ბულგარულ ბურგასში, დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ჩვენებური ვერცხლს დასჯერდა
ბულგარულ ბურგასში გუშინ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელიც პარალელურად ტარდება სამივე საჭიდაო სახეობაში - ქალებში, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვაჟებში, თუმცა ბულგარეთში ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოდიან.

შეჯიბრება გუშინ დაიწყო და მასში სამი ქართველი ჩაება - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სოსო ჯაბიძე და ალექსანდრე დიხამინჯია (ორივე - 96). ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გუნდის ლიდერი კვირკველია გამოვიდა - ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ, ტურნირის მიმდინარეობაზე მთლად ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება - თვით ბულგარული ფედერაციის საიტზეც კი მწირი ინფორმაციაა, თუმცა ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ წრეში ჩვენებურმა სერბი მარკო დევჩიჩი დაამარცხა. მომდევნო წრეში ვინ ჩამოიცილა გზიდან - მასპინძელი სტილიან ნაიდენოვი თუ თურქი ალი არიქოღლუ, გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით ვიცით, რომ ნახევარფინალში კორეელი კანგ ნაე-კოო დაჯაბნა. ფინალში მას არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა - რუმინელი იონელ პუშკაშუ. კვირკველიას ტიტულების კაცს მისი დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა იმედები გაგვიცრუვდა. შევხედრის მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენებური დამატებით დროში დამარცხდა.

სამწუხაროდ, ტურნირს მალევე გამოეთიშნენ დიხამინჯია და ჯაბიძე. დიხამინჯია პირველივე წრეში დამარცხდა ევროპის პრიზიორ ელის გურთან, რომელიც ეროვნებით ალბანელია და აქამდე ისტორიული სამშობლოს ღირსებას იცავდა, ახლა კი ბულგარეთის სახელით გამოდის. ჩვენდა საბედნიეროდ, გური ფინალში გავიდა და დიხამინჯიას სანუგეშოში გადასვლის შანსი მისცა, მაგრამ ჩვენებურმა ის ვერ გამოიყენა - ამერიკელ ჯასტინ რუისთან დამარცხდა და საბოლოოდ გამოეთიშა ტურნირს. თავს იმით თუ ვინუგეშებთ, რომ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი დიხამინჯია ჯერ ძალზე ახალგაზრდაა და ამ რანგის ტურნირში უცხოეთში პირველად ჭიდაობდა.

დიდად ვერც ჯაბიძემ გაგვახარა, რომელიც, როგორც იქნა, გაჭიანურებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა აქტიურ სპორტს. ეს შეჯიბრება მისთვის უფრო სარეაბილიტაციო პროცესის თვალსაზრისით იყო საინტერესო და შედეგი არც იგეგმებოდა. ვერ გეტყვით, რა შთაბეჭდილება დატოვა მან მწვრთნელებზე, ტურნირს კი ისიც პირველივე წრიდან გამოეთიშა ამერიკელ რობ შმიტთან წაგების შემდეგ.

დღეს ტურნირში ჩვენი გუნდიდან ვლადიმერ გეგეშიძე (84) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) გამოვლენ, ლაშა გოგიტაძე (55), არჩილ თურმანიძე და ანტონ მამაგეიშვილი (66) კი ხვალ იჭიდავებენ.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა