საქართველოს ნაკრები დღეს ლისაბონში, ევროპის ერთა თასის მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები დღეს ლისაბონში, ევროპის ერთა თასის მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნები" ამ მატჩისთვის ორშაბათიდან ლისაბონშივე ემზადებოდნენ. პორტუგალიასთან დაპირისპირება მუდამ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ბოლო წლებში, "ლობუშები" ჩვენი გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმა ლისაბონში 25 მორაგბე იახლა, რომელთაგან პორტუგალიასთან სათამაშოდ 22 შეარჩია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ექნება ფულბეკ ბექა ურჯუკაშვილს (ფიჟაკი). გამოცდილი, ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელი, ბესიკ ხამაშურიძე განაცხადში ვერ მოხვდა. დიქსონმა სათადარიგოთა შორის მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი(ფიჟაკი) გადაიყვანა. ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ლაშა მალაღურაძე(ბეზიე) ითამაშებს.

თითქმის მთლიანად შეიცვალა მესამე ხაზი. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უნდა დაბრუნებოდა მამუკა გორგოძე(მონპელიე). ის საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ ვარჯიშისას ტრავმა გაუმიზეზდა და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად რვა ნომრის პოზიციაზე გიორგი ჩხაიძე (მონპელიე) დადგება. მესამე ხაზში ითამაშებენ ასევე სიმონ მაისურაძე (ვილერბანი) და შალვა სუთიაშვილ (მასი). ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), რომელიც რიჩი დიქსონმა ტრავმირებულ გია ლაბაძის ნაცვლად იხმო, თადარიგში იქნება.

პირველ ხაზში შემადგენლობა ოპტიმალურია. პორტუგალიასთან წამყვანი სამეული გამოცდილი და მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილი მორაგბეებისგან დაკომპლექტდება: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი).

გუნდის მომზადებით მწვრთნელთა შტაბი კმაყოფილია. რიჩი დიქსონის ასისტენტმა ილია მაისურაძემ ასე დაახასიათა მეტოქე:

"პორტუგალიის ნაკრები კარგი, ბოლომდე მებრძოლი გუნდია. მართალია, მოთამაშეები შერკინებაში ოდნავ მოიკოჭლებენ, მაგრამ ძალიან ტექნიკურები და სწრაფები არიან, რითაც მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.

ჩვენი გუნდი დინამიკურ თამაშში უკეთესად გამოიყურება. ბევრი ვიმუშავეთ შერკინებისა და უკანა ხაზის თამაშის სინთეზის დახვეწაზე. ამასთან ვცდილობთ, ვიყოთ უფრო აგრესიული და ორგანიზებული მიწაზე, რაკში თამაშისას. დიდი ყურადღება დავუთმეთ დაცვაში დროულად გადაწყობასაც."

პორტუგალიის ნაკრები "ბორჯღალოსნებს" უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდება. "ლობუშებმა" ერთა თასისთვის ბრძოლაში ძირითადი კონკურენტები, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები უკვე დაამარცხეს. ჩვენ გუნდთან გამარჯვების შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, პირველ ადგილს გაინაღდებენ, რადგან დარჩენილ ორ შეხვედრაში აუტსაიდერებთან, უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებთან უწევთ თამაში.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

პორტუგალია-საქართველო

პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. გონსალო ფორო, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. პედრო სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯო გარდნერი, 9. პედრო ლეალი. 1. ჟუან მურე, 2. ჟოაო კორეა, 3. კრისტიან სპაშუკი, 4. ჟუან სევერინო, 5. გონსალო უვა, 6. ვასკო უვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ტიაგუ გიარაუ.

16. ლიონელ კამპარნე, 17. ენტონი ალვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლე რუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრო კაბრალი, 22. ფრანსისკო მირა.

საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. სიმონ მაისურაძე, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. გოდერძი შველიძე, 18. ვასილ კაკოვინი, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მერაბ კვირკაშვილი

ერთა თასი

III ტური, 26 თბერევალი

პორტუგალია-საქართველო, რუმინეთი-რუსეთი, ესპანეთი-უკრაინა

IV ტური, 12 მარტი

საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი

რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 2 2 0 0 +119 10

2. პორტუგალია 2 2 0 0 +9 8

3. რუსეთი 2 1 0 1 +2 5

4. ესპანეთი 2 0 0 2 -64 1

5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1

6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0.

vaxo
იწყება 15 წუთში მოვიგებთ!მარა ვფიქრობ აუღელვებლად ვერა.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის