოულოდნელი იყო. გამოცდილ ჟან ტიგანას ჯერ კიდევ დიდი შრომა მართებს იმისთვის, რომ გუნდს ღირსეული სახე დაუბრუნოს... თუ აცალეს რასაკვირველია. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი 24-ე ტურის შემდეგ შოკში იყო.

აი, რას აცხადებდა ის: "ეს კოშმარია... ჩვენი თამაშის შინაარსზე თუ მთხოვთ ლაპარაკს, სათქმელი არაფერი მექნება. ასეთი რამ პირველად მოხდა ამ სეზონში, რასაც ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. ძალიან მიყვარს ეს კლუბი და თუკი რამე მიზეზი მქონდა აქ სამუშაოდ, უპირველესად, სწორედ ამის გამო. სწორედ ამიტომ არის ეს მარცხი ასეთი მტკივნეული. ვიცოდი, რომ ძნელი სეზონი გვექნებოდა, მაგრამ ასეთი"?! ტიგანას ბიჭებმა უკანასკნელი გამარჯვება 21-ე ტურში დააგემოვნეს "ნიცასთან" (2:0), მას შემდეგ იყო საპატიო ფრე "ლიონთან" გასვლით შეხვედრაში და ორი წაგება "კაენთან" შინ (1:2) და "ლორიანთან", რომლის ანგარიში ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ბორდოელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან "შაბანი დალმაზე" მხოლოდ ერთი მოიგეს და სწორედ ასეთი უბადრუკი ასპარეზობის დამსახურებაა, რომ ისინი სახლში დაგროვილი ქულებით მხოლოდ ექვს გუნდს აღემატებიან.

არანაკლებ გაოგნებული შეჰყურებდა ტაბლოს "აბე დეშამზე" "ოსერის" დამრიგებელი ჟან ფერნანდესიც. მის გუნდს ახლა გასავარდნი ზონიდან ორადორი ქულა აშორებს და ეს, რასაკვირველია, გუნდში სიტუაციას ბუნებრივად ძაბავს. "არლთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ დაკისრებულ ამოცანას თავი ვერ გავართვით, რადგან ისევ და ისევ უამრავ შეცდომას უშვებდით დაცვის ხაზი, ხოლო შეტევაში სიზუსტე არ გვყოფნიდა. გუნდმა თამაშის კონტროლი მხოლოდ მას მერე ჩაიგდო ხელთ, რაც გოლი გავუშვით. "ოსერი" არ დანებდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია," - თქვა მწვრთნელმა.

ფერნადესის გუნდი შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ირენეუშ ელენმა გადაარჩინა. "აუცილებელია, გუნდმა კონცენტრაცია დადებით ასპექტებზე გააკეთოს. იმედია, გადამწყვეტ ეტაპზე ტრავმირებული ფეხბურთელებიც წამოგვეშველებიან," - დაამატა იქვე ჟან ფერნანდესმა, ვინც მიმდინარე სეზონში მართლაც გააწამა ტრავმებმა. ამ მხრივ განსაკუთრებით წინა ხაზის მოთამაშეები "სცოდავენ".

"იცით რა? ჩემი გუნდის გასახდელში პრობლემა არ არსებობს, გადაუჭრელი საკითხი ტრავმებია, მაგრამ გუნდი იმიტომ ვართ, რომ სხვისი სატარებელი ტვირთი ხანდახან მეორემ უნდა აწიოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ასე ნელ-ნელა ჩავიძიროთ," - განაგრძო მწვრთნელმა. "ნამდვილად არ გვინდა ჩვენ გავხდეთ ის თაობა, რომლის ხელშიც ჩაიძირება "ოსერი", - განაცხადა მცველმა სედრიკ ენბარმა.

"პარი სენ-ჟერმენის" ამბიციას ხანგრძლივი პაუზის (ბოლო "ოქრო" დედაქალაქელებმა 1994 წელს მოიგეს) შემდეგ ლიგა 1-ის ჩემპიონობა მოიპოვოს, კიდევ ერთი გამოცდა ელის - "პარკ დე პრენსს" "ტულუზი" სტუმრობს. 17-წლიანი ლოდინის შემდეგ ანტუან კამბუარეს გუნდი ისე ახლოს არის ოცნების ასრულებასთან, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა. წინა ტურში პარიზელებმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს, როცა "ნიცას" გასვლაზე 3:0 მოუგეს. ახლა ისინი ლიდერს სულ 4 რაღაც ქულით ჩამორჩებიან.

აი, რას აცხადებს კამბუარე: "ამ გამარჯვებით ჩვენ უკეთესები ვხდებით, რადგან 3 ქულა ჩვენს განწყობაზე აისახება. "რენთან" წაგებისა და "ლანსთან" უგოლო ფრეს შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მოგებათა გზას ისევ დავუბრუნდებოდით. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან "ნიცასთან" მათ იდეალურად ითამაშეს".

შინაური კედლები მუსიე ანტუანის გუნდისთვის კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია უნდა გამოდგეს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტამდე ვრჩებით "ლილის" მდევართა შორის. იმედია, ამ რბოლაში საბოლოოდ პირველები ჩვენ მივალთ. გადამწყვეტი პერიოდი აპრილში დადგება და ეჭვი მაქვს, რომ ლიდერებში მყოფი ხუთი გუნდიდან რბოლას ყველა ვერ შემორჩება," - აცხადებს კამბუარე.

რაც შეეხება "ტულუზს": ამ გუნდს ევროპაში ასპარეზობის ამბიცია... ჰქონდა, იქამდე, ვიდრე "რენთან" შინ არ წააგებდა უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. რასაკვირველია, ამით ყველაფერი არ დასრულებულა, მაგრამ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ამიერიდან ძალიან გართულდება. ყველაფრის მიუხედავად ისინი "პარკ დე პრენსზე" ტურისტის რანგში ჩასვლას არ აპირებენ.

დღეს:

21:00 არლი-ბრესტი

21:00 მონაკო-კაენი

21:00 სოშო-მონპელიე

21:00 სტ.ეტიენი-ნიცა

21:00 რენი-ლანსი

21:00 ვალანსიენი-ლორიანი

23:00 ბორდო-ოსერი

ხვალ:

19:00 ნანსი-ლორიანი

19:00 პარი სენ-ჟერმენი-ტულუზი

23:00 ლილი-ლიონი

1. ლილი 24 12 9 3 42-23 45

2. რენი 24 12 7 5 28-18 43

3. მარსელი 24 11 9 4 34-20 42

4. ლიონი 24 11 8 5 38-24 41

5. პსჟ 24 11 8 5 37-24 41

6. მონპელიე 24 10 7 7 21-23 37

7. სენტ ეტიენი 24 9 8 7 33-30 35

8. ლორიენი 24 10 4 10 32-31 34

9. ბრესტი 24 9 7 8 25-24 34

10. ტულუზი 24 10 3 11 26-26 33

11. სოშო 24 9 4 11 39-31 31

12. ბორდო 24 7 10 7 29-30 31

13. ვალენსიენი 24 7 9 8 30-27 30

14. კაენი 24 7 7 10 26-34 28

15. ნანსი 24 8 4 12 26-39 28

16. ოსერი 24 4 14 6 29-30 26

17. ნიცა 24 6 8 10 15-27 26

18. მონაკო 24 4 12 8 23-26 24

19. ლანსი 24 5 9 10 24-38 24

20. არლი 24 1 7 16 12-44 10

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...