თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ ქართველი ცენტრის "ატლანტადან" სხვაგან გადასვლის შესახებ არაფერი თქმულა
გუშინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსის" დატოვებას აპირებდა. ამერიკულ გაზეთებში წერდნენ: ზაზამ "ფინიქსთან" მატჩი იმიტომ არ ითამაშა, რომ ერთ კლუბთან "ტრეიდზე" მიმდინარეობდა მოლაპარაკებებიო.

...მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ ფაჩულიას სხვაგან გადასვლის შესახებ არაფერი თქმულა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი "ატლანტაში" დარჩა.

მართალია "ტრეიდი" არ შედგა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მაინც საინტერესოა, რომელ კლუბთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. გაზეთ SBNATION-ში წერია: "ატლანტელებმა უკანა ხაზი კირკ ჰინრიხით გააძლიერეს, წინა ხაზში კი ბრედ მილერის დამატება სურდათ. სანაცვლოდ "ჰიუსტონში" ზაზა ფაჩულია უნდა წასულიყო. მილერი ცენტრად დადგებოდა, ჰორფორდი მძიმე ფორვარდად გადაინაცვლებდა, ხოლო სმიტს მსუბუქ თავდამსხმელად თამაშის საშუალება მიეცემოდა. თუმცა გაცვლა არ შედგა, მოლაპარაკება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ მოესწრო."

დღეს, დილას 7:30 საათზე "ატლანტა" "გოლდენ სტეიტს" ეთამაშება. სწორედ ამ მატჩში გამოჩნდება, რა ადგილს დაიკავებს ფაჩულია გადახალისებულ "ჰოქსში".

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა