ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, ტიტულების რაოდენობით თბილისის "დინამოს" რეკორდებს (ჩემპიონატშიც და თასზეც) რომელიმე გუნდი რომ დაემუქროს. თუმცა, "დინამოს" სხვა სარეკორდო მაჩვენებლითაც გამოვარჩევდით: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ძალიან ცოტა ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მთავარ მწვრთნელს (ქართველს თუ უცხოელს) ერთი კონკრეტული სეზონის სრულად ჩატარება უწევდა!

"დინამოში" მწვრთნელების ხშირი ცვლა 1994/95 წლების სეზონიდან დაიწყო, როცა გუნდში ხუთჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელ!

აი, მანამდე კი გუნდში აშკარად სტაბილური გარემო იყო, მერე და მერე კი სიტუაცია შეიცვალა და, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, არც ერთ მწვრთნელს არ ჩაუტარებია გადაბმულად ორი სეზონი!

ორი კი არა, სრულად ერთი სეზონი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოტზე მხოლოდ ჩაუტარებიათ უცხოელ სპეციალისტებს: ივო შუშაკს, დუშან უჰრინს-უფროსს, დუშან უჰრინს-უმცროსს; აგრეთვე ქართველ მწვრთნელებსაც - რევაზ ძოძუაშვილს (1991/92), გივი ნოდიას (1993/94) და კახა კაჭარავას (2009/10).

აი, დავით ყიფიანის რეკორდს კი, ალბათ, ძალიან დიდი ხანი ვერავინ გააუმჯობესებს: ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელიცაა.

ამას გარდა, მხოლოდ დავით ყიფიანია "დინამოს" ისტორიაში (დამოუკიდებლობის პერიოდს ვგულისხმობთ), "გადაბმულად" რამდენიმე სეზონი რომ უმუშავია: პირველი ჩემპიონატიც (1990) სრულად ჩაამთავრა, მეორეც (1991 წელს გარდამავალი, ერთწრიანი რომ იყო), მერე კი, კვიპროსიდან დაბრუნებულმა, ისევ "დინამოს" მიაშურა და 1995 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული 1998 წლის გაზაფხულამდე (ვიდრე რუსეთში, იაროსლავლის "შინიკში" წავიდოდა), თავისი მშობლიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც მთავარია, ამ პერიოდში "დინამო" ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ასევე ზედიზედ სამჯერ დაეუფლა საქართველოს თასს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა