სავარაუდოდ, საკალათბურთო "დინამოს" ბაზის გამოსყიდვა ზაფხულამდე მოხერხდება და ევრობასკეტისთვის ნაკრები აგვისტოში დიღომში მოემზადება
საქართველოს ნაკრები წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს ყველას გვახარებს, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ: ასეთ წარმატებულ გუნდს ერთიორად მეტი ყურადღება სჭირდება. საქართველოს ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტის მონაწილეთა შორის იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ბაზა არ გააჩნია.

ჰოდა, მას მერე, რაც გაირკვა, რომ საფეხბურთო "დინამოს" ახალი სპონსორი საკალათბურთო "დინამოს" ყიდვას არ აპირებს, ხოლო დიღმის კალათბურთელთა ბაზა ბანკშია დაგირავებული, ვეტერანმა სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი წერილით მიემართათ. წერილში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს მოსამზადებელი ბაზა არ აქვს. კარგი იქნებოდა, თუ "დინამოს" დიღმის ბაზა კალათბურთის ფედერაციის განკარგულებაში გადავიდოდა და ნაკრებს დაეთმობოდა.

ცხადია, ამ საკითხის გადაწყვეტა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა და ამ უწყების მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ვეტერანებს სამინისტროში ესაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სპორტის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანიშვილმა მოგვაწოდა:

- სპორტის მინისტრისა და ვეტერანების შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი "დინამოს" დიღმის ბაზის ამბავი იყო. ეს ობიექტი ბანკშია ჩადებული. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ აქტიურად ჩაეთვება პრობლემის მოგვარებაში. დიღმის საკალათბურთო ბაზის კალათბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში ეროვნულ გუნდს ექნება საკუთარი ბაზა, რაც აუცილებელია ნებისმიერი გუნდისთვის, მით უმეტეს, წარმატებული საკალათბურთო ნაკრებისთვის.

რადგან მთავრობა საქმეში აქტიურად ჩაერთო, უნდა ვივარაუდოთ, რომ "დინამოს" ბაზის გამოსყიდვა ზაფხულამდე მოხერხდება და საქართველოს ნაკრები აგვისტოში დიღომში მოემზადება. ამ საქმის მოგვარება დიდი შვება იქნება ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა