საქართველოში სათხილამურო კურორტების მატებასთან ერთად სპორტის ზამთრის სახეობების და კერძოდ, სნოუბორდის პოპულარობა იზრდება
სნოუბორდი სათხილამურო სახეობების ერთ-ერთი ოლიმპიური დისციპლინაა. ჩვენს ქვეყანაში სათხილამურო კურორტების მატებასთან ერთად ზამთრის სახეობების და კერძოდ, სნოუბორდის პოპულარობა იზრდება. ბაკურიანსა თუ გუდაურში, ახლა უკვე მესტიაში, ახალგარზრდების უმეტესობა სწორედ სნოუბორდზე სრიალს ეუფლება.

ახალი შექმნილია საქართველოს სნოუბორდის ფედერაცია (პრეზიდენტი ლევან მშვილდაძე), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან.

ლევან მშვილდაძე წარმატებეზე და ფედერაციის უახლოეს გეგმებზე გვესაუბრება.

- ბატონო ლევან, როდის შეიქმნა ფედერაცია და სად მიიღეთ პირველად შეჯიბრებაში მონაწილეობა?

- წელიწადი გასულ დეკემბერში შეგვისრულდა, თუმცა სპორტის ამ სახეობას ჩვენში 8 წელიწადზე მეტია ჰყავს მიმდევრები. პირველად საერთაშორისო სარბიელზე სათხილამურო სახეობების ფედერაციის FIS ეგიდით თურქეთის ქალაქ ერზრუმში ვიასპარეზეთ და წარმატებითაც. პარალელურ და გიგანტურ სლალომში რევაზ ნაზღაიძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ჩვენი მიღწევების ათვლა დაიწყო. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთში კურორტ ლამოლინაში 44-ე შედეგი ვაჩვენეთ, ბულგარეთის კურორტ პამპოროვოში კი მე-4 ადგილი დავიკავეთ. განვითარებადი ქვეყნებისათვის ეს ურიგო არ არის.

- რა პრობლემებს წააწყდით?

- ძალიან რთული იყო ინვენტარის შეძენა და საერთარისო შეჯიბრებეში მონაწილეობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სათხილამურო სახეობების ფედერაციის დახმარებით დიდ სარბიელზე გასვლა მოხერხდა. უახლოეს მომავალში ინვენტარის შეძენა იგეგმება.

- საერთაშორისო შეჯიბრების დონის რამდენი სპორტსმენი გყავთ?

- სხვადასხვა დისციპლინაში სულ 5 სპორტსმენი მონაწილეობს. სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებში ახალგაზრდების ჩართვაც იგეგმება. ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი რევაზ ნაზღაიძე ერთადერთია, ვისაც ლიცენზია აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს თასზე, წლეულს, მოსკოვში 5 მარტს.

- მთავარი, ალბათ, ახალგაზრდა პერსპექტიული თაობის აღზრდაა?

- ძირითადი ამოცანა სწორედ ეს არის. ორიენტირი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. კარგია, რომ სპორტის სამინისტროსა და ჩვენი ფედერაციის ეგიდით მესტიაში სნოუბორდის სკოლა შეიქმნა. იქ უკვე ჩავიტანეთ ინვენტარი და გავხსენით ბავშვთა ჯგუფები.

- წლეულს შიდა შეჯიბრებებს თუ ჩაატარებთ?

- აუცილებლად ჩავატარებთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენში ამ სახეობის პოპულარობას. იგეგმება საქართველოს პირველობა სხვადასხვა დისციპლინებში. უკვე გვყავს სამი გუნდი - გუდაურის, ბაკურიანისა და მესტიის. იქმნება აჭარაშიც, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩავატაროთ გუნდური პირველობები.

- სნოუბორდი და ტურიზმი, ამაზე რას იტყვით?

- ზემოხსენებული ზამთრის კურორტები სნოუბორდის, ისევე როგორც სხვა სათხილამურო სახეობების მოყვარულებისთვის ეგზოტიკური ადგილებია. სნოუბორდს კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტურიზმის განვითარებაში. ტურისტები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კომერციულ შეჯიბრებებშიც.

- და ალბათ ოდესღაც საერთაშორისო ასპარეზობასაც ვუმასპინძლებთ?

- დიახ, საამისოდ ყველა პირობა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამ თემას განვიხილავთ. აპრილში საერთაშორისო ფედერაციიდან კომისიის მოწვევას ვგეგმავთ. ის ჩვენს შესაძლებლობებს შეისწავლის, რათა მოგვეცეს უფლება საერთაშორისო ასპარეზობის მასპინძლობის საკითხი დავაყენოთ.

თორნიკე გაჩეჩილაძე გუდაურიდან

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს