"კრასნოდარის" ფეხბურთელმა რუსული კლუბის პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსული კლუბის პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- თორნიკე, მოგვიყევი დაბადების ადგილის შესახებ...

- ჩემი მშობლიური ქალაქი თბილისია. სწორედ იქ დავიბადე და გავიზარდე.

- რამდენი წლის იყავი, როცა ფეხბურთზე შეხვედი?

- ექვსის. ეს "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლა იყო, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს იყო. იქ პირველად მამამ მიმიყვანა.

- ალბათ, მამაშენი შენი საფეხბურთო გულშემატკივარია...

- კი, მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. მაგრამ არა მხოლოდ მას - დედაჩემიც გულშემატკივარია. ასევე ჩემი ძმაც, რომელიც 4 წლით ჩემზე უფროსია. ის იმავე სკოლაში ვარჯიშობდა და თამაშობდა, სადაც მე. სამწუხაროდ, მუხლის სერიოზული ტრავმის გამო მას ფეხბურთისთვის თავის დანებება ნაადრევად მოუწია.

- პატარაობისას რომელ პოზიციაზე თამაშობდი?

- პატარა ასაკიდანვე ფორვარდის უკან ვთამაშობდი. ზოგჯერ ფორვარდის როლს ვასრულებდი, ზოგჯერ კი ისე ხდებოდა, რომ მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი. არასდროს მითამაშია მარჯვენა ფლანგზე და მცველად. არც მეკარე ვყოფილვარ (იცინის).

- ვინ იყო შენი საფეხბურთო კუმირი?

- რონალდო - ფენომენი. ბრაზილიელი ფორვარდი მაშინ მსოფლიოში საუკეთესო იყო.

- დონეცკის "შახტარი", როგორც წესი, ფეხბურთელებს ბრაზილიაში ეძებს. როგორ აღმოჩნდი ამ კლუბში?

- სკაუტებს იქ 17 წლის ასაკში მივყავდი, მაგრამ კანონის მიხედვით, 18 წლამდე "შახტარს" ჩემთან კონტრაქტის გაფორმების უფლება არ ჰქონდა. როგორც კი 18 წელი შემისრულდა, დონეცკიდან დამირეკეს. მაშინ "გაგრასთან" ერთად საქართველოს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ისინი კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდნენ, ისიც დათანხმდა ჩემ გაშვებას. ნივთები ჩავალაგე და "შახტარში" გავემგზავრე.

- "შახტარში" დიდი კონკურენციის გამო ვერ ითამაშე?

- კი, 18 წლის ვიყავი, კონკურენცია კი ძალიან დიდი იყო. თუმცა ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიშმა, როგორებიც დუგლას კოშტა, ვილიანი, ფერნანდინიო არიან, ბევრი რამ მომცა. ახლა ისინი ევროპულ გუნდებში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები არიან, მაშინ კი "შახტარის" ღირსებას იცავდნენ.

მოგვიანებით, სათამაშო პრაქტიკის გამო ორწლიანი იჯარით "ილიჩევეცში" ვითამაშე, შემდეგ 1 წელი - "ჩერნომორეცში".

- ბევრი რამ არ ვიცით ბელგიის ჩემპიონატზე, სადაც "გენკში" ითამაშე...

- ბელგიაში ფსონს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ. ფეხბურთი იქ ძალიან სწრაფი და შემტევია. ყველა ფეხბურთელი თავის წარმოჩენას ცდილობს, რადგან ბელგიაში ყოველთვის ბევრი სკაუტია და ალბათობა იმისა, რომ ძლიერ გუნდში მიგიწვევენ, დიდია.

- უკრაინა, ბელგია, რუსეთი - რომელი ჩემპიონატია უფრო ძლიერი?

- ცხადია, რუსეთის. ბელგიასა და უკრაინაში 3-4 კლუბია, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან, დანარჩენები კი ბევრად ჩამორჩებიან მათ. რუსეთშიც არიან ტრადიციული ფავორიტები, მაგრამ აქ ფეხბურთელთა დონეც მაღალია და ყველა სუსტ გუნდს შეუძლია ძლიერ გუნდთან 3 ქულის მოპოვება.

- "კრასნოდართან" კონტრაქტი სატრასფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გააფორმე. როგორ მოხდა ეს?

- "მარსელს" ყველა დეტალზე შევუთანხმდი, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე კლუბის პრეზიდენტი შეიცვალა, რომელმაც ჩემს ტრანსფერს ვეტო დაადო და ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი მიიყვანა.

"გენკმა" თავისუფალი აგენტის სტატუსი მომანიჭა. ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და შემდეგ შევხვდი ვლადიმირ ხაშიგს, რომელმაც "კრასნოდარში" გადასვლა შემომთავაზა.

დავთანხმდი, რადგან ალექსანდრე ამისულაშვილისგან, ოთარ მარცვალაძისა და ნუკრი რევიშვილისგან ამ კლუბზე ბევრი კარგი მსმენია. ამისულაშვილმა მითხრა: "გაგიმართლა, არც კი დაფიქრდე".

- ამისულაშვილს როგორ მისდის საქმეები - "კრასნოდარის" პირველ კაპიტანს რუსეთის პრემიერლიგაში?

- კარგად. სანაკრებო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, მაგრამ თამაშს თბილისის "დინამოში" აგრძელებს. მუდმივად მოკითხვას უგზავნის კრასნოდარში იმათ, ვისაც ის ახსოვთ. ყოველთვის ძალიან თბილად მოიხსენიებს კლუბსა და ქალაქს.

- "კრასნოდარში" 70 ნომერი აირჩიე. ის შენთვის რამეს ნიშნავს?

- ჩემი საყვარელი ნომერი 10-ია, მაგრამ ის დაკავებულია. 70 კი ცოტათი 10-ს ჰგავს (იცინის).

- ნაკრებში ზუსტად 10-ნომრიანი მაისურით თამაშობ. დიდი ხანია ეს ნომერი გაქვს? გმატებს თუ არა ის დამატებით პასუხისმგებლობას?

- თითქმის 1 წელია, თანაც მე არ მითხოვია - თავად მომცეს. ალბათ იცოდნენ, რომ მომწონდა (იცინის). სხვათა შორის, ადრე 10-ნომრიანი მაისური ჯანო ანანიძეს ჰქონდა.

ეს ნომერი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყოფნას მაიძულებს. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი უნდას გაიღო და ამტკიცო, რომ "ათიანის" ღირსი ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სხვას მისცემენ.

haha
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვრეობააო-ს ვეთანხმები. განწყობასაც მიქმნის და უაზრო მატრაბაზობაზაც ვემიჯნები.
guro
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვარეობააო ნათქვამია-ს. ტიპო!!!! განწყობას რატომ გვიფუჭებ ყაზილარო ააააააააააააააა!!! შედი რა ბუტკაში.
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვარეობააო ნათქვამია
ჰა ბურთი და ჰა მოედანიო ნათქვამია.ნეტავ მართლა ჯორჯ ბესტი იყოს ანდა კიჭა რონალდო.ვისაც ეწყინოს...................მაგრამ სიმართლე ხომ სულ სხვაა.კაცი კრასნოდარში შეცვლაზე თამაშობს,ხოლო ასევე დიდი პერსპექტიული ჭანტურია ურალში.რუსეთში თურმე ფეხბურთის დონე მაღალი ყოფილა.
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვარეობააო ნათქვამია
ჰა ბურთი და ჰა მოედანიო ნათქვამია.ნეტავ მართლა ჯორჯ ბესტი იყოს ანდა კიჭა რონალდო.ვისაც ეწყინოს...................მაგრამ სიმართლე ხომ სულ სხვაა.კაცი კრასნოდარში შეცვლაზე თამაშობს,ხოლო ასევე დიდი პერსპექტიული ჭანტურია ურალში.რუსეთში თურმე ფეხბურთის დონე მაღალი ყოფილა.
ნინკა
ამბობენ, რომ სიგარეტი, სასმელი, კიდევ რაღაც-რაღაცები და ამის გამო დაიწუნა "მარსელმაო". ისე, სულაც არ მინდა, მჯეროდეს ეს.
912
შენ ის თქვი მარსელის გამო ლაიფციგს რომ უთხარი უარი რომელიც მეორეზეა ბუნდესლიგაში და საბოლოოდ ორივე დაკარგე ვერ გყავს კარგი აგენტი
არჩილ ხოფერია
ვეთანხმები მალხაზ ბოლქვაძეს! თორნიკე ძალიან ძლიერია უკვე, დღესაც და კიდევ უფრო მოუმატებს თამაშს! ერთი სიამოვნებაა მისი არაორდინალური გადაწყვეტილებების და ფინტების ყურება. წარმატებები ოქროს კაცო!
malkhaz bolkvadze
თორნიკე საქართველოს ჯორჯ ბესტია! არასოდეს დამავიწყდება სტადიონზე ხალხის სიხარული, ავსტრიასთან რომ შემოვიდა. ღმერთმა დალოცოს და ბევრი, ბევრი გოლი+ პასი გაეკეთებინოს ნაკრებში და კლუბებშიც!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?